პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?
"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"ჩცდ"-ს ამ სე­ზონ­ზე ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი, სოსო შე­ე­მა­ტა. ის კა­ტოს ახა­ლი რჩე­უ­ლია. ცოტა უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, თუმ­ცა კა­ტოს ის ჯერ­ჯე­რო­ბით მოს­წონს და მას­თან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ამ როლს მსა­ხი­ო­ბი დევი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც ამ­ბობს, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, მოს­წონ­და ეს პრო­ფე­სია და გახ­და კი­დეც მსა­ხი­ო­ბი:

"სა­ერ­თოდ ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვცდი­ლობ. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც სულ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც მიყ­ვარს... პრო­ფე­სი­ის გარ­და ბევ­რი რამ მი­ზი­დავს" - გვე­უბ­ნე­ბა დევი და ინ­ტერ­ვი­უს სე­რი­ალ­ზე სა­უბ­რით ვაგ­რძე­ლებთ.

- გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლნში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს. ვი­დეო კას­ტინ­გის­თვის იქვე ჩავ­წე­რე და გა­მო­ვუგ­ზავ­ნე. მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვე­დი... მალე კო­რო­ნა და­მე­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - ომიკ­რო­ნი. ამის გამო ფორ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. ჯერ კი­დევ ვერ ვარ სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ხა­სი­ა­თებს, ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მალე აღ­ვიდ­გი­ნო და ამან საქ­მე­ზე არ იმოქ­მე­დოს.

- სე­რი­ალს რო­გორ აფა­სებთ?

ასევე დაგაინტერესებთ
20:50 / 19-06-2021

"რომ არ შემხვედროდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემი მეუღლეა, შეიძლება მარტო ვყოფილიყავი" - როგორია ჩცდ-ს ყველაზე მკაცრი გმირის რეალური ცხოვრება და რით ჰგავს "კომენდანტს"?

20:03 / 27-10-2021

"...მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით დასრულდა" - ვინ არის "ბაქარის ახალი გატაცება", როგორია მისი რეალური ცხოვრება და ვინ მიიყვანა ჩცდ-ში?

20:27 / 29-10-2021

"მეუღლე იურისტი მყავს, ჩემი შვილი კლინიკაში დამხმარედ მუშაობს..." - როგორია "ბონდოიას" რეალური ცხოვრება და რაზე საყვედურობენ ოჯახში?

20:40 / 06-04-2022

"შეყვარებული ვარ, ის უცხოელია..." - როგორ მოხვდა თუთა ოქროპირიძე ჩცდ-ში, რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ?

- ყვე­ლა სე­ზო­ნი და სე­რია ნა­ნა­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თუმ­ცა ამ­დე­ნი წელი ეს პრო­ექ­ტი რომ არ­სე­ბობს, მგო­ნი, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. მას აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფარ­თო სპექტრის, ჟან­რობ­რი­ვი გან­ხრის პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს... ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ამ თე­მებს, ყო­ველ­დღი­ურ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ეხე­ბა და სე­რი­ალს ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყავს...

- "სამ­ზა­რე­უ­ლო" მო­გე­წო­ნათ?

- ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან ად­რეც მი­მუ­შა­ვია. იყო ასე­თი ნო­ვე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი სუ­რა­თი - "ჭამა და სექ­სი,“ სა­დაც პირ­ველ ნო­ვე­ლა­ში მე და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ ვი­თა­მა­შეთ. ამის გარ­და არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, "გა­აგ­რძე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია", სა­დაც მეფე ერეკ­ლე ვი­თა­მა­შე, იყო კი­დევ ფილ­მე­ბი - სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნიც, სე­რი­ა­ლი "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან"... ასე რომ, გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გია.

- თურ­მე ინ­ტერ­ვიუ არ გიყ­ვართ...

- კი, არა­ერ­თხელ მით­ქვამს ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი. თე­ატ­რში ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სოც ყო­ფი­ლა, ახლა "და­ქა­ლებ­ში“ შე­მო­ვე­დი და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია. სა­დღაც სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა ალ­ბათ, როცა მსა­ხი­ობ­ზე ბევ­რი რამ არ იცი და მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ნელ-ნელა იგებ და არა ერ­თბა­შად, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. შემ­დეგ სე­რი­ა­ლი­დან გა­დი­ხარ და არა­ვის აღარ ახ­სოვ­ხარ - ესეც ისე­თია, რა... ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს დო­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი "ჩცდ"-ში გა­მოჩ­ნდა თუ არა, მა­შინ­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა...

- სო­სოს შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ანუ არ ვი­ცით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რო­გო­რია. ამი­ტომ, რაც ჩანს, იმის მი­ხედ­ვით ვი­ტყვი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი საკ­მა­რი­სად აქვს. არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის იქამ­დე, სა­დამ­დეც უნდა, რომ მი­ვი­დეს. ცოტა მძი­მე კა­ცი­ცაა... იცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მოქ­ცე­ვა, მაგ­რამ იმის იქით სას­წა­უ­ლად მე­სა­კუთ­რეა. რა­ღაც ხა­ზებს ავ­ლებს და რა­ღა­ცებს აწე­სებს. რო­გორც კი ვინ­მეს თა­ვი­სად მი­ი­ღებს, გა­და­წყვეტს, რომ უკვე მი­სია...

- რო­დე­საც ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­მოგ­თა­ვა­ზეს, რა იფიქ­რეთ?

- ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და უკვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი თა­მა­ში. მერე ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მით უფრო, როცა გა­ვი­გე, რომ კა­ტოს მა­ნამ­დე ბევ­რი ქმა­რი ჰყავ­და. ამი­ტომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა შე­მექ­მნა. ვე­ძებ­დი რა­ღაც­ნა­ირ უც­ნა­ურ ტიპს. სოსო არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­მო­იც­ნო, ვთქვათ, რო­მე­ლი უბ­ნი­და­ნაა, ან რო­გო­რი ხა­სი­ა­თი­საა.

- კა­ტოს მოს­წონს და ამ­ბობს კი­დეც, რომ ღირ­და ამ­დე­ნი ქმრის გაშ­ვე­ბა იმის­თვის, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სოსო გა­ჩე­ნი­ლი­ყო. ღირ­და ეს ლო­დი­ნიო...

- ამას როცა ამ­ბობს, გო­გებ­თან თა­ვი­სე­ბუ­რად იპ­რან­ჭე­ბა. თუმ­ცა რა­ღა­ცებს, რაც სო­სო­ში არ მოს­წონს, იმას არ ამ­ბობს, თით­ქოს არ იმ­ჩნევს. ასეა, უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის აფი­ში­რე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ფიქ­რობს, რომ ამას რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ე­რე­ვა, მას­ზე ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. არა­და, მგო­ნი, პი­რი­ქით არის, სო­სოს სხვა გან­ზრახ­ვა აქვს...

- რამ­დე­ნად შეძ­ლებს თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის გან­ზრახ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ამას შემ­დე­გი სე­რი­ე­ბი აჩ­ვე­ნეს... თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სო­სოს უც­ნა­უ­რო­ბას მეც ვა­დას­ტუ­რებ...

- კი, მარ­ტი­ვად ვერ შე­იც­ნობ. ამ­ბობს, რომ აქვს თევ­ზის ბიზ­ნე­სი და მეტი არა­ფე­რი ვი­ცით... აშ­კა­რად ფუ­ლის პატ­რო­ნია, არც ხელ­მომ­ჭირ­ნეა და სა­ჩუქ­რებს რა­ღა­ცის­თვის არ აკე­თებს. ეს ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა მისი თვი­სე­ბაა... კარ­გია, როცა სა­ჩუქ­რებს აკე­თებ, ადა­მი­ან­ზე ზრუ­ნავ, ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ხატ­ვა, მაგ­რამ ისე, რო­გორც ამას სოსო აკე­თებს, და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩემ­თვის, დე­ვის­თვის, სო­სოს პი­როვ­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. არა­ფერ­ში არ ვე­თან­ხმე­ბი. წვრილ­მა­ნებ­ში მისი ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა, რო­გორც კაცს, ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. სა­ერ­თო­დაც არ მგო­ნია, მო­სა­წო­ნი იყოს.

კა­ტოს "ლა­ი­ვებს" უყუ­რებს და ეჭ­ვე­ბი, ფიქ­რე­ბი არ ას­ვე­ნებს. ამა­ვე დროს მარ­ტი­ვი ქა­ლე­ბიც არას­დროს მოს­წონ­და. კა­ტო­ში ბევ­რი სირ­თუ­ლეა, სა­ინ­ტე­რე­სოა, ხი­ფა­თიც საკ­მა­ო­დაა, ალ­ბათ ეს იზი­დავს, მაგ­რამ უნდა სა­პი­რის­პი­როდ აქ­ცი­ოს...

- შე­საძ­ლე­ბე­ლია სო­სოს ცხოვ­რე­ბის სხვა ეპი­ზო­დე­ბი გაგ­ვიხ­სნას სცე­ნა­რის­ტმა, ანუ მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან, ანუ რამ გან­სა­ზღვრა სო­სოს ასე­თი ხა­სი­ა­თი?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა თევ­ზის ბიზ­ნე­სიც შირ­მა რომ იყოს, არც ამას გა­მოვ­რი­ცხავ... რომც არ გვაჩ­ვე­ნოს სცე­ნა­რის­ტმა მისი წინა ცხოვ­რე­ბა, უკვე ვი­ცით, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და არის და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი...

- "სა­ერ­თო ექა­უნ­თი" მგო­ნი, კულ­მი­ნა­ცი­აა...

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამით კა­ტოს ცდი­დეს კი­დეც ანუ რამ­დენ­ზეა წა­მომ­სვლე­ლი. რაზე შე­უძ­ლია თქვას უარი და რაზე - არა. მგო­ნი, ტეს­ტებს უტა­რებს. შე­იძ­ლე­ბა ასე არც ფიქ­რობ­დეს, რომ მათ სა­ერ­თო ექა­უნ­თი უნდა ჰქონ­დეთ. ეს ჩემი აზ­რია... რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვცდი­ლობ, სოსო ისე­თი იყოს, რო­გო­რიც არის, "ჩუმი გიჟი", ბუ­ნე­ბით რბი­ლი, მორ­ცხვიც, მო­რი­დე­ბუ­ლიც, კარ­გი ადა­მი­ა­ნიც, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მეტი ამ­ბი­ცი­ით, ვიდ­რე ეს ჩანს.

- მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­გორ პარტნი­ო­რია?

- სე­რი­ა­ლამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მისი რო­ლე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ორს, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და აქვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. დიდი კომ­ფორ­ტია მას­თან მუ­შა­ო­ბა და მე­გობ­რო­ბა.

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე­უღ­ლე და შვი­ლი გაგ­ვა­ცა­ნით და აქვე რო­გორ აფა­სე­ბენ თქვენს ამ როლს?

- მყავს მე­უღ­ლე სა­ლო­მე ალა­ნია და 8 წლის დე­მეტ­რე ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი. 10 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტია, მუ­შა­ობ­და პრო­ფე­სი­ით, მაგ­რამ ახლა ბიზ­ნესს აკე­თებს. მე­უღ­ლე მო­დის ჩემს პრე­მი­ე­რებ­ზე და საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლად მა­ფა­სებს, მე­უბ­ნე­ბა, რა მოს­წონს და რა - არა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამას ვა­ფა­სებ. მისი აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ სე­რი­ალ­საც უყუ­რებს ცხა­დია... დე­მეტ­რეს ფეხ­ბურ­თი აინ­ტე­რე­სებს და ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე. იცის, რომ სე­რი­ალ­ში ვარ და რომ მამა არის ტე­ლე­ვი­ზორ­ში, დი­დად არ არის ჩარ­თუ­ლი...

- ქუ­ჩა­ში ალ­ბათ უკვე მე­ტად გცნო­ბენ...

- კი, ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე. ხში­რად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ჩემ­თვის მივ­დი­ვარ, ვმოძ­რა­ობ და ყურ­სას­მე­ნებ­ში მუ­სი­კას ვუს­მენ და მა­ინც მა­ფიქ­სი­რე­ბენ. ბოლო დროს და­ვაკ­ვირ­დი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ფუ­თუ­ლი დავ­დი­ვარ. მო­ტო­ციკ­ლის ჩა­ფხუ­ტი მა­ხუ­რავს, პირ­ბა­დე, სათ­ვა­ლე, რომ პი­რა­დი სივ­რცე მქონ­დეს.

არის, რომ ხან­და­ხან ხა­სი­ათ­ზე არ ხარ... იმ დღეს აე­რო­პორ­ტში მე­გო­ბარს ვხვდე­ბო­დი, მიც­ნეს - რამ­დე­ნი­მე მო­ვი­და, - აუ, შენ ის არ ხარ, სე­რი­ალ­ში რომ თა­მა­შობ? სა­სი­ა­მოვ­ნოც არის, ვი­ღაც სუ­რათს იღებს, სით­ბოს გა­მო­ა­ხა­ტავს, მაგ­რამ ცოტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი­ცაა. ჯამ­ში კი ამ ყვე­ლა­ფერ­თან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ მაქვს, ნორ­მა­ლუ­რად და ჯან­სა­ღად ვი­ღებ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულნაზი
1

გაიხარეთ.წარმატებები...

მეგი
2

რას გაუჭირეთ საქმე? საერთოდ რა საჭიროა სურათის გადაღება, რას გამოხატავთ ამით? კაი ტიპის გვერდით დგახართ? კაი ტიპის გერდით თუ დგახარ, შენ თვითონ ვინ ხარ, რა ხარ, ესაა პირველი. რა შუაშია სუპერვარსკვლავი? სუპერ ვარსკვლავთან რომ გადაიღო სურათი, მერე რა? შენც სუპერ ვარსკვლავი ხდები? ფეხბურთელთან რომ სურათს გადაიღებ, ფეხბურთელი გახდები თუ დიდი ხნის რამე განსაკუთრებულ ღვაწლს გამოხატავ მასთან დაკავშირებულს? სიყალბე ყოველთვის მოსაბეზრებელია. საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"მყავს ჟურნალისტი მეუღლე, რომელიც ახლა ბიზნესს აკეთებს... შვილი სერიალში დიდად არ არის ჩართული" - როგორ მოხვდა "სოსო" გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?

"ჩცდ"-ს ამ სეზონზე ახალი პერსონაჟი, სოსო შეემატა. ის კატოს ახალი რჩეულია. ცოტა უცნაური პერსონაჟია, თუმცა კატოს ის ჯერჯერობით მოსწონს და მასთან თავს ბედნიერად გრძნობს. ამ როლს მსახიობი დევი ბიბილეიშვილი თამაშობს. ის მუსიკისა და დრამის ახალი თეატრის მსახიობია. როგორც ამბობს, მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა, მოსწონდა ეს პროფესია და გახდა კიდეც მსახიობი:

"საერთოდ ის ადამიანი ვარ, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად რაღაცების აღმოჩენას ვცდილობ. ჩემს საქმიანობაშიც სულ სიახლეებს ვეძებ. ექსპერიმენტებიც მიყვარს... პროფესიის გარდა ბევრი რამ მიზიდავს" - გვეუბნება დევი და ინტერვიუს სერიალზე საუბრით ვაგრძელებთ.

- გერმანიაში, კიოლნში ვიყავი, როდესაც დამირეკეს. ვიდეო კასტინგისთვის იქვე ჩავწერე და გამოვუგზავნე. მერე შემატყობინეს, რომ როლზე დამტკიცებული ვიყავი. ჩამოვედი თუ არა, გადაღებაზე მივედი... მალე კორონა დამემართა, მოგვიანებით - ომიკრონი. ამის გამო ფორმაში დაბრუნება ცოტა გამიჭირდა. ჯერ კიდევ ვერ ვარ სათანადო ფორმაში, რომელიც მახასიათებს, ვცდილობ, ძალები მალე აღვიდგინო და ამან საქმეზე არ იმოქმედოს.

- სერიალს როგორ აფასებთ?

- ყველა სეზონი და სერია ნანახი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ამდენი წელი ეს პროექტი რომ არსებობს, მგონი, ბევრ რამეზე მეტყველებს. მას აქვს სხვადასხვა მიმართულება და ფართო სპექტრის, ჟანრობრივი განხრის პროექტია. ყველაფერს მოიცავს... ქეთი დევდარიანი ამ თემებს, ყოველდღიურსაც საინტერესოდ ეხება და სერიალს ასევე საინტერესო პერსონაჟები ჰყავს...

- "სამზარეულო" მოგეწონათ?

- ჩემთვის უცხო არ ყოფილა. რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან ადრეც მიმუშავია. იყო ასეთი ნოველებისგან შექმნილი სურათი - "ჭამა და სექსი,“ სადაც პირველ ნოველაში მე და გიორგი ვარდოსანიძემ ვითამაშეთ. ამის გარდა არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად, "გააგრძელე საქართველოს ისტორია", სადაც მეფე ერეკლე ვითამაშე, იყო კიდევ ფილმები - სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანიც, სერიალი "გოგონა გარეუბნიდან"... ასე რომ, გამოცდილება მქონდა, ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა გამოცდილების კუთხით ახალი გამოწვევები ყოველთვის კარგია.

- თურმე ინტერვიუ არ გიყვართ...

- კი, არაერთხელ მითქვამს ინტერვიუზე უარი. თეატრში ბევრი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები, მათ შორის, საუკეთესოც ყოფილა, ახლა "დაქალებში“ შემოვედი და მაინცდამაინც ამის გამო აჭრელდეს პრესა?! ცოტა უხერხულია. სადღაც საინტერესოცაა ალბათ, როცა მსახიობზე ბევრი რამ არ იცი და მასზე ინფორმაციას ნელ-ნელა იგებ და არა ერთბაშად, ერთ ინტერვიუში. შემდეგ სერიალიდან გადიხარ და არავის აღარ ახსოვხარ - ესეც ისეთია, რა... ამიტომ ყველაფერს დოზირება სჭირდება.

- თქვენი პერსონაჟი "ჩცდ"-ში გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა...

- სოსოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის გარკვეული, ანუ არ ვიცით, საბოლოო ჯამში როგორია. ამიტომ, რაც ჩანს, იმის მიხედვით ვიტყვი, დადებითი თვისებები საკმარისად აქვს. არის მიზანდასახული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქამდე, სადამდეც უნდა, რომ მივიდეს. ცოტა მძიმე კაციცაა... იცის, საზოგადოებასთან მოქცევა, მაგრამ იმის იქით სასწაულად მესაკუთრეა. რაღაც ხაზებს ავლებს და რაღაცებს აწესებს. როგორც კი ვინმეს თავისად მიიღებს, გადაწყვეტს, რომ უკვე მისია...

- როდესაც ეს პერსონაჟი შემოგთავაზეს, რა იფიქრეთ?

- ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და უკვე საინტერესო იყო მისი თამაში. მერე ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა გავიგე, რომ კატოს მანამდე ბევრი ქმარი ჰყავდა. ამიტომ რაღაც განსხვავებული უნდა შემექმნა. ვეძებდი რაღაცნაირ უცნაურ ტიპს. სოსო არ არის სტერეოტიპული პერსონაჟი, რომ დაინახავ და გამოიცნო, ვთქვათ, რომელი უბნიდანაა, ან როგორი ხასიათისაა.

- კატოს მოსწონს და ამბობს კიდეც, რომ ღირდა ამდენი ქმრის გაშვება იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში სოსო გაჩენილიყო. ღირდა ეს ლოდინიო...

- ამას როცა ამბობს, გოგებთან თავისებურად იპრანჭება. თუმცა რაღაცებს, რაც სოსოში არ მოსწონს, იმას არ ამბობს, თითქოს არ იმჩნევს. ასეა, უყვართ ადამიანებს საკუთარი ბედნიერების აფიშირება. ჯერჯერობით ფიქრობს, რომ ამას რაღაცნაირად მოერევა, მასზე ზეგავლენას მოახდენს. არადა, მგონი, პირიქით არის, სოსოს სხვა განზრახვა აქვს...

- რამდენად შეძლებს თითოეული თავის განზრახვის განხორციელებას, ამას შემდეგი სერიები აჩვენეს... თუმცა ამ ეტაპზე სოსოს უცნაურობას მეც ვადასტურებ...

- კი, მარტივად ვერ შეიცნობ. ამბობს, რომ აქვს თევზის ბიზნესი და მეტი არაფერი ვიცით... აშკარად ფულის პატრონია, არც ხელმომჭირნეა და საჩუქრებს რაღაცისთვის არ აკეთებს. ეს ხელგაშლილობა მისი თვისებაა... კარგია, როცა საჩუქრებს აკეთებ, ადამიანზე ზრუნავ, ყურადღებას გამოხატვა, მაგრამ ისე, როგორც ამას სოსო აკეთებს, დაუშვებელია. ჩემთვის, დევისთვის, სოსოს პიროვნება მიუღებელია. არაფერში არ ვეთანხმები. წვრილმანებში მისი ასეთი ჩართულობა, როგორც კაცს, ძალიან მაღიზიანებს. საერთოდაც არ მგონია, მოსაწონი იყოს.

კატოს "ლაივებს" უყურებს და ეჭვები, ფიქრები არ ასვენებს. ამავე დროს მარტივი ქალებიც არასდროს მოსწონდა. კატოში ბევრი სირთულეა, საინტერესოა, ხიფათიც საკმაოდაა, ალბათ ეს იზიდავს, მაგრამ უნდა საპირისპიროდ აქციოს...

- შესაძლებელია სოსოს ცხოვრების სხვა ეპიზოდები გაგვიხსნას სცენარისტმა, ანუ მისი განვლილი ცხოვრებიდან, ანუ რამ განსაზღვრა სოსოს ასეთი ხასიათი?

- შესაძლებელია. თუმცა თევზის ბიზნესიც შირმა რომ იყოს, არც ამას გამოვრიცხავ... რომც არ გვაჩვენოს სცენარისტმა მისი წინა ცხოვრება, უკვე ვიცით, რომ ცხოვრებაში ჰქონდა ურთიერთობები და არის დაკომპლექსებული ადამიანი...

- "საერთო ექაუნთი" მგონი, კულმინაციაა...

- არ გამოვრიცხავ, რომ ამით კატოს ცდიდეს კიდეც ანუ რამდენზეა წამომსვლელი. რაზე შეუძლია თქვას უარი და რაზე - არა. მგონი, ტესტებს უტარებს. შეიძლება ასე არც ფიქრობდეს, რომ მათ საერთო ექაუნთი უნდა ჰქონდეთ. ეს ჩემი აზრია... რაც შემეხება მე, ვცდილობ, სოსო ისეთი იყოს, როგორიც არის, "ჩუმი გიჟი", ბუნებით რბილი, მორცხვიც, მორიდებულიც, კარგი ადამიანიც, მაგრამ შინაგანად მეტი ამბიციით, ვიდრე ეს ჩანს.

- მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, როგორ პარტნიორია?

- სერიალამდე შორიდან ვიცნობდი, მისი როლები მქონდა ნანახი. რაც შეეხება პარტნიორს, საქმის პროფესიონალია, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მომზადებული და აქვე ძალიან მეგობრული ადამიანია. დიდი კომფორტია მასთან მუშაობა და მეგობრობა.

- თქვენი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი გაგვაცანით და აქვე როგორ აფასებენ თქვენს ამ როლს?

- მყავს მეუღლე სალომე ალანია და 8 წლის დემეტრე ბიბილეიშვილი. 10 წელია დაოჯახებული ვარ. მეუღლე ჟურნალისტია, მუშაობდა პროფესიით, მაგრამ ახლა ბიზნესს აკეთებს. მეუღლე მოდის ჩემს პრემიერებზე და საკმაოდ გულწრფელად მაფასებს, მეუბნება, რა მოსწონს და რა - არა. ჩვენს ურთიერთობაში ამას ვაფასებ. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ სერიალსაც უყურებს ცხადია... დემეტრეს ფეხბურთი აინტერესებს და ერთად ვუყურებთ ხოლმე. იცის, რომ სერიალში ვარ და რომ მამა არის ტელევიზორში, დიდად არ არის ჩართული...

- ქუჩაში ალბათ უკვე მეტად გცნობენ...

- კი, ყველა ნაბიჯზე. ხშირად ჩაფიქრებული, ჩემთვის მივდივარ, ვმოძრაობ და ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენ და მაინც მაფიქსირებენ. ბოლო დროს დავაკვირდი, რომ რაღაცნაირად შეფუთული დავდივარ. მოტოციკლის ჩაფხუტი მახურავს, პირბადე, სათვალე, რომ პირადი სივრცე მქონდეს.

არის, რომ ხანდახან ხასიათზე არ ხარ... იმ დღეს აეროპორტში მეგობარს ვხვდებოდი, მიცნეს - რამდენიმე მოვიდა, - აუ, შენ ის არ ხარ, სერიალში რომ თამაშობ? სასიამოვნოც არის, ვიღაც სურათს იღებს, სითბოს გამოახატავს, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელიცაა. ჯამში კი ამ ყველაფერთან საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალურად და ჯანსაღად ვიღებ.