მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადის თუ არა პროდუქცია საქართველოდან რუსეთში - რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა?
გადის თუ არა პროდუქცია საქართველოდან რუსეთში - რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა?

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ოთარ შა­მუ­გი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი არ­სე­ბობს და იმ­პორ­ტის პრობ­ლე­მაც არ არის. მი­ნის­ტრის მტკი­ცე­ბით, ხორ­ბალ­თან და სხვა პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფერ­ხე­ბებს არ ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც შა­მუ­გი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, მა­ღა­ზი­ებ­ში ზო­გი­ერ­თი პრო­დუქ­ტის არარ­სე­ბო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ შეს­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდამ მი­წო­დე­ბის ჯაჭვში გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი წარ­მოშ­ვა.

"ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან. ვი­ხი­ლეთ გარ­კვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი შა­ქარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მხო­ლოდ იმით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა არა­სა­ჭი­როდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შეს­ყიდ­ვე­ბი მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნით. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე, რომ არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ არის - ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის რო­გორც შა­ქა­რი, ასე­ვე სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. შა­ქა­რი არ შე­მოგ­ვაქვს არც რუ­სე­თი­დან, არც უკ­რა­ი­ნი­დან, ასე რომ, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ამ აჟი­ო­ტაჟს არ ჰქონ­და. არც სხვა პრო­დუქ­ტებ­თან, არც ხორ­ბალ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლო­დე­ბით რამე შე­ფერ­ხე­ბებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს რო­გორც ხორ­ბლის, ასე­ვე ფქვი­ლის მა­რა­გე­ბი. ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნებს, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბიზ­ნეს­თან, იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ შე­სა­ბა­მი­სი ბაზ­რე­ბის და კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა გახ­დეს სა­ჭი­რო. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ნა­ირ რის­კებს ვერ ვხე­დავთ და პრო­დუქ­ცი­ის მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია“, - გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა რომ იყოს, მა­ღა­ზი­ე­ბი პრო­დუქ­ტით ვერ შე­ივ­სე­ბო­და და ქვე­ყა­ნა­ში პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბო­და.

"შეს­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდა იწ­ვევს მი­წო­დე­ბის ჯაჭვში გარ­კვე­ულ შე­ფერ­ხე­ბებს, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. გარ­კვე­ულ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­საძ­ლოა, იყოს რა­ღაც დრო­ით შე­ფერ­ხე­ბა, თუმ­ცა ეს შე­ფერ­ხე­ბა აღ­მო­ი­ფხვრე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და ივ­სე­ბა მა­რა­გე­ბი. მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა რომ იყოს, მა­ღა­ზი­ე­ბი პრო­დუქ­ტით ვერ შე­ივ­სე­ბო­და და დე­ფი­ცი­ტი გვექ­ნე­ბო­და. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვაკ­ვირ­დე­ბით და ვა­კე­თებთ მო­ნი­ტო­რინგს ბიზ­ნეს­თან ერ­თად და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ გვე­ლო­დე­ბა. რის­კი ნამ­დვი­ლად არ არის“, - გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

მან ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია გა­დის, თუმ­ცა, არ აკონ­კრე­ტებს რა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი.

რო­გორც შა­მუ­გი­ამ გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიერ არის მხარ­და­ჭე­რი­ლი.

კი­თხვა­ზე: აქვს თუ არა მას ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რი­დან ხილი და ბოსტნე­უ­ლი რუ­სეთ­ში გა­დის? მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა:

"არ მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, არ ვიცი თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან - შე­მოგ­ვაქვს გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია - ხორ­ბა­ლი, ფქვი­ლი და ა.შ. და გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცია გა­დის“.

"ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კაა, რომ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში სრულ მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნას, თუმ­ცა, ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ფიქ­როთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ ავი­რი­დოთ დიდი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. შე­სა­ბა­მის­მა კვლე­ვებ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ის პო­ლი­ტი­კა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო ამ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, სა­დაც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია იმ­პორტზე გა­დის, ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია.

"ღვი­ნის ექ­სპორ­ტში ჩვენ გვქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა - პირ­ვე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 40%-ზე მეტი. ასე­ვე არის სხვა პრო­დუქ­ტებ­ზეც. მთლი­ა­ნო­ბა­ში ექ­სპორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის არის მზარ­დი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გო­რიც არის თხი­ლი და სხვა კულ­ტუ­რე­ბი. ეს ძა­ლი­ან კარ­გია და რე­ა­ლუ­რად ასა­ხავს იმას, რომ ჩვე­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის ზრდის­თვის და ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ამ პო­ლი­ტი­კას კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს და ასა­ხუ­ლია იმ სა­ექ­სპორ­ტო ზრდა­ში, რაც აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს ბოლო წლე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში. შარ­შან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა გვქონ­და - მთლი­ა­ნო­ბა­ში 200 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ზრდა გვქონ­და აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტთან მი­მარ­თე­ბა­ში. იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, სა­დაც პრო­დუქ­ცია გა­დის, ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. ესეც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა აქ­ტი­უ­რია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით ფერ­მე­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და შა­მუ­გი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
9

ჯერ ერთი, ეს კაცი რასაც წარმოადგენს, მისი ,,გენიალური'' განცხადებიდან გამოჩნდა, რძის ნაწარმისთვის რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რომ გააკეთა. და მეორე, ,,მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ შე­სა­ბა­მი­სი ბაზ­რე­ბის და კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შ ე­ მ ო­ ტ ა ­ნ ა გახ­დეს სა­ჭი­რო.'' - ამაზე და მის ბანდაზე უკეთესები არც ჟურნალისტები ხართ, თორემ იმას რატომ არ ეკითხებით, თუ რა ხდება ხორბლის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით, რა რაოდენობის ფართობი არის ათვისებული და რა სამუშაოები ხორციელდება ადგილობრივი მეხორბლეების დახმარებისთვის და წასახალისებლად. ხომ აჩვენა ჯერ პანდემიამ და ახლა ომმა, რომ ყველაფრის, რისი შესაძლებლობაც გვაქვს, შიდაწარმოება ს ა ს ი ც ო ც ხ ლ ო დ აუცილებელია. რატომ არ სვამთ კითხვებს ამასთან დაკავშირებით?! წესით მსგავს საჭირბოროტო საკითხებზე არსებული შეკითხვებით ჟურნალისტები მოსვენებას არ უნდა აძლევდეთ ამას და მის ბანდას, მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ, სწორედ ამიტომ იმსახურებთ საზოგადოებისგან გულისწყრომას და უარყოფით დამოკიდებულებას.

მარკი
17

როგორ შემოგვაქვს ხორბალი და ფქვილი როცა რსფსრ-მ მათი ექსპორტი გააჩერა.ტყუილის თქმას სჯობს სხვა ალტრნატივა მოძებნო.სირცხვილია ნაცრის თვალში შეყრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გადის თუ არა პროდუქცია საქართველოდან რუსეთში - რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა?

გადის თუ არა პროდუქცია საქართველოდან რუსეთში - რა განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის. მინისტრის მტკიცებით, ხორბალთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეფერხებებს არ ელოდებიან.

როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტის არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ შესყიდვების გაზრდამ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული შეფერხებები წარმოშვა.

"ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შევსების მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არის - ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, ასე რომ, არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, არც ხორბალთან დაკავშირებით ველოდებით რამე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგები. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების დამყარებას, საიდანაც შესაძლებელია მომავალში კონკრეტული პროდუქციის შემოტანა გახდეს საჭირო. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი იქნებოდა.

"შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაკეთებთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად და უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა შამუგიამ.

მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა ლაპარაკი.

როგორც შამუგიამ განაცხადა, მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ არის მხარდაჭერილი.

კითხვაზე: აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზრიდან ხილი და ბოსტნეული რუსეთში გადის? მინისტრმა უპასუხა:

"არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი თუმცა დღესდღეობით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან - შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ. და გარკვეული პროდუქცია გადის“.

"ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ავირიდოთ დიდი ზიანის მიყენება. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან მიმართებაში, არის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი“, - განაცხადა შამუგიამ.

ამასთანავე, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად მზარდია.

"ღვინის ექსპორტში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა - პირველი ორი თვის განმავლობაში 40%-ზე მეტი. ასევე არის სხვა პროდუქტებზეც. მთლიანობაში ექსპორტის მონაცემები სოფლის მეურნეობის პროდუქციის არის მზარდი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის თხილი და სხვა კულტურები. ეს ძალიან კარგია და რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგები მოაქვს და ასახულია იმ საექსპორტო ზრდაში, რაც აგრარული პროდუქციის მიმართულებით გვაქვს ბოლო წლების გამავლობაში. შარშან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - მთლიანობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა აგრარული პროდუქციის ექსპორტთან მიმართებაში. იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც პროდუქცია გადის, ყოველწლიურად მზარდია. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და მაქსიმალურად ვეხმარებით ფერმერებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა შამუგიამ.