სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს 20-20 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ნა­კის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბ.გ. და ზ.გ. წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ასე­ვე, ზ.გ. დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლა­დო­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლი­დან 2021 წლის 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო მისი უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 8 წლის გო­გო­ნა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2018 წლის 21 იან­ვარს, ზ.გ.-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კის გამო უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძა­ლა­დო­ბით 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა. ბ.გ. და ზ.გ. და­ზა­რა­ლე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუ ისი­ნი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

სე­ნა­კის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბ.გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) (ორი ეპი­ზო­დი) და 20 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­სა­მარ­თლოს მიერ ზ.გ. ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) (სამი ეპი­ზო­დი), სსკ-ის 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ პირ­თან) და 20 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
1

ძალიან ბევრი ავადყოფი დადის გარეთ. ქვეყანას პატრონი არ ყავდა არასდროს და ამის ბრალია. ვიმეორებ - არასდროს!

1
0

იმედია ციხეში ჯოჯოხეთად გიქცევენ ცხოვრებას პატიმრები!!!! სიკვდილს რსომ ნატრობდეთ და იგივეს გიკეთებდნენ სულის ამოხდამდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე.

"პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (ორი ეპიზოდი) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს მიერ ზ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.