მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერის სამოსი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს - რა ღირს მოთხილამურის ქურთუკი, რომელიც კალაძეს გზის გაწმენდის სამუშაოების დათვალიერებისას ეცვა
თბილისის მერის სამოსი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს - რა ღირს მოთხილამურის ქურთუკი, რომელიც კალაძეს გზის გაწმენდის სამუშაოების დათვალიერებისას ეცვა

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ჩაც­მის სტი­ლი ხში­რად იპყრობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. კა­ლა­ძის სა­მო­სი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის სტილ­ზე გა­და­ტა­ნა კი­დევ ერთხელ მო­ა­ხერ­ხა.

ის წყნე­თი-კი­კე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მი­ვი­და, სა­ი­და­ნაც "ფე­ის­ბუქ­ზე" პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო. ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მისი ქურ­თუ­კი, რო­მე­ლიც სა­მო­სის ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის, Descente-ის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა.

ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია sportofino.com-ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ქურ­თუ­კი ფას­დაკ­ლე­ბით, 665 ევ­როდ იყი­დე­ბა, თუმ­ცა მისი პირ­ვან­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 950 ევ­როა.

Descente-ის ზამ­თრის, სპორ­ტუ­ლი ქურ­თუ­კი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი. რო­გორც ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მო­სი დამ­ზა­დე­ბუ­ლია წყალ­გა­უმ­ტა­რი, მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლის­გან.

ცნო­ბი­ლია, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მისი დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლე ანუ­კი არე­ში­ძე ზრუ­ნავს. კა­ლა­ძეს მო­თხი­ლა­მუ­რის ქურ­თუ­კი კი ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის მა­გი­ერ, მარ­ტში, წყნე­თი-კი­კე­თის გზა­ზე გა­მო­ად­გა.

ნა­ხეთ, კა­ლა­ძის ჩარ­თვა "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში:

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
3

კალაძეს მაყუთი მანამდეც ქონდა თავისი ოფლით და ფეხებით ნაშოვი ასე რომ მორჩით სხვის ტრაკში ყურებას...

,,,
0

მერე რა რო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თბილისის მერის სამოსი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს - რა ღირს მოთხილამურის ქურთუკი, რომელიც კალაძეს გზის გაწმენდის სამუშაოების დათვალიერებისას ეცვა

თბილისის მერის სამოსი საზოგადოების ყურადღებას იპყრობს - რა ღირს მოთხილამურის ქურთუკი, რომელიც კალაძეს გზის გაწმენდის სამუშაოების დათვალიერებისას ეცვა

თბილისის მერის, კახა კალაძის ჩაცმის სტილი ხშირად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. კალაძის სამოსი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

დედაქალაქის მერმა ადამიანების ყურადღების სტილზე გადატანა კიდევ ერთხელ მოახერხა.

ის წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოებზე მივიდა, საიდანაც "ფეისბუქზე" პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ბევრისთვის საინტერესო აღმოჩნდა მისი ქურთუკი, რომელიც სამოსის იაპონური ბრენდის, Descente-ის კოლექციიდანაა.

ონლაინ მაღაზია sportofino.com-ზე აღნიშნული ქურთუკი ფასდაკლებით, 665 ევროდ იყიდება, თუმცა მისი პირვანდელი ღირებულება 950 ევროა.

Descente-ის ზამთრის, სპორტული ქურთუკი სპეციალურად მოთხილამურეებისთვისაა შექმნილი. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოსი დამზადებულია წყალგაუმტარი, მსუბუქი მასალისგან.

ცნობილია, რომ დედაქალაქის მერის ჩაცმულობაზე მისი დიზაინერი მეუღლე ანუკი არეშიძე ზრუნავს. კალაძეს მოთხილამურის ქურთუკი კი ზამთრის კურორტების მაგიერ, მარტში, წყნეთი-კიკეთის გზაზე გამოადგა.

ნახეთ, კალაძის ჩართვა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში: