სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნება და ინოვაციები: PechaKucha Night Tbilisi vol. 16-ის თემა ცნობილია
ხელოვნება და ინოვაციები: PechaKucha Night Tbilisi vol. 16-ის თემა ცნობილია

ხე­ლოვ­ნე­ბა და ინო­ვა­ცი­ე­ბი – სწო­რედ ამ თე­მას შე­ე­ხე­ბა PechaKucha Night Tbilisi-ის მე-16 გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 18 მარტს, 19:00 სთ-ზე Art House-ში (ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის #18) გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ას 7 სპი­კე­რი წა­რად­გენს. შვი­დი­ვე მათ­გა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში:

● Jacob Shedevrs, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტი

● Nancy Woland, მხატ­ვა­რი, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზი­ა­ნე­რი

● ანა ჩუ­ბი­ნი­ძე, ილუსტრა­ტო­რი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რი

● Teodora Techie, Programmer Loves-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

● გვან­ცა კი­კა­ლიშ­ვი­ლი, ონ­ლა­ინ გა­ლე­რეა Wally-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

● ბესო კა­ჭა­რა­ვა, სა­უნდ არ­ტის­ტი

● მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, ArtTent-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

PechaKucha Night Tbilisi vol. 16 ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია სტარ­ტაპ ბი­უ­როს მიერ. ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია თბი­ლი­სის მე­რია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა უფა­სოა, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, გა­ი­ღონ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა, რაც სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხე­ბა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.

დას­წრე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ით: https://forms.gle/kGJVqJXh7vi35gZG7

ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ

PechaKucha Night-ის მოძ­რა­ო­ბა 2003 წლის თე­ბერ­ვალ­ში ტო­კი­ო­ში და­ი­წყო. ეს იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად. ია­პო­ნუ­რად PechaKucha (ペチャクチャ) ბლა-ბლა-ბლას ნიშ­ნავს.

PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის არის არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­ხა­ლი­სო შეხ­ვედ­რე­ბის პლატ­ფორ­მა, სა­დაც შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, ინო­ვა­ტო­რე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი, ჩე­ინ­ჯმე­ი­ქე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს იდე­ებს, პრო­ექ­ტებ­სა და ნა­მუ­შევ­რებს უზი­ა­რე­ბენ. ისი­ნი ცვლი­ან აზ­რებს PechaKucha 20x20 ფორ­მატ­ში.

PechaKucha 20x20 მარ­ტი­ვი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ფორ­მა­ტია, სა­დაც სპი­კე­რი 20 სლა­იდს წარ­მო­ად­გენს. თითო სლა­ი­დის­თვის მომხსე­ნე­ბელს 20 წამი აქვს. სლა­ი­დე­ბი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში იც­ვლე­ბა.

სპი­კე­რე­ბის შე­სა­ხებ

Jacob Shedevrs კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტია. ის არის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც NFT გა­ყი­და.

ნენ­სი ვო­ლან­დი მხატ­ვა­რი და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზი­ა­ნე­რია. ის არის Nancy Woland's studio-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, მას ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბაც უყ­ვარს და ხატ­ვის სწავ­ლე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ანა ჩუ­ბი­ნი­ძე მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ილუსტრა­ტო­რი და ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რია. Მისი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი “ჯი­ბის სტუ­დია” ქმნის თო­ჯი­ნურ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მებს, და ატა­რებს ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

Teodora Techie (თე­ო­ნა ფორჩხი­ძე) front-end დე­ვე­ლო­პე­რია. მისი შექ­მნი­ლი Programmer Loves, non-fungible.ge-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გა­ყიდ­ვე­ბის მქო­ნე NFT კო­ლექ­ცი­აა.

გვან­ცა კი­კა­ლიშ­ვი­ლი ონ­ლა­ინ გა­ლე­რეა wally-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კონ­სულ­ტან­ტი და არტ ენ­თუ­ზი­ას­ტია. მისი მი­ზა­ნია, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი ლო­კა­ლურ და გლო­ბა­ლურ აუ­დი­ტო­რი­ას გა­აც­ნოს.

ბესო კა­ჭა­რა­ვა postred-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბი­ლი სა­უნდ არ­ტის­ტი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ანტრეპ­რე­ნე­რია. მას უმუ­შა­ვია უამ­რავ გლო­ბა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბულ მხატ­ვრულ თუ დო­კუ­მენ­ტურ ფილმზე, ანი­მა­ცი­ა­სა და მულ­ტი­მე­დი­ურ თუ ტრან­სმე­დი­ურ ინ­სტა­ლა­ცი­ა­ზე.

მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რეა “არტტენ­ტი”-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. პრო­ფე­სი­ით ის ფი­ლო­ლო­გი, მარ­კე­ტე­რი, სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ეკო­ნო­მის­ტია, რო­მელ­მაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 12-მდე სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ა­შია იმუ­შა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ხელოვნება და ინოვაციები: PechaKucha Night Tbilisi vol. 16-ის თემა ცნობილია

ხელოვნება და ინოვაციები: PechaKucha Night Tbilisi vol. 16-ის თემა ცნობილია

ხელოვნება და ინოვაციები – სწორედ ამ თემას შეეხება PechaKucha Night Tbilisi-ის მე-16 გამოშვება, რომელიც 18 მარტს, 19:00 სთ-ზე Art House-ში (ლადო გუდიაშვილის #18) გაიმართება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციას 7 სპიკერი წარადგენს. შვიდივე მათგანი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების სფეროში:

● Jacob Shedevrs, კონცეპტუალური არტისტი

● Nancy Woland, მხატვარი, გრაფიკული დიზიანერი

● ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი ანიმაციური ფილმების რეჟისორი

● Teodora Techie, Programmer Loves-ის დამფუძნებელი

● გვანცა კიკალიშვილი, ონლაინ გალერეა Wally-ს დამფუძნებელი

● ბესო კაჭარავა, საუნდ არტისტი

● მაია ბიჭიკაშვილი, ArtTent-ის დამფუძნებელი

PechaKucha Night Tbilisi vol. 16 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღონ შემოწირულობა, რაც სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.

დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით: https://forms.gle/kGJVqJXh7vi35gZG7

ფორმატის შესახებ

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ბლა-ბლა-ბლას ნიშნავს.

PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

სპიკერების შესახებ

Jacob Shedevrs კონცეპტუალური არტისტია. ის არის პირველი ქართველი ხელოვანი, რომელმაც NFT გაყიდა.

ნენსი ვოლანდი მხატვარი და გრაფიკული დიზიანერია. ის არის Nancy Woland's studio-ს დამფუძნებელი. გარდა ამისა, მას ცოდნის გაზიარებაც უყვარს და ხატვის სწავლებით არის დაკავებული.

ანა ჩუბინიძე მრავალი ჯილდოს მფლობელი ილუსტრატორი და ანიმაციური ფილმების რეჟისორია. Მისი დაფუძნებული “ჯიბის სტუდია” ქმნის თოჯინურ ანიმაციურ ფილმებს, და ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში ამ სფეროს განვითარებას ემსახურება.

Teodora Techie (თეონა ფორჩხიძე) front-end დეველოპერია. მისი შექმნილი Programmer Loves, non-fungible.ge-ს მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე NFT კოლექციაა.

გვანცა კიკალიშვილი ონლაინ გალერეა wally-ის დამფუძნებელი, კომუნიკაციის კონსულტანტი და არტ ენთუზიასტია. მისი მიზანია, ქართველი არტისტები ლოკალურ და გლობალურ აუდიტორიას გააცნოს.

ბესო კაჭარავა postred-ის დამფუძნებელი, საერთაშორისოდ ცნობილი საუნდ არტისტი და წარმატებული ანტრეპრენერია. მას უმუშავია უამრავ გლობალურად აღიარებულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმზე, ანიმაციასა და მულტიმედიურ თუ ტრანსმედიურ ინსტალაციაზე.

მაია ბიჭიკაშვილი სამხატვრო გალერეა “არტტენტი”-ს დამფუძნებელია. პროფესიით ის ფილოლოგი, მარკეტერი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი და ეკონომისტია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 12-მდე სხვადასხვა ინდუსტრიაშია იმუშავა.