სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყვეობიდან თავის დაღწევა 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ და ემოციური საუბარი ზელენსკისთან - მელიტოპოლის მერის გათავისუფლების ოპერაციის დეტალები
ტყვეობიდან თავის დაღწევა 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ და ემოციური საუბარი ზელენსკისთან - მელიტოპოლის მერის გათავისუფლების ოპერაციის დეტალები

მე­ლი­ტო­პო­ლის მერი ივან ფი­ო­დო­რო­ვი ტყვე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მის ნაც­ვლად უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სებს რუსი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი გა­დას­ცეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ფი­ო­დო­რო­ვი გაც­ვა­ლეს ცხრა რუს ჯა­რის­კაც­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2002-2003 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი არი­ან.

  • ფი­ო­დო­რო­ვი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ლუ­განსკში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ხუთი დღე გა­ა­ტა­რა. უკ­რა­ი­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის ცნო­ბით, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და.

მე­ლი­ტო­პო­ლის მე­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­რილ ტი­მო­შენ­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

"ახ­ლა­ხანს წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და მე­ლი­ტო­პო­ლის მე­რის ივან ფი­ო­დო­რო­ვის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცია. ვა­ნია უსაფრ­თხოდ არის", - წერ­და ტი­მო­შენ­კო. მისი თქმით, ძა­ლი­ან მალე ფი­ო­დო­რო­ვი და­უბ­რუნ­დე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე მისი და ფი­ო­დო­რო­ვის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

"სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, ივან. მი­ხა­რია შენი ხმის გა­გო­ნე­ბა, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის ხმა გაქვთ. ჩვე­ნი­ა­ნებს არ ვტო­ვებთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ უკან დაბ­რუნ­დი. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა ყვე­ლას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რუ­სე­ბი ყვე­ლას ბლო­კა­ვენ“, - ამ­ბობს ზე­ლენ­სკი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას.

მე­ლი­ტო­პო­ლის მე­რის თქმით კი, ის რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ბრძო­ლას და ზე­ლენ­სკის გუნდს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დად­გეს გა­მარ­ჯვე­ბის დღე.

ცნო­ბის­თვის, 11 მარტს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მე­ლი­ტო­პო­ლის მერი ივან ფი­ო­დო­რო­ვი გა­ი­ტა­ცეს. მის კა­ბი­ნეტ­ში 10-მდე პირი შე­იჭ­რა, თავ­ზე შავი პარ­კი ჩა­მო­აც­ვეს და უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ე­მარ­თნენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
1

კარგია, ეგ ადამიანი რომ გაათავისუფლეს. ის 9 წვევამდელიც ცოდოა, ომი ნამდვილად არ ენდომებოდათ. აი, იმ ადამიანების მიკვირს, ვინც ყველაფერს აპიარებს და აყალბებს. გუშინ სხვადასხვა სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ეგ მერი უკრაინის სპეცრაზმმა ბრძოლით გაათავისუფლა და რუსების სამხედრო ნაწილი გაანადგურა. თურმე ჩვეულებრივი გაცვლა ყოფილა. რად უნდათ ეგ ზღაპრები და ფეიკები!

ნია
3

პირიქითაა ეგ, რუსები სთავაზობენ, პუტინს გადმოგცემთ და მაკდონალდსი გაგვიხსენითო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ტყვეობიდან თავის დაღწევა 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ და ემოციური საუბარი ზელენსკისთან - მელიტოპოლის მერის გათავისუფლების ოპერაციის დეტალები

ტყვეობიდან თავის დაღწევა 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ და ემოციური საუბარი ზელენსკისთან - მელიტოპოლის მერის გათავისუფლების ოპერაციის დეტალები

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად უკრაინელებმა რუსებს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს. ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფიოდოროვი გაცვალეს ცხრა რუს ჯარისკაცზე, რომლებიც უკრაინელების ინფორმაციით, 2002-2003 წლებში დაბადებული სამხედრო მოსამსახურეები არიან.

  • ფიოდოროვი დაკავების შემდეგ ლუგანსკში გადაიყვანეს, სადაც ხუთი დღე გაატარა. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მას, სავარაუდოდ, რუსეთთან თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

მელიტოპოლის მერის გათავისუფლების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ახლახანს წარმატებით დასრულდა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაცია. ვანია უსაფრთხოდ არის", - წერდა ტიმოშენკო. მისი თქმით, ძალიან მალე ფიოდოროვი დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის "ფეისბუქ" გვერდზე მისი და ფიოდოროვის სატელეფონო საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს.

"საღამო მშვიდობისა, ივან. მიხარია შენი ხმის გაგონება, ცოცხალი ადამიანის ხმა გაქვთ. ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ძალიან მიხარია, რომ უკან დაბრუნდი. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ყველას გათავისუფლება, რუსები ყველას ბლოკავენ“, - ამბობს ზელენსკი სატელეფონო საუბრისას.

მელიტოპოლის მერის თქმით კი, ის რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება ბრძოლას და ზელენსკის გუნდს, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს გამარჯვების დღე.

ცნობისთვის, 11 მარტს რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს. მის კაბინეტში 10-მდე პირი შეიჭრა, თავზე შავი პარკი ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით ავტომანქანით გაემართნენ.