პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და "გაფარჩაკდებით“ - კახა კალაძე ოპოზიციას
"თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და "გაფარჩაკდებით“ - კახა კალაძე ოპოზიციას

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს დე­და­ქა­ლა­ქის მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბის და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მე­რია აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას თან­ხას არ გა­და­უ­რი­ცხავს. ამას­თან, კა­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ „მათი დღის წეს­რი­გი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე, რა­ღაც თე­მე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე, სი­ყალ­ბე­ზე - მერე გა­მო­დი­ან, დას­ხდე­ბი­ან და სა­უბ­რო­ბენ, რომ ნუ­ლე­ბი არი­ან“.

"ამ დღე­ებ­ში ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი ტყუ­ი­ლი მო­ვის­მი­ნეთ და მინ­და გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მით­ქვამს და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ არა­ვის გა­ვუ­ტა­რებთ სიც­რუ­ეს და იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. კონ­კრე­ტუ­ლი ტყუ­ი­ლე­ბი ეხე­ბა მეტ­როს ტენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას. ძა­ლი­ან ბევ­რი ტყუ­ი­ლი გავ­რცელ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით თბი­ლი­სის მეტ­როს­თვის ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­დე­საც ამ­გვარ პრო­ექტს აფი­ნან­სებს რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, შეს­ყიდ­ვე­ბი ყო­ველ­თვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ასე იყო მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვი­სას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რის შემ­თხვე­ვა­შიც - თბი­ლი­სის მე­რი­ამ სრუ­ლად იხელ­მძღვა­ნე­ლა EBRD-ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რით და და­ბა­ლი ფა­სის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტენ­დე­რი გა­ი­მარ­ჯვა რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა რამ­დე­ნი­მე სა­კითხს - ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებს და რამ­დე­ნი­მე ეტა­პია და ჩვენს მოგ­ვი­წია ამ ეტა­პე­ბის გავ­ლა.

2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ უკავ­ში­რე­ბენ ომს და სან­ქცი­ებს, მო­ვის­მი­ნეთ რამ­დე­ნი სი­ბინ­ძუ­რე და არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბა ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან. ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს ამ ქვე­ყა­ნა­ში, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მათი დღის წეს­რი­გი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე, რა­ღაც თე­მე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე, სი­ყალ­ბე­ზე და მერე გა­მო­დი­ან, დას­ხდე­ბი­ან და სა­უბ­რო­ბენ, რომ ნუ­ლე­ბი არი­ან. როცა ასე­თი სიც­რუ­ეა მათი დღის წეს­რი­გი, მერე არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ჩემო კარ­გე­ბო, რომ ნუ­ლე­ბი ხართ. თუ ასე გა­აგ­რძე­ლებთ, კი­დევ უფრო ქვე­მოთ ჩახ­ვალთ და კი­დევ უფრო გა­ფარ­ჩაკ­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გონს მო­ე­გეთ და გა­ა­კე­თეთ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არის რე­ა­ლუ­რი და ნამ­დვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის ტენ­დე­რი მო­ი­გო პრო­დუქ­ცია მი­წო­დე­ბუ­ლი აქვს ბულ­გა­რე­თის დე­და­ქა­ლაქ სო­ფი­ას­თვის, უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტის­თვის და ასე­ვე სერ­ბე­თის­თვის.

"ასე­ვე ბრი­ფინ­გებს უძღვნიდ­ნენ იმას, რომ თით­ქოს ეს კომ­პა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბით. არ ვიცი ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის მო­გო­ნე­ბა, ამ ფან­ტა­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნა რას უკავ­შირ­დე­ბა. მა­გათ ჰგო­ნი­ათ, რომ პირ­ში წყალს ჩა­ვი­გუ­ბებთ და არა­ფერს ვი­ტყვით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვა­წო­დებთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს საბ­რძო­ლო ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბა­ში. ამ ჰოლ­დინ­გში ბევ­რი კომ­პა­ნი­აა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და არა­თუ იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ჩვენ ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა, არა­მედ, არ­სე­ბულ არ­სე­ბულ ჰოლ­დინ­გში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ აქვს კავ­ში­რი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბას­თან. ეს არის რე­ა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა ამა­ვე ტენ­დე­რის ფარ­გლებ­ში, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ მე­რია ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, დრო­ე­ბით თან­ხის გა­და­რი­ცხვა შე­ჩე­რე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ არ ვი­ცით თუ რო­მელ კომ­პა­ნი­ებს და­ე­კის­რე­ბათ სან­ქცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ ბან­კი შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმას, რომ ქა­ლაქს აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბა მეტ­როს ახა­ლი ვა­გო­ნე­ბი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
3

რა "ჭკვიანი" სახე აქვს ფოტოზე, ამ გორსალას!!!😎

ელგუჯა
2

კი მაგრამ, ორი წლის წინ რუსეთი ოკუპანტი არ იყო, მერო ბატონო?

ავტორი:

"თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და "გაფარჩაკდებით“ - კახა კალაძე ოპოზიციას

"თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და "გაფარჩაკდებით“ - კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის გადაწყვეტილებამდე მერია აღნიშნულ კომპანიას თანხას არ გადაურიცხავს. ამასთან, კალაძე გამოეხმაურა, მისივე შეფასებით, ე.წ. პოლიტიკოსების განცხადებებს და აღნიშნა, რომ „მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე - მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან“.

"ამ დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და მინდა განმარტებები გავაკეთო. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტული ტყუილები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა.

როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც - თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერი გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს - ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და რამდენიმე ეტაპია და ჩვენს მოგვიწია ამ ეტაპების გავლა.

2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ ომს და სანქციებს, მოვისმინეთ რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე და მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. როცა ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემო კარგებო, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერი მოიგო პროდუქცია მიწოდებული აქვს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის და ასევე სერბეთისთვის.

"ასევე ბრიფინგებს უძღვნიდნენ იმას, რომ თითქოს ეს კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით. არ ვიცი ამდენი ტყუილის მოგონება, ამ ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მივაწოდებთ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებაში. ამ ჰოლდინგში ბევრი კომპანიაა გაწევრიანებული და არათუ იმ კომპანიას, რომელმაც ჩვენ ტენდერში გაიმარჯვა, არამედ, არსებულ არსებულ ჰოლდინგში გაწევრიანებული არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, ვაგონების შესყიდვის პროცესი გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში, თუმცა, აღნიშნა, რომ მერია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ელოდება და ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს.

"ჯერჯერობით, დროებით თანხის გადარიცხვა შეჩერებულია იმიტომ, რომ არ ვიცით თუ რომელ კომპანიებს დაეკისრებათ სანქციები და ამის შემდეგ ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ გადაწყვეტილებით ვიხელმძღვანელებთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქალაქს აუცილებლად ეყოლება მეტროს ახალი ვაგონები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი გაგრძელდება. ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა კალაძემ.