სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია
ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია

ან­თრო­პო­ლო­გებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მე-7 სა­უ­კუ­ნის წმინ­და­ნის, მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლის საფ­ლა­ვი ცა­გერ­შია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს, ან­თრო­პო­ლო­გე­ბის მიერ უკვე და­დას­ტურ­და, რომ წმინ­და მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნი­ლი საფ­ლა­ვე­ბი­დან, ერთ-ერთი მე-7 სა­უ­კუ­ნის წმინ­დანს, ღირს მაქ­სი­მე აღმსა­რე­ბელს ეკუთ­ვნის.

"სულ სა­კურ­თხე­ველ­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გა­თხრე­ბის შე­დე­გად, 4 საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ­გან ერთ-ერთი, წმინ­და მაქ­სი­მე აღმსა­რე­ბელს ეკუთ­ვნის. ცნო­ბი­ლია, რომ მისი აღმსა­რებ­ლო­ბის გამო, მას ენა და ხელი მოკ­ვე­თეს. ან­თრო­პო­ლო­გებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­დას­ტუ­რეს. ასე­ვე, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ასა­კი - ღირ­სი მაქ­სი­მე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დე­ბენ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში.

წმინ­და მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და­ნის საფ­ლა­ვის მო­ძი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მთა­ვარ ეპის­კო­პოსს, მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს ეკუთ­ვნის. ტა­ძარ­ში სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ­ლის დრო­საც, ტაძ­რის ია­ტა­კი აი­ღეს.

დღეს დას­რულ­და ერ­თკვი­რი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლის საფ­ლა­ვის და­დას­ტუ­რე­ბას ეძღვნე­ბო­და და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მე­ბის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­ი­მარ­თე­ბა.

წმინ­და მაქ­სი­მე აღმსა­რე­ბე­ლი მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში 580 წელს და­ი­ბა­და. იყო იმ­პე­რა­ტორ ჰე­რაკ­ლეს I მდი­ვა­ნი, მაგ­რამ შემ­დეგ, მან მი­ა­ტო­ვა სა­მე­ფო კა­რის ცხოვ­რე­ბა და ბე­რად აღიკ­ვე­ცა. იგი მო­ნო­თე­ის­ტო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და (ეს ცრუ სწავ­ლე­ბა ერთი ღვთა­ებ­რი­ვი დე­დი­სა და ერთი ღვთა­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ ქა­და­გებ­და), რის გა­მოც, მას ჯერ ენა, შემ­დეგ ხელი მო­აჭ­რეს, იდევ­ნე­ბო­და სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში. იგი გად­მო­ა­სახ­ლეს ცა­გერ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია

ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია

ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მე-7 საუკუნის წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, ანთროპოლოგების მიერ უკვე დადასტურდა, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში ახლახან აღმოჩენილი საფლავებიდან, ერთ-ერთი მე-7 საუკუნის წმინდანს, ღირს მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის.

"სულ საკურთხეველში არქეოლოგებმა გათხრების შედეგად, 4 საფლავი აღმოაჩინეს, მათგან ერთ-ერთი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის. ცნობილია, რომ მისი აღმსარებლობის გამო, მას ენა და ხელი მოკვეთეს. ანთროპოლოგებმა აღნიშნული დაადასტურეს. ასევე, დადასტურებულია ასაკი - ღირსი მაქსიმე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა", - აცხადებენ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში, წმინდანის საფლავის მოძიების ინიციატივა ცაგერისა და ლენტეხის მთავარ ეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს ეკუთვნის. ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ტაძრის იატაკი აიღეს.

დღეს დასრულდა ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მაქსიმე აღმსარებლის საფლავის დადასტურებას ეძღვნებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში პრესკონფერენციაც გაიმართება.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კონსტანტინოპოლში 580 წელს დაიბადა. იყო იმპერატორ ჰერაკლეს I მდივანი, მაგრამ შემდეგ, მან მიატოვა სამეფო კარის ცხოვრება და ბერად აღიკვეცა. იგი მონოთეისტობის წინააღმდეგ იბრძოდა (ეს ცრუ სწავლება ერთი ღვთაებრივი დედისა და ერთი ღვთაებრივი ქმედების შესახებ ქადაგებდა), რის გამოც, მას ჯერ ენა, შემდეგ ხელი მოაჭრეს, იდევნებოდა საკუთარ სამშობლოში. იგი გადმოასახლეს ცაგერში. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"