მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე... "- რას ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთთან სურსათის ექსპორტზე
"მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე... "- რას ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთთან სურსათის ექსპორტზე

"დღეს ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად რძის ნა­წარ­მის იმ­პორტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ სა­წარ­მო­ებს არ აქვთ რე­სურ­სი, რომ სხვა­დას­ხვა ბა­ზარ­ზე ექ­სპორ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ" - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, ოთარ შა­მუ­გი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით რძის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­მართ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და.

მი­ნის­ტრის თქმით, რუ­სეთ­თან ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბას კო­მუ­ნი­კა­ცია ორი წლის წინ ჰქონ­და და პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვი­და.

"მინ­და კი­დევ ერთხელ ავ­ხსნა პრო­ცე­სი, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი არის ჩვენ ფერ­მე­რებს, მე­წარ­მე­ებს ხელი შე­ვუ­წყოთ სხვა­დას­ხვა ბა­ზარ­ზე წვდო­მა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი და ეს შე­დე­გე­ბი კონ­კრე­ტულ რი­ცხვებ­ში აი­სა­ხე­ბა. ექ­სპორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა გვაქვს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. ჩვენ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით, ღვი­ნის ექ­სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით, ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას ვა­წარ­მო­ებთ. ახლა ჩვე­ნი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ხელ­შე­სა­ხე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბა­ზა­რი არის ევ­რო­კავ­ში­რი. ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმ სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა­ზე და იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტის შე­სა­ტა­ნად. გვაქვს პირ­ვე­ლი შე­დე­გიც. თაფ­ლის ექ­სპორ­ტის კუ­თხით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2021 წელს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში თაფ­ლის ექ­სპორ­ტი 9-ჯერ გა­ი­ზარ­და. სწო­რედ ამ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში შე­საძ­ლო ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­წარ­მე­ე­ბის თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გა­კეთ­და. რძის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით ორი წლის შემ­დეგ, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ მე­წარ­მე­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბიც. დღეს ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად რძის ნა­წარ­მის იმ­პორტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ სა­წარ­მო­ებს არ აქვთ რე­სურ­სი, რომ სხვა­დას­ხვა ბა­ზარ­ზე ექ­სპორ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია, სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს”, - გა­ნა­ცხა­და ოთარ შა­მუ­გი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რავა გაჭრილი ვაშლივით გავხართ ერთმანეთს ედინნაია რასსია და ნაცქოცმოქკავშრი სატელიტებიანად ბიზნესის ცოდნაში ? ბიჯო ორი წლის წინ ბიზნესმა რაცხა ითხოვა და ახლა პასუხობთ , თან საორჭოფოდ , ისინიცა და თქვენცა , ამჟავდა აწი ეგ , ამჟავდა , აი მიშა რომ მიშაა , ეგეც აცდენილია ჭეშმარიტებას - არაჟანს მოაჯდა , სწორედ მიშას ფსიქქოსტერეოტიპია თქვენი ორვეს სახე -კომპარტიულ კომკავშირულ კგბშნიკურშნირულრუსული !

ინტრიგანი
0

ვიდრე მეორე ინტერის ჩაწერდა, პირველ ინტერვიუს გადაავლო თვალი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე... "- რას ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთთან სურსათის ექსპორტზე

"მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე... "- რას ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთთან სურსათის ექსპორტზე

"დღეს ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით რძის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მიმართ მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

მინისტრის თქმით, რუსეთთან ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით უწყებას კომუნიკაცია ორი წლის წინ ჰქონდა და პასუხი რამდენიმე დღის წინ მოვიდა.

"მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა პროცესი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენ ფერმერებს, მეწარმეებს ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები კონკრეტულ რიცხვებში აისახება. ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით, ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, ძალიან აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ. ახლა ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შესაბამისი კომუნიკაციისთვის და მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად ამერიკაში იმყოფებიან. ამ მიმართულებებით ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქტების რეალიზაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებითაც. პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტული ბაზარი არის ევროკავშირი. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე ჩვენი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესატანად. გვაქვს პირველი შედეგიც. თაფლის ექსპორტის კუთხით, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი 9-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის ევრაზიის კავშირის წევრ ქვეყნებში შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მეწარმეების თხოვნიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა. რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ორი წლის შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, ჩვენ მოვისმინეთ მეწარმეების კომენტარებიც. დღეს ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ. აქედან გამომდინარე, არ მგონია, საკითხი აქტუალური იყოს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.