სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს... რუს მღვდელმთავრებს გავუგზავნე შეტყობინება..." - მეუფე დიმიტრი
"პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს... რუს მღვდელმთავრებს გავუგზავნე შეტყობინება..." - მეუფე დიმიტრი

"გა­მოჩ­ნდა ერთი ბო­როტ­მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით ემუქ­რე­ბა და თა­ვის თავს ქრის­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნევს" - ამის შე­სა­ხებ ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან არა­ფე­რი აქვს და იგი ემუქ­რე­ბა ჩვენს შვი­ლებს.

"ყვე­ლა თვალს ვა­დევ­ნებთ, რა ხდე­ბა ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში. შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვართ იმ ბო­რო­ტე­ბით, რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და თა­ნა­ვუგ­რძნობ ამ მე­ტად მედ­გარ, მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის ხალ­ხს. ღმერ­თმა მის­ცეს მათ სიმ­ხნე­ვე და სიმ­ტკი­ცე.

გა­მოჩ­ნდა ერთი ბო­როტ­მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნით ემუქ­რე­ბა და თა­ვის თავს ის მი­იჩ­ნევს ქრის­ტი­ა­ნად. მე ვი­ტყო­დი, რომ მას ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

როცა ის გარ­კვე­უ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით მთელ მსოფ­ლი­ოს უცხა­დებს და ეუბ­ნე­ბა, რომ თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ მო­ას­წრებთ, თუ ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ვი­ყე­ნე­ბო, იმას არა­ფე­რი აქვს ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან სა­ერ­თო, რად­გან ის ემუქ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ის ემუქ­რე­ბა შენს ქვე­ყა­ნას, ის ემუქ­რე­ბა ჩვენს შვი­ლებს, თქვენს შვი­ლებს და კა­ცობ­რი­ო­ბას, თა­ვის­თა­ვად.

ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ ნად­გურ­დე­ბა და ინ­გრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, იხო­ცე­ბი­ან ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და კა­ცე­ბი… ზო­გი­ერთ ჩემს თა­ნა­კურ­სელს რუ­სეთ­ში გა­ვუგ­ზავ­ნე ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მღვდელმთავ­რებს, რომ თქვენ უნდა შე­ა­ჩე­როთ ეს ბო­როტ­მოქ­მე­დი და ამ­ხი­ლოთ, რად­გან ის და­ბომ­ბავს რუ­სეთს. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მე თქვენ­თან გა­მი­ჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი მათ­გან არ არის.

მე მაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან და თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვემ­შვი­დო­ბე­ბით ერ­თმა­ნეთს. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ზო­გი­ერ­თი ეპარ­ქია და ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნი არი­ან რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპარ­ქი­ე­ბი, რად­გან მათ­მა პატ­რი­არ­ქმა გა­ა­მარ­თლა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა და უწო­და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა”, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
10

ქართველო, დაიმახსოვრე, რომ შენ დაისჯები ქრისტეს გაყიდვაში(ყორაობაში, ხოლო ამ სივრცეში გამეფდება სხვა. შენი იარაღი ყველა დროის იმპერიებში უნარი და მართლობა, პრავედნიკობა იყო), არა მართლობასა და ხურდელობაში! დიდება ქრისტეს!

მეუფეო ჯონსონთან, ბაიდენთან, მაკრონთან, ჯანმოსთან, რომის პაპთან არის ქრისტე!? სად არის ქრისტე მეუფეო დღეს, მართალი კაცი დაიარება საქართველოში, ევროატლანტიკურ სივრცეში და ვინ არის ის!? დიდება ქრისტეს! რომელი ქვეყნის საინფორმაციო ველია მართლობაში, დიდება უფალს! გიხაროდეთ!

6

ბოდიშს მოგიხდით და იქნებ მიხვდეთ რომ ასეთ მოწოდებაშიაც არ არის გამოსავალი, გარედან რაც ჩანს შიგნით ის სხვანაირად არის სინამდვილეში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს... რუს მღვდელმთავრებს გავუგზავნე შეტყობინება..." - მეუფე დიმიტრი

"პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს... რუს მღვდელმთავრებს გავუგზავნე შეტყობინება..." - მეუფე დიმიტრი

"გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს" - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, ვლადიმერ პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი აქვს და იგი ემუქრება ჩვენს შვილებს.

"ყველა თვალს ვადევნებთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.

როცა ის გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, თუ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო, იმას არაფერი აქვს ქრისტიანობასთან საერთო, რადგან ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას, თავისთავად.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ნადგურდება და ინგრევა ყველაფერი, იხოცებიან ქალები, ბავშვები და კაცები… ზოგიერთ ჩემს თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი და ამხილოთ, რადგან ის დაბომბავს რუსეთს. უკიდურეს შემთხვევაში, მე თქვენთან გამიჭირდება ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის.

მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა უკრაინაში მეგობრებთან, ახლობლებთან და თვალცრემლიანი ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია და ძალიან გულნატკენი არიან რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეპარქიები, რადგან მათმა პატრიარქმა გაამართლა ბოროტმოქმედება და უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა”, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.