სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოლკინის ფენტეზი და რეალური ცხოვრება -  რა გავლენა იქონია ბავშვობაში ობობას ნაკბენმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობამ ავტორის შემოქმედებაზე
ტოლკინის ფენტეზი და რეალური ცხოვრება -  რა გავლენა იქონია ბავშვობაში ობობას ნაკბენმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობამ ავტორის შემოქმედებაზე

ფენ­ტე­ზის ჟანრ­ზე სა­უბ­რის დროს ადა­მი­ანს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჯონ რო­ნალდ რუელ ტოლ­კი­ნი და მისი „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“ ახ­სენ­დე­ბა. ტოლ­კი­ნის ნა­წარ­მო­ებ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი ფენ­ტე­ზის ჟანრ­ზე. მან ასე­ვე ახა­ლი ხედ­ვა შეს­ძი­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებ­საც.

ტოლ­კი­ნი იყო სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­გლი­სე­ლი, რო­მე­ლიც მწერ­ლო­ბას თა­ვის მთა­ვარ და პირ­ვე­ლად საქ­მი­ა­ნო­ბად არ მი­იჩ­ნევ­და. ის გახ­ლდათ ლინგვის­ტი, ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ფე­სო­რი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის მი­უ­ხე­და­ვად, ის მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც „ჰო­ბი­ტი­სა“ და „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ ავ­ტო­რი. გარ­და ამი­სა ტოლ­კინ­მა და­წე­რა მი­თო­ლო­გი­უ­რი ჟან­რის „სილ­მა­რი­ლი­ო­ნი“ და სხვა წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ავ­ტო­რის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი მეტ­წი­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია გა­მო­გო­ნილ და რე­ა­ლურ ამ­ბებ­ზე, გა­მო­გო­ნილ ენებ­ზე და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ესე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­თხრო­ბენ არ­დის სამ­ყა­რო­სა და შუ­ახ­მე­ლეთ­ზე.

სა­ო­ცა­რი და უსა­ზღვრო იყო ტოლ­კი­ნის ფან­ტა­ზია, იგი სულ უფრო და უფრო სა­ო­ცარ ამ­ბებს ქმნი­და. ბავ­შვო­ბა­ში ჯონს ბაღ­ში დიდ­მა ობო­ბამ უკბი­ნა. მკვლევ­რე­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ ამ მოვ­ლე­ნამ გავ­ლე­ნა იქო­ნია მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც. თუმ­ცა თა­ვად ავ­ტო­რი ამ­ბობ­და, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ზე მო­გო­ნე­ბე­ბი არ ჰქონ­და და არც ობო­ბე­ბი­სად­მი ზი­ზღი გას­ჩე­ნია. მისი ბავ­შვო­ბი­დან ასე­ვე ერთ-ერთი შთამ­ბეჭ­და­ვი მო­მენ­ტი იყო მე­გო­ბარ­თან ერ­თად ღა­მის კრა­ალ­ში გა­ტა­რე­ბა. ასე­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მისი ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ­და ხელს.

სამი წლის ჯონი აფ­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში, ინ­გლის­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც დედა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და ჯო­ნი­სა და მისი ძმის გა­ნათ­ლე­ბა­სა და აღ­ზრდა­ზე. დე­დამ გა­უღ­ვი­ძა ინ­ტე­რე­სი ბო­ტა­ნი­კის მი­მართ და შე­აყ­ვა­რა მცე­ნა­რე­ე­ბი. ბავ­შვო­ბა­ში ტოლ­კი­ნი ხა­ტავ­და ხე­დებ­სა და ხე­ებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს იჩენ­და ენე­ბის მი­მართ, ლა­თი­ნუ­რი ენის სა­ფუძ­ვლე­ბიც დე­დის­გან სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ის­წავ­ლა. 4 წლის ასაკ­ში უკვე კი­თხუ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სწრა­ფად წე­რაც ის­წავ­ლა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე კი­თხუ­ლობ­და დი­დტა­ნი­ან წიგ­ნებს. არ მოს­წონ­და „განძთა კუნ­ძუ­ლი“ და „ჰა­მე­ლი­ნე­ლი მესტვი­რე“, ისე­ვე რო­გორც „ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“. მას გა­სარ­თობ, მაგ­რამ შე­მა­წუ­ხე­ბელ წიგ­ნად თვლი­და. მოს­წონ­და ის­ტო­რი­ე­ბი ინ­დი­ე­ლებ­ზე და ჯორჯ მაკ­დო­ნალ­დის მო­თხრო­ბე­ბი. ტოლ­კი­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ენ­დრიუ ლენ­გის ზღაპ­რე­ბი, რა­მაც ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

ტოლ­კი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია პირ­ველ მსოფ­ლიო ომში მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც. ის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი იყო და საფ­რან­გეთ­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ექ­სპე­დი­ციო ძა­ლის მე-11 ბა­ტა­ლი­ონ­ში ლე­ი­ტე­ნან­ტად მსა­ხუ­რობ­და. ჯონი მომსწრე იყო ომის რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბი­სა, მათ შო­რის, სო­მის ბრძო­ლის. მორ­დო­რის­კენ ფრო­დო­სა და სე­მის მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­გო­ნე­ბის წყა­როც ნა­წი­ლობ­რივ იყო სან­გრებ­ში ყოფ­ნის ტოლ­კი­ნი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ის აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სამ­წერ­ლო­ბო და ლინგვის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ლე­გენ­და­რუ­ლი ტრი­ლო­გია „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“ 1948 წელს და­ას­რუ­ლა თით­ქმის 10-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ.

ამ პე­რი­ოდ­ში ტოლ­კი­ნის გა­ტა­ცე­ბა ახა­ლი ენე­ბის შექ­მნა იყო – თა­ვის მიერ შექ­მნი­ლი ენე­ბი­დან ნა­წი­ლი შუ­ახ­მე­ლე­თის ამ­ბებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნა. გარ­და ამი­სა, ამ გა­მო­გო­ნილ ენებ­ზე შექ­მნა სიმ­ღე­რე­ბი და ლექ­სე­ბი. ამას­თან, მწე­რა­ლი უკვე არ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბუ­ლი ენე­ბის, მა­გა­ლი­თად, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უელ­სუ­რის და ლომ­ბარ­დი­უ­ლის აღ­დგე­ნი­თა და გა­ნახ­ლე­ბი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ტოლ­კი­ნის ლექ­სი BagmÄ“ BlomÄ (ხე­ე­ბის ყვა­ვი­ლი) მთელ ათას­წლე­ულ­ში გო­თურ ენა­ზე და­წე­რი­ლი პირ­ვე­ლი ტექ­სტია.

1959 წლი­დან იწყე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ტოლ­კი­ნის მი­მართ. მისი წიგ­ნე­ბი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ თა­ვი­სი სა­კულ­ტო სტა­ტუ­სით ჯონი უკვე შე­წუ­ხე­ბუ­ლიც იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მას ჰქონ­და მი­მო­წე­რა მკი­თხვე­ლებ­თან, სა­დაც მათ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს სწერ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოყ­ვა­რულ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ტოლ­კი­ნით იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო ცნო­ბა­რე­ბი­დან ამო­ე­ღო თა­ვი­სი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 1960-იანი წლე­ბის კონ­ტრკულ­ტუ­რის ფონ­ზე თა­ვი­სი რო­მა­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ჩან­და.

ჯო­ნის გრძნო­ბე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ წყდე­ბო­და „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ პო­პუ­ლა­რო­ბა და დღემ­დე ასეა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის პირ­ველ ეტაპ­ზე ავ­ტორს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და „ჰო­ბი­ტის“ გაგ­რძე­ლე­ბა და­ე­წე­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის უფრო მას­შტა­ბურ ნაშ­რომ­ში გა­და­ი­ზარ­და.

„ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის“ მზარდ პო­პუ­ლა­რო­ბას მოჰ­ყვა ტოლ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ტოლ­კი­ნი­სა და მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­სა­ხებ სხვა წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა. „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბელ­მა“ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და კვლავ ახ­დენს მხატ­ვრო­ბა­ზე, მუ­სი­კა­ზე, ფილ­მებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე, ვი­დეო თა­მა­შებ­ზე და შემ­დგომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. რო­მა­ნის ადაპ­ტა­ცი­ებს შო­რის არის რა­დი­ო­სე­რი­ა­ლე­ბი, თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცია.

„ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“ მრა­ვალ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი და მისი 150 მი­ლი­ონ­ზე მეტი ას­ლია გა­ყი­დუ­ლი. ტოლ­კინს, რო­გორც ლინგვისტს, თა­ვად აქვს წა­კი­თხუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლი მათი დიდი ნა­წი­ლი. თარ­ჯიმ­ნე­ბი­სათ­ვის მან აგ­რეთ­ვე შექ­მნა ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბის თარ­გმნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ენა­ში გან­სხვავ­დე­ბა ამა თუ იმ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის თარ­გმნა.

ტოლ­კი­ნი და „ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მისი რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა და მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სქელყდი­ა­ნი სა­სა­ჩუქ­რე ვა­რი­ან­ტიც არ­სე­ბობს. 28 მარ­ტი­დან კი ტრი­ლო­გი­ის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლის შე­ძე­ნა თვე­ში ერთხელ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 12 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად – 14 ლარი. წიგ­ნის შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სა­იტ­ზე, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

თუ ჯერ კი­დევ არ წა­გი­კი­თხავთ ტოლ­კი­ნის ლე­გენ­და­რუ­ლი ტრი­ლო­გია, შან­სი გეძ­ლე­ვათ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად შე­ი­ძი­ნოთ ის თქვენ­თვი­სა თუ მე­გობ­რე­ბის­თვის. ეს არის მსოფ­ლიო კლა­სი­კა, რო­მე­ლიც სულ სხვა, ახალ სამ­ყა­როს აღ­მო­გა­ჩე­ნი­ნებთ და მას­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ტოლკინის ფენტეზი და რეალური ცხოვრება -  რა გავლენა იქონია ბავშვობაში ობობას ნაკბენმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობამ ავტორის შემოქმედებაზე

ტოლკინის ფენტეზი და რეალური ცხოვრება -  რა გავლენა იქონია ბავშვობაში ობობას ნაკბენმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობამ ავტორის შემოქმედებაზე

ფენტეზის ჟანრზე საუბრის დროს ადამიანს ერთ-ერთი პირველი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი და მისი „ბეჭდების მბრძანებელი“ ახსენდება. ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონია მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა კი ფენტეზის ჟანრზე. მან ასევე ახალი ხედვა შესძინა ხელოვნების სხვა დარგებსაც.

ტოლკინი იყო სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი, რომელიც მწერლობას თავის მთავარ და პირველად საქმიანობად არ მიიჩნევდა. ის გახლდათ ლინგვისტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი საქმის მიუხედავად, ის მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორი. გარდა ამისა ტოლკინმა დაწერა მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი“ და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ავტორის ყველა ნაწარმოები მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროსა და შუახმელეთზე.

საოცარი და უსაზღვრო იყო ტოლკინის ფანტაზია, იგი სულ უფრო და უფრო საოცარ ამბებს ქმნიდა. ბავშვობაში ჯონს ბაღში დიდმა ობობამ უკბინა. მკვლევრების ნაწილი თვლის, რომ ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც. თუმცა თავად ავტორი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე მოგონებები არ ჰქონდა და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია. მისი ბავშვობიდან ასევე ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი იყო მეგობართან ერთად ღამის კრაალში გატარება. ასეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები მისი ფანტაზიის განვითარებას უწყობდა ხელს.

სამი წლის ჯონი აფრიკიდან სამშობლოში, ინგლისში დაბრუნდა, სადაც დედა განსაკუთრებულად ზრუნავდა ჯონისა და მისი ძმის განათლებასა და აღზრდაზე. დედამ გაუღვიძა ინტერესი ბოტანიკის მიმართ და შეაყვარა მცენარეები. ბავშვობაში ტოლკინი ხატავდა ხედებსა და ხეებს, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდა ენების მიმართ, ლათინური ენის საფუძვლებიც დედისგან სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა. 4 წლის ასაკში უკვე კითხულობდა, მოგვიანებით კი სწრაფად წერაც ისწავლა. პატარაობიდანვე კითხულობდა დიდტანიან წიგნებს. არ მოსწონდა „განძთა კუნძული“ და „ჰამელინელი მესტვირე“, ისევე როგორც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. მას გასართობ, მაგრამ შემაწუხებელ წიგნად თვლიდა. მოსწონდა ისტორიები ინდიელებზე და ჯორჯ მაკდონალდის მოთხრობები. ტოლკინისთვის მნიშვნელოვანი იყო ენდრიუ ლენგის ზღაპრები, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე.

ტოლკინის შემოქმედებაზე გავლენა იქონია პირველ მსოფლიო ომში მიღებულმა გამოცდილებამაც. ის პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და საფრანგეთში ბრიტანეთის საექსპედიციო ძალის მე-11 ბატალიონში ლეიტენანტად მსახურობდა. ჯონი მომსწრე იყო ომის რამდენიმე ყველაზე სისხლიანი შეტაკებისა, მათ შორის, სომის ბრძოლის. მორდორისკენ ფროდოსა და სემის მოგზაურობის შთაგონების წყაროც ნაწილობრივ იყო სანგრებში ყოფნის ტოლკინისეული გამოცდილება.

ომიდან დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად ჩაერთო სამწერლობო და ლინგვისტურ საქმიანობაში. ლეგენდარული ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“ 1948 წელს დაასრულა თითქმის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ.

ამ პერიოდში ტოლკინის გატაცება ახალი ენების შექმნა იყო – თავის მიერ შექმნილი ენებიდან ნაწილი შუახმელეთის ამბებშიც გამოიყენა. გარდა ამისა, ამ გამოგონილ ენებზე შექმნა სიმღერები და ლექსები. ამასთან, მწერალი უკვე არსებული, მაგრამ დავიწყებული ენების, მაგალითად, შუასაუკუნეების უელსურის და ლომბარდიულის აღდგენითა და განახლებითაც იყო დაკავებული. ტოლკინის ლექსი BagmÄ“ BlomÄ (ხეების ყვავილი) მთელ ათასწლეულში გოთურ ენაზე დაწერილი პირველი ტექსტია.

1959 წლიდან იწყება ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი ტოლკინის მიმართ. მისი წიგნები იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავისი საკულტო სტატუსით ჯონი უკვე შეწუხებულიც იყო. თავდაპირველად მას ჰქონდა მიმოწერა მკითხველებთან, სადაც მათ კითხვებზე პასუხებს სწერდა, მაგრამ მოგვიანებით მოყვარულთა დაინტერესება ტოლკინით იმდენად დიდი იყო, რომ იგი იძულებული გახდა, სატელეფონო ცნობარებიდან ამოეღო თავისი საკონტაქტო ნომერი. მიუხედავად ამისა, 1960-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე თავისი რომანების პოპულარობით უკმაყოფილო ჩანდა.

ჯონის გრძნობებისა და დამოკიდებულებების მიუხედავად არ წყდებოდა „ბეჭდების მბრძანებლის“ პოპულარობა და დღემდე ასეა. საინტერესოა, რომ ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა „ჰობიტის“ გაგრძელება დაეწერა, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა.

„ბეჭდების მბრძანებლის“ მზარდ პოპულარობას მოჰყვა ტოლკინის სახელობის საზოგადოებების ჩამოყალიბება და ტოლკინისა და მისი ნამუშევრების შესახებ სხვა წიგნების გამოცემა. „ბეჭდების მბრძანებელმა“ გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ტელევიზიაზე, ვიდეო თამაშებზე და შემდგომ ლიტერატურაზე. რომანის ადაპტაციებს შორის არის რადიოსერიალები, თეატრალური დადგმები და განსაკუთრებულად პოპულარული კინოეკრანიზაცია.

„ბეჭდების მბრძანებელი“ მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მისი 150 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ტოლკინს, როგორც ლინგვისტს, თავად აქვს წაკითხული და შეფასებული მათი დიდი ნაწილი. თარჯიმნებისათვის მან აგრეთვე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის საკუთარი სახელების თარგმნის სახელმძღვანელო. ამ წიგნის მიხედვით, ყველა ენაში განსხვავდება ამა თუ იმ სახელისა და გვარის თარგმნა.

ტოლკინი და „ბეჭდების მბრძანებელი“ ძალიან პოპულარულია საქართველოშიც. მისი რამდენიმე გამოცემა და მათ შორის, განსაკუთრებული სქელყდიანი სასაჩუქრე ვარიანტიც არსებობს. 28 მარტიდან კი ტრილოგიის თითოეული ნაწილის შეძენა თვეში ერთხელ, განსაკუთრებულ ფასად, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასია 12 ლარი, გაზეთთან ერთად – 14 ლარი. წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად შესაძლებელი იქნება გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საიტზე, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ტოლკინის ლეგენდარული ტრილოგია, შანსი გეძლევათ, განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ ის თქვენთვისა თუ მეგობრებისთვის. ეს არის მსოფლიო კლასიკა, რომელიც სულ სხვა, ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ და მასში გამოგზაურებთ.