მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოვა სოჭში გავიცანით... ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით" - რას ჰყვებიან ზელენსკიზე ქართველი "მანსანკანელები"?
"ვოვა სოჭში გავიცანით... ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით" - რას ჰყვებიან ზელენსკიზე ქართველი "მანსანკანელები"?

2 ათე­უ­ლი წლის წინ, ვინც მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე მდგა­რა და "მან­სან­კა­ნი" უთა­მა­შია, ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ გა­ვი­დო­და დრო და ის ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი, პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და. ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი დღეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოქ­ცე­უ­ლი მებ­რძო­ლი ერის ლი­დე­რია, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხთან ერ­თად, სა­ო­ცარ მა­გა­ლი­თებს აჩ­ვე­ნებს.

ვოვა - ქარ­თვე­ლი "კა­ვე­ენ­ში­კე­ბი" ასე ეძახ­დნენ მას, ვისი ყუ­რა­დღე­ბაც ნი­ჭი­ერ­მა ბიჭ­მა გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია... რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და მათ შო­რის, რო­გორ იხ­სე­ნე­ბენ იმ წლებს და რო­გორ აფა­სე­ბენ მე­გობ­რე­ბი მას, ამა­ზე 2000-ია­ნე­ბის ქარ­თვე­ლი "მან­სან­კა­ნე­ლე­ბი", ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე და გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე, "ჩცდ"-ს პრო­დი­უ­სე­რი:

- ვოვა თა­ვი­დან სოჭ­ში გა­ვი­ცა­ნით, რად­გა­ნაც ფეს­ტი­ვა­ლი იქ იმარ­თე­ბო­და, სა­ი­და­ნაც გუნ­დებ­ში გვა­ნა­წი­ლებ­დნენ. სო­ჭი­დან ყვე­ლა­ნი კი­ე­ვის ლი­გა­ში მოვ­ხვდით. მერე ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე ვი­თა­მა­შეთ, ვხვდე­ბო­დით რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც - ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით. თა­მა­შის და რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დე­გაც ერ­თად ვი­ყა­ვით, ვის­ვე­ნებ­დით, დავ­დი­ო­დით კლუ­ბებ­ში, ერთ სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით..

გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი, იუ­მო­რის­ტი:

- უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­გა­ში 1999 წელს მოვ­ხვდით და ვოვა მა­შინ გა­ვი­ცა­ნით. ერთ პე­რი­ოდ­ში გვი­წევ­და თა­მა­ში და ვმე­გობ­რობ­დით. ურ­თი­ერ­თო­ბა თა­მა­შე­ბის მე­რეც გრძელ­დე­ბო­და, ყო­ველ სა­ღა­მოს წვე­უ­ლე­ბე­ბი გვი­წევ­და, სას­ტუმ­რო­ში ერ­თმა­ნე­თის ნომ­რებ­ში ვქე­ი­ფობ­დით, ვხუმ­რობ­დით, ვმღე­რო­დით. როცა იმ ყვე­ლა­ფერს ჩა­მოვ­შორ­დით, მე­გობ­რო­ბა მე­რეც გაგ­რძელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მოგ­ვი­წია ჩას­ვლამ. უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­ა­კე­თეს ლიგა, რო­მე­ლიც ვო­ვას მიჰ­ყავ­და. იქ ქარ­თულ­მა გუნ­დმაც ითა­მა­შა. ჩვენ ბი­ჭებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. სა­ერ­თოდ, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, უშუ­ა­ლო. მა­შინ­ვე ეტყო­ბო­და, რომ სას­ცე­ნო და სა­ეკ­რა­ნო ვარ­სკვლა­ვი იქ­ნე­ბო­და. თა­ვი­სი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო, გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი... სა­ერ­თოდ, ვინც არ უნდა იყოს უკ­რა­ი­ნის სა­თა­ვე­ში, ყვე­ლას ვუ­ქო­მა­გებ­დით, მაგ­რამ გვი­ხა­რია, რომ ჩვენს მე­გო­ბარს ასე ღირ­სე­უ­ლად უჭი­რავს თავი და პო­ლი­ტი­კა­შიც ასე­თი მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- თა­ვის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი იყო, ლი­დე­რი, ჭკვი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი. სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ "კა­ვე­ენ­ზე" ამ ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დენ­და. მღე­რო­და, ცეკ­ვავ­და და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნ­დიც ჰყავ­და... არ­სე­ბობს გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­რის­ტებს ქი­რა­ო­ბენ და გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თვი­თონ წე­რენ იმას, რა­საც სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გე­ნენ. ისი­ნი თვი­თონ წერ­დნენ და ჩვენც ასე ვი­ყა­ვით. გაც­ნო­ბის დღი­დან ჩვენ შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და, ჩავ­დი­ო­დით უკ­რა­ი­ნა­ში, ვხდე­ბო­დით. ერ­თად მთლი­ა­ნო­ბა­ში 5 ლიტ­რი არა­ყი დაგ­ვი­ლე­ვია... ერთხელ მათ გუნდს მო­ვუ­გეთ და ერთხელ მათ მოგ­ვი­გეს. ამ სა­ტურ­ნი­რო და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა გუნ­დებ­საც რომ ხვდე­ბოდ­ნენ, სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩვენც მივ­დი­ო­დით და ისი­ნიც გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ასე­თი აქ­ტი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი ბმა გვქონ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლის ლი­დე­რი იყო.

- ალ­ბათ მა­შინ, როცა გა­ი­ცა­ნით, ვერც წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ გა­ვი­დო­და დრო და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და...

გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი:

- ამის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. წლე­ბის წინ რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ პრე­ზი­დენ­ტად ირ­ჩევ­დნენ, კენ­ჭი უნდა ეყა­რა, ფე­ი­კი მე­გო­ნა, ალ­ბათ ხუმ­რო­ბენ-მეთ­ქი. ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რად­გან აწყო­ბი­ლი ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა, კა­რი­ე­რა, ჰქონ­და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, ხალ­ხს უყ­ვარ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხალ­ხმა და­ა­ფა­სა და პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა და პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭისყრა სხვა­დას­ხვა რამ არის. პრე­ზი­დენ­ტო­ბა უკვე სხვა მას­შტა­ბია და რო­დე­საც გა­ვი­გე, ამას აპი­რებ­და, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი იმ წარ­მა­ტე­ბას, რა­საც მი­აღ­წია. მოკ­ლე დრო­ში რე­ი­ტინ­გი კარ­გად აკ­რი­ფა და პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­პო­ვა. ახლა სა­ერ­თოდ პიკ­შია, არა თუ უკ­რა­ი­ნა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წეა. სხვა­თა შო­რის, პრო­და­სავ­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის იყო, ამას ვა­ტყობ­დით. რო­დე­საც მოს­კოვ­ში ვთა­მა­შობ­დით, ჩვენ­გან გარ­კვე­ულ კო­რექ­ტი­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ, ზე­წო­ლას ვგრძნობ­დით. მე­ტად ქარ­თუ­ლი კო­ლო­რი­ტის წა­მო­წე­ვას ითხოვ­დნენ, „გრუ­ზი­ნულ“ ხუმ­რო­ბებს, ცოტა გვა­სუ­ლე­ლებ­დნენ, არა­და, სხვა მო­თხოვ­ნე­ბი გვქონ­და სა­კუ­თარ თა­ვის მი­მართ და იმის მი­მართ, რა­საც ვა­კე­თებ­დით. ამ თე­მა­ზე ერ­თად გვი­სა­უბ­რია, თუმ­ცა ვო­ვას­თან დიდ პო­ლი­ტი­კა­ზე არ გვი­ლა­პა­რა­კია. ამი­ტომ, აზ­რიც არას­დროს გამ­ჩე­ნია, რომ ოდეს­მე პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და.

- "კა­ვე­ენს" ვი­ღა­ცე­ბი არა­სე­რი­ო­ზულ ჟან­რად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა ის გო­ნე­ბა­მახ­ვილ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ, სხვა­დას­ხვა უნა­რით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს... პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ხში­რად არ­ცთუ და­დე­ბით კონ­ტექ­სტში "კა­ვე­ენ­ში­კო­ბას" უხ­სე­ნე­ბენ...

გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი:

- "კა­ვე­ენს" ვერ ითა­მა­შებ, თუ არ გაქვს მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი და არ ხარ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ისე არაა, რომ სცე­ნა­ზე გა­მოხ­ვი­დე და პუბ­ლი­კა გა­ა­ცი­ნო, ამას ბევ­რი შრო­მა, ინ­ტე­ლექ­ტი და გარ­კვე­უ­ლი უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რად უნდა გა­ა­ცი­ნო... ისი­ნი, ვინც "კა­ვე­ენს" ვთა­მა­შობ­დით, ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით და ერ­თმა­ნეთ­საც ვზრდი­დით...

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი პუბ­ლი­ცის­ტი­კის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. იუ­მო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სი­მარ­თლის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს... "მან­სან­კა­ნის" შემ­დეგ ვო­ვამ ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის "კვარ­ტა­ლი 95", ასე­თი შოუ შექ­მნა. პრო­დი­უ­სე­რუ­ლი კომ­პა­ნია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, ფილ­მებს, სე­რი­ა­ლებს იღებ­და, სხვა­დას­ხვა ტე­ლეპ­როგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობ­და. ბო­ლოს სე­რი­ა­ლიც "სლუ­გა ნა­რო­და“ გა­და­ი­ღეს და იმ პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

- რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო, სა­ნამ რე­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე პრე­ზი­დენ­ტის როლი ითა­მა­შა...

გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი:

- შე­იძ­ლე­ბა ეს და­გეგ­მი­ლიც იყო, რომ გზა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­კენ, ასე გა­ევ­ლო. ფაქ­ტია, რომ მისი როლი დღეს უზარ­მა­ზა­რია, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ტრენ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მას­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუნ­დაც ის, თავი რო­გორ უჭი­რავს, ძნე­ლია, ამ­ხე­ლა ქვეყ­ნის ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თო აზ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნო. ეს პირ­ველ რიგ­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს ევა­ლე­ბა. არ და­გა­ვი­წყდეთ, უკ­რა­ი­ნა­ში ბევ­რი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, ამ ბიჭ­მა მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც მო­ა­ხერ­ხა.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- ეს სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­ნა­ფიქ­რი და პრო­ექ­ტი იყო. მისი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი პო­ლი­ტი­კა­ში მა­ნამ­დე წა­ვი­და. რო­გორც ჩანს, 5-6 წლის წინ მო­ი­ფიქ­რეს, რო­გორ მი­სუ­ლიყ­ვნენ რა­ღაც ეტა­პამ­დე, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ე­წყოთ. მა­ნამ­დე რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია იმ სფე­რო­ში, სა­დაც საქ­მი­ა­ნობ­და. ფაქ­ტია, რომ კარ­გი ლი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი. თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ქვეყ­ნის ლი­დე­რის ახა­ლი სტან­დარ­ტი წარ­მო­ად­გი­ნა, ასე­ვე იმის, ქვე­ყა­ნას რა სუ­ლის­კვე­თე­ბით უნდა მარ­თავ­დეს. რე­ა­ლუ­რად მთე­ლი მსოფ­ლიო გა­მო­ა­ფხიზ­ლა. ყვე­ლას აგ­რძნო­ბი­ნა, რომ სი­მარ­თლე მის­კე­ნაა. მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არა­ვის­თან და­უ­კარ­გავს და ერთი მცდა­რი მე­სი­ჯი არ გა­უგ­ზავ­ნია. მისი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა თა­ვი­დან­ვე რაც შევ­ნიშ­ნეთ, რაც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ჩან­და, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი იყო და ამი­ტო­მაც მსი­ა­მოვ­ნებ­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ვგრძნობ­დი თუ პა­ტივს გცემ­და, გულ­წრფე­ლად, ამის გა­მო­ხატ­ვა არ უჭირ­და.

- რას ფიქ­რობთ, რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა ომი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის?

გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი:

- აშ­კა­რაა, რომ უკ­რა­ი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს მტერ­ზე, ნა­ბიჭ­ვარ პუ­ტინს გვერ­დი­დან ეც­ლე­ბა მომ­ხრე­ე­ბი. ცალ­სა­ხაა, უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს.

ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე:

- აქ ორი რამ არის - ზე­ლენ­სკის­თვის რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა თა­ვად პრო­ცე­სი. შე­იძ­ლე­ბა დრო­ში გა­ი­წე­ლოს, მაგ­რამ რუ­სეთ­მა ისეთ ჭა­ობ­ში შე­ტო­პა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უკან ვე­ღარ გა­მო­ვა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თავ­და­დე­ბა და სუ­ლის­კვე­თე­ბა, რა­საც ვხე­დავთ, გა­სა­ო­ცა­რია და ამის ფონ­ზე უკ­რა­ი­ნის მი­მართ მსოფ­ლი­ოს მხარ­და­ჭე­რა სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. რუ­სე­თი მარ­ცხის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი. მის­თვის უკან გა­მო­სას­ვლე­ლი გზა ერთი პუ­ტი­ნის გა­რე­შეა და მე­ო­რე უბ­რა­ლოდ არ აქვს. ზე­ლენ­სკის ფი­ზი­კუ­რი საფრ­თხე­ე­ბი ექ­მნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან საღ­სა­ლა­მა­თი და ჯან­მრთე­ლი გა­მო­ვა.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გმი­რია და უკვე გმი­რად შევა რო­გორც თა­ვი­სი ქვეყ­ნის, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. იმე­დი მაქვს, შემ­დეგ და შემ­დეგ კი­დევ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს. რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი. თა­ვის ქვე­ყა­ნას კი­დევ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვანს. გუ­ლით ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. სო­ლი­და­რო­ბას და მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ.

მაგ­რად დად­გეს და ჩვენ ჩვე­ნი მხრი­დან, სა­დაც ვართ, რო­გორც ვართ, გვერ­დში ვუდ­გა­ვართ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ მისი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა (ის დღეს ჩვენ­თვი­საც იბ­რძვის) მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში ფეხ­ზე დად­გეს და გახ­დეს იმ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი, რის­თვი­საც გვი­წევს ახლა ბრძო­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვოვა სოჭში გავიცანით... ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით" - რას ჰყვებიან ზელენსკიზე ქართველი "მანსანკანელები"?

"ვოვა სოჭში გავიცანით... ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით" - რას ჰყვებიან ზელენსკიზე ქართველი "მანსანკანელები"?

2 ათეული წლის წინ, ვინც მასთან ერთად სცენაზე მდგარა და "მანსანკანი" უთამაშია, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და ის ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერი, პრეზიდენტი გახდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეული მებრძოლი ერის ლიდერია, რომელიც თავის ხალხთან ერთად, საოცარ მაგალითებს აჩვენებს.

ვოვა - ქართველი "კავეენშიკები" ასე ეძახდნენ მას, ვისი ყურადღებაც ნიჭიერმა ბიჭმა გაცნობისთანავე მიიქცია... როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მათ შორის, როგორ იხსენებენ იმ წლებს და როგორ აფასებენ მეგობრები მას, ამაზე 2000-იანების ქართველი "მანსანკანელები", ირაკლი საღინაძე და გოჩა თანდარაშვილი გვესაუბრებიან.

ირაკლი საღინაძე, "ჩცდ"-ს პროდიუსერი:

- ვოვა თავიდან სოჭში გავიცანით, რადგანაც ფესტივალი იქ იმართებოდა, საიდანაც გუნდებში გვანაწილებდნენ. სოჭიდან ყველანი კიევის ლიგაში მოვხვდით. მერე ერთად რამდენჯერმე ვითამაშეთ, ვხვდებოდით რეპეტიციებზეც - ერთად დიდ დროს ვატარებდით. თამაშის და რეპეტიციების შემდეგაც ერთად ვიყავით, ვისვენებდით, დავდიოდით კლუბებში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით..

გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:

- უკრაინის საერთაშორისო ლიგაში 1999 წელს მოვხვდით და ვოვა მაშინ გავიცანით. ერთ პერიოდში გვიწევდა თამაში და ვმეგობრობდით. ურთიერთობა თამაშების მერეც გრძელდებოდა, ყოველ საღამოს წვეულებები გვიწევდა, სასტუმროში ერთმანეთის ნომრებში ვქეიფობდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით. როცა იმ ყველაფერს ჩამოვშორდით, მეგობრობა მერეც გაგრძელდა. მოგვიანებით უკრაინაში სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებითაც მოგვიწია ჩასვლამ. უკრაინელებმა გააკეთეს ლიგა, რომელიც ვოვას მიჰყავდა. იქ ქართულმა გუნდმაც ითამაშა. ჩვენ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. საერთოდ, კარგი ადამიანია, უშუალო. მაშინვე ეტყობოდა, რომ სასცენო და საეკრანო ვარსკვლავი იქნებოდა. თავისი გუნდის კაპიტანი იყო, გამორჩეული ლიდერი... საერთოდ, ვინც არ უნდა იყოს უკრაინის სათავეში, ყველას ვუქომაგებდით, მაგრამ გვიხარია, რომ ჩვენს მეგობარს ასე ღირსეულად უჭირავს თავი და პოლიტიკაშიც ასეთი მაგარი ადამიანი აღმოჩნდა.

ირაკლი საღინაძე:

- თავის გუნდის კაპიტანი იყო, ლიდერი, ჭკვიანი განათლებული, ინტელექტუალი. სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ "კავეენზე" ამ ნიჭის რეალიზებას ახდენდა. მღეროდა, ცეკვავდა და ნიჭიერი ადამიანების გუნდიც ჰყავდა... არსებობს გუნდები, რომლებიც სცენარისტებს ქირაობენ და გუნდები, რომლებიც თვითონ წერენ იმას, რასაც სცენაზე წარმოადგენენ. ისინი თვითონ წერდნენ და ჩვენც ასე ვიყავით. გაცნობის დღიდან ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, ჩავდიოდით უკრაინაში, ვხდებოდით. ერთად მთლიანობაში 5 ლიტრი არაყი დაგვილევია... ერთხელ მათ გუნდს მოვუგეთ და ერთხელ მათ მოგვიგეს. ამ სატურნირო დაძაბულობის მიუხედავად, სხვა გუნდებსაც რომ ხვდებოდნენ, საგულშემატკივროდ ჩვენც მივდიოდით და ისინიც გვგულშემატკივრობდნენ. ასეთი აქტიური და ემოციური ბმა გვქონდა იმ ადამიანებთან, რომლის ლიდერი იყო.

- ალბათ მაშინ, როცა გაიცანით, ვერც წარმოიდგენდით, რომ გავიდოდა დრო და უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდა...

გოჩა თანდარაშვილი:

- ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. წლების წინ როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტად ირჩევდნენ, კენჭი უნდა ეყარა, ფეიკი მეგონა, ალბათ ხუმრობენ-მეთქი. ვერ ვიჯერებდი, რადგან აწყობილი ჰქონდა ცხოვრება, კარიერა, ჰქონდა შემოსავლიანი სამსახური, იყო პოპულარული, ხალხს უყვარდა. როგორც აღმოჩნდა, ხალხმა დააფასა და პრეზიდენტი გახდა.

ირაკლი საღინაძე:

- პოლიტიკაში წასვლა და პრეზიდენტობაზე კენჭისყრა სხვადასხვა რამ არის. პრეზიდენტობა უკვე სხვა მასშტაბია და როდესაც გავიგე, ამას აპირებდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი იმ წარმატებას, რასაც მიაღწია. მოკლე დროში რეიტინგი კარგად აკრიფა და პოპულარობაც მოიპოვა. ახლა საერთოდ პიკშია, არა თუ უკრაინაში, მსოფლიოში ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეა. სხვათა შორის, პროდასავლური შეხედულების იყო, ამას ვატყობდით. როდესაც მოსკოვში ვთამაშობდით, ჩვენგან გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდნენ, ზეწოლას ვგრძნობდით. მეტად ქართული კოლორიტის წამოწევას ითხოვდნენ, „გრუზინულ“ ხუმრობებს, ცოტა გვასულელებდნენ, არადა, სხვა მოთხოვნები გვქონდა საკუთარ თავის მიმართ და იმის მიმართ, რასაც ვაკეთებდით. ამ თემაზე ერთად გვისაუბრია, თუმცა ვოვასთან დიდ პოლიტიკაზე არ გვილაპარაკია. ამიტომ, აზრიც არასდროს გამჩენია, რომ ოდესმე პრეზიდენტი გახდებოდა.

- "კავეენს" ვიღაცები არასერიოზულ ჟანრად მიიჩნევენ, თუმცა ის გონებამახვილ, ინტელექტუალ, სხვადასხვა უნარით დაჯილდოებულ ადამიანებს აერთიანებს... პრეზიდენტ ზელენსკის ხშირად არცთუ დადებით კონტექსტში "კავეენშიკობას" უხსენებენ...

გოჩა თანდარაშვილი:

- "კავეენს" ვერ ითამაშებ, თუ არ გაქვს მაღალი ინტელექტი და არ ხარ ძლიერი ადამიანი. ისე არაა, რომ სცენაზე გამოხვიდე და პუბლიკა გააცინო, ამას ბევრი შრომა, ინტელექტი და გარკვეული უნარები სჭირდება. ადამიანები სწორად უნდა გააცინო... ისინი, ვინც "კავეენს" ვთამაშობდით, ბევრს ვმუშაობდით და ერთმანეთსაც ვზრდიდით...

ირაკლი საღინაძე:

- ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ეს ყველაფერი პუბლიცისტიკის ერთ-ერთი საშუალება იყო. იუმორის საშუალებით სიმართლის თქმის შესაძლებლობა გაქვს... "მანსანკანის" შემდეგ ვოვამ ტელევიზიისთვის "კვარტალი 95", ასეთი შოუ შექმნა. პროდიუსერული კომპანია ჩამოაყალიბა, ფილმებს, სერიალებს იღებდა, სხვადასხვა ტელეპროგრამაზე მუშაობდა. ბოლოს სერიალიც "სლუგა ნაროდა“ გადაიღეს და იმ პერიოდში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

- როგორი სიმბოლური იყო, სანამ რეალური პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე პრეზიდენტის როლი ითამაშა...

გოჩა თანდარაშვილი:

- შეიძლება ეს დაგეგმილიც იყო, რომ გზა ქვეყნის პრეზიდენტობისკენ, ასე გაევლო. ფაქტია, რომ მისი როლი დღეს უზარმაზარია, პლანეტის ყველაზე ტრენდული ადამიანია. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ის, თავი როგორ უჭირავს, ძნელია, ამხელა ქვეყნის ამდენი ადამიანი საერთო აზრამდე მიიყვანო. ეს პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტს ევალება. არ დაგავიწყდეთ, უკრაინაში ბევრი რუსულენოვანი ადამიანია, ამ ბიჭმა მათი გაერთიანებაც მოახერხა.

ირაკლი საღინაძე:

- ეს სავარაუდოდ ჩანაფიქრი და პროექტი იყო. მისი რამდენიმე მეგობარი პოლიტიკაში მანამდე წავიდა. როგორც ჩანს, 5-6 წლის წინ მოიფიქრეს, როგორ მისულიყვნენ რაღაც ეტაპამდე, რომ პოლიტიკური ცხოვრება დაეწყოთ. მანამდე რეალურად ყველაფერს მიაღწია იმ სფეროში, სადაც საქმიანობდა. ფაქტია, რომ კარგი ლიდერი აღმოჩნდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი. თვალსაჩინოა, რომ ქვეყნის ლიდერის ახალი სტანდარტი წარმოადგინა, ასევე იმის, ქვეყანას რა სულისკვეთებით უნდა მართავდეს. რეალურად მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა. ყველას აგრძნობინა, რომ სიმართლე მისკენაა. მორალური უპირატესობა არავისთან დაუკარგავს და ერთი მცდარი მესიჯი არ გაუგზავნია. მისი მთავარი ღირსება თავიდანვე რაც შევნიშნეთ, რაც პირად ურთიერთობაშიც ჩანდა, ძალიან გულწრფელი იყო და ამიტომაც მსიამოვნებდა მასთან კომუნიკაცია. ვგრძნობდი თუ პატივს გცემდა, გულწრფელად, ამის გამოხატვა არ უჭირდა.

- რას ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება ომი რუსეთსა და უკრაინას შორის?

გოჩა თანდარაშვილი:

- აშკარაა, რომ უკრაინა სერიოზული უპირატესობით სარგებლობს მტერზე, ნაბიჭვარ პუტინს გვერდიდან ეცლება მომხრეები. ცალსახაა, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ირაკლი საღინაძე:

- აქ ორი რამ არის - ზელენსკისთვის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი და როგორ დამთავრდება თავად პროცესი. შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ რუსეთმა ისეთ ჭაობში შეტოპა, ამ მდგომარეობიდან უკან ვეღარ გამოვა. უკრაინელების თავდადება და სულისკვეთება, რასაც ვხედავთ, გასაოცარია და ამის ფონზე უკრაინის მიმართ მსოფლიოს მხარდაჭერა სულ უფრო ძლიერდება. რუსეთი მარცხისთვისაა განწირული. მისთვის უკან გამოსასვლელი გზა ერთი პუტინის გარეშეა და მეორე უბრალოდ არ აქვს. ზელენსკის ფიზიკური საფრთხეები ექმნება, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ვიმედოვნებ, რომ ამ სიტუაციიდან საღსალამათი და ჯანმრთელი გამოვა.

ნებისმიერ შემთხვევაში გმირია და უკვე გმირად შევა როგორც თავისი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს ისტორიაში. იმედი მაქვს, შემდეგ და შემდეგ კიდევ დიდ წარმატებას მიაღწევს. როგორც გამარჯვებული სახელმწიფოს ლიდერი. თავის ქვეყანას კიდევ მაღალ საფეხურზე აიყვანს. გულით ვგულშემატკივრობ. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ.

მაგრად დადგეს და ჩვენ ჩვენი მხრიდან, სადაც ვართ, როგორც ვართ, გვერდში ვუდგავართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი და ჩვენი ქვეყანა (ის დღეს ჩვენთვისაც იბრძვის) მაქსიმალურად მოკლე დროში ფეხზე დადგეს და გახდეს იმ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რისთვისაც გვიწევს ახლა ბრძოლა.