სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას" - ვლადიმერ ზელენსკის მიმართვა

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას" - ვლადიმერ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ მან უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

"ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა,“- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციას იწყებს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. მანამდე ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები "მაღალი რისკის“ ქვეშ არიან.

"ავიაოპერატორებს ვახსენებთ, რომ ეს არის აქტიური კონფლიქტის ზონა,“ - ნათქვამია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ოპერატორებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ საჰაერო სივრცის გამოყენებას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 საზღვაო მილის“ მანძილზე.

"კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები სამხედრო მოქმედებების სამიზნეა, რაც იწვევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. სახმელეთო და საჰაერო სადესანტო საბრძოლო სისტემების ფართო სპექტრის არსებობა და შესაძლო გამოყენება მაღალი რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო ავიარეისებს, ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენისას,“ - აცხადებენ უწყებაში.