პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერაზე ნიკას დედა ვერ მოვიდა... ცოლ-შვილი იყო, რომლებსაც ცრემლნარევი სიხარული ჰქონდათ" - რას ჰყვება რეჟისორი ქაცარიძის ბოლო კინოროლზე, სადაც დიუმა ითამაშა
"პრემიერაზე ნიკას დედა ვერ მოვიდა... ცოლ-შვილი იყო, რომლებსაც ცრემლნარევი სიხარული ჰქონდათ" - რას ჰყვება რეჟისორი ქაცარიძის ბოლო კინოროლზე, სადაც დიუმა ითამაშა

13 თე­ბერ­ვალს მსა­ხი­ობ ნიკა ქა­ცა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე შეს­რულ­და. 14 თე­ბერ­ვალს კი მის ხსოვ­ნას იმ ფილ­მის პრე­მი­ე­რა მი­ე­ძღვნა, რო­მე­ლიც ნი­კას ბოლო კი­ნო­რო­ლი აღ­მოჩ­ნდა. ფილ­მი დი­უ­მა­ზე რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძემ გა­და­ი­ღო.

პრე­მი­ე­რას მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე და შვი­ლი და­ეს­წრო, იყო სევ­და... ხოლო რას წარ­მო­ად­გენს თა­ვად ფილ­მი და ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა დე­ტა­ლებ­ზე თა­ვად რე­ჟი­სორს ვე­სა­უბ­რეთ:

- ეს არის დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლი კინო, რო­მე­ლიც ანი­მა­ცი­ე­ბი­თაა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი. ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კით ანი­მა­ტორ­მა, უნი­ჭი­ე­რეს­მა რატი დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა გა­ა­ცო­ცხლა, რო­მელ­მაც უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა. ფილ­მი მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც გა­ფორმ­და - ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა ნინო ბე­რი­ა­ნი­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ გი­ორ­გი კვა­ლი­აშ­ვილ­მა შექ­მნეს. ამ ყვე­ლაფ­რის შერ­წყმით კი გა­მო­ვი­და დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრულ-ანი­მა­ცი­ურ-მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მეც­ნე­ბი­თი ფილ­მი.

- ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის იდეა სა­ი­დან მო­ვი­და?

- დიდი ხნის წინ წა­ვი­კი­თხე წიგ­ნი დი­უ­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ და იმ დღი­დან გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ის ყვე­ლა­ფე­რი ეკ­რან­ზე ამე­სა­ხა. ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცებს წერს, ისეთ ძვირ­ფას სი­ტყვებს ამ­ბობს ასე­თი ადა­მი­ა­ნი და ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი, რომ სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, გა­და­ი­ღო.

- რო­დე­საც შენ ქვე­ყა­ნა­ზე ასე წე­რენ, მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა ეს კარ­გი ინ­სპი­რა­ცია აღ­მოჩ­ნდეს და თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და...

- დიახ. მოკ­ლედ, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ დო­კუ­მენ­ტურ-შე­მეც­ნე­ბით-პო­პუ­ლა­რუ­ლი კი­ნოს ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და, ჩემი სცე­ნა­რი შე­ვი­ტა­ნე. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ. იდეა მო­წო­ნე­ბუ­ლია და მობ­რძან­დით, გა­გიც­ნობ­თო. როცა დარ­წმუნ­დნენ, რომ შე­მეძ­ლო სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, და­მა­ფი­ნან­სეს და პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. გა­და­ვი­ღეთ დად­გმუ­ლი სცე­ნე­ბი.

დი­უ­მას როლი ნიკა ქა­ცა­რი­ძეს მი­ვე­ცი და ის ასე­ვე მთხრო­ბე­ლი­ცაა. ნამ­დვილ სცე­ნებს ხომ ვერ გა­ვა­ცო­ცხლებ­დით და პი­რო­ბი­თად, თა­მაშ-თა­მა­შით - თან, გრიმს რომ იკე­თებს და დი­უ­მა ხდე­ბა - ასე­თი ხერ­ხი ავი­ღეთ სა­მუ­შა­ოდ. ნიკა დი­უ­მას გრი­მით კოს­ტი­უ­მით და­დი­ო­და ქუ­ჩებ­ში და სა­უბ­რობ­და. ამ ხერ­ხით სათ­ქმე­ლი გა­ი­ოლ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­უ­მამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ თბი­ლი­სის მო­ნაკ­ვე­თი ავი­ღეთ.

- მოკ­ლედ, ძვე­ლი თბი­ლი­სის თემა თხრო­ბით, ანი­მა­ცი­ით და დად­გმუ­ლი სცე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ...

- კი, მე­ო­რე სე­რი­ა­ზეც ვფიქ­რობ­დით, რომ დი­უ­მას მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოც ასა­ხუ­ლი­ყო. ნიკა მე­უბ­ნე­ბო­და და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ამა­ზე იყო - აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თოთ კი­დევ, რა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ჰყვე­ბა დი­უ­მაო... ძა­ლი­ან უნ­დო­და, მაგ­რამ ეს უკვე აღარ მო­ხერ­ხდა, ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა...

იმ სა­ღა­მოს ამ პრე­მი­ე­რა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კეთ, იდე­ე­ბი ჰქონ­და, იმა­ზე, პრე­ზენ­ტა­ცია რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა იმას და­ვარ­ქვათ, რომ მას ფილ­მის შავი ვა­რი­ან­ტი ნა­ნა­ხი ჰქონ­და და კმა­ყო­ფი­ლი იყო, მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ. სა­ო­ცა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით და ემო­ცი­ით იმუ­შა­ვა. ხომ ვამ­ბობ, მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო ასე­თი - მოდი, რა, გა­ვაგ­რძე­ლოთ, კი­დევ გა­და­ვი­ღოთ. თუ და­ფი­ნან­სე­ბა არ იქ­ნე­ბა, რო­გორ-მეთ­ქი? მა­ინც გა­და­ვი­ღოთ, ისე­თი მა­გა­რი თე­მაა... ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრო­ცე­სია, ტაში და შე­დე­გი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მთა­ვა­რი კი­დევ ის არის, რომ ჩემი შვი­ლე­ბი დი­დე­ბი რომ გახ­დე­ბი­ან და აღარ ვიქ­ნე­ბი, იტყვი­ან, რა მა­გა­რი მამა გვყავ­დაო... ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი...

- 13 თე­ბერ­ვალს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ­მო­ცი დღე შეს­რულ­და...

- კი, 13-ში იყო ორ­მო­ცი და 14-ში პრე­მი­ე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად დავ­ნიშ­ნეთ. ასე უნ­დო­და ნი­კას ოჯახ­საც, მე­გობ­რებ­საც და ფილ­მი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე დარ­ბაზ­ში წარ­ვად­გი­ნეთ. ჩვე­ნე­ბას მისი ოჯა­ხი და­ეს­წრო. დედა ვერ მო­ვი­და, ცოლ-შვი­ლი იყო, რომ­ლებ­საც ცრემლნა­რე­ვი სი­ხა­რუ­ლი ჰქონ­და. ეს ფილ­მი მარ­თლაც დარ­ჩე­ბა და ბავ­შვე­ბი დი­დე­ბი რომ იქ­ნე­ბი­ან და შე­ხე­და­ვენ მა­მის ამ ნა­მუ­შე­ვარს, ნა­ხა­ვენ, რო­გო­რი მამა ჰყავ­დათ.

ნი­კა­სი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სურ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე იყო, რომ სა­ინ­ტე­რე­სოდ, ხა­ლი­სით მოგ­ვე­ყო­ლა ეს ამ­ბა­ვი, რაც პრე­მი­ე­რის წინ დარ­ბაზ­საც ვუ­თხა­რი, და ვთხო­ვე, ასე­ვე შე­ე­ხე­დათ ფილ­მის­თვის. კი, ნი­კას ზუს­ტად ასე გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც ნა­მუ­შე­ვარ­ში სხვა სიყ­ვა­რუ­ლი და ენერ­გე­ტი­კა ჩადო. მგო­ნი, დარ­ბაზ­მაც ზუს­ტად გა­ი­გო და ისე­ვე მი­ი­ღო... დიდი მად­ლო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და ქალ­ბა­ტონ თეას, რომ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მი­თხრა, ფილ­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და ფრან­გუ­ლად უნდა ითარ­გმნოს, ეს ამ­ბა­ვი მსოფ­ლი­ოს გა­ვა­გე­ბი­ნო­თო. ეს ნი­კას­თვი­საც დიდი სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი და ჯილ­დო იქ­ნე­ბო­და.

- სა­ერ­თოდ, ამ როლ­ზე ნიკა რო­გორ აიყ­ვა­ნეთ?

- მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ და შვილ­მა ერ­თდრო­უ­ლად გა­მოთ­ქვეს აზრი, ამ როლს ნიკა მო­უხ­დე­ბაო. მათი აზრი მო­მე­წო­ნა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, „თე­ატ­რა­ლუ­რის“ მერე მას­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. ვიც­ნობ­დი შო­რი­დან რო­გორც მსა­ხი­ობს. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე. სი­ა­მოვ­ნე­ბით, შევ­ხვდე­თო.

თა­ვი­დან­ვე რა­ღაც­ნა­ი­რად გულ­ში ჩა­მიკ­რა, მთე­ლი არ­სე­ბით გვერ­დით და­მიდ­გა... მად­ლო­ბა მას და მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ფილმზე იმუ­შა­ვა, ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­ურს, რატი დაბ­რუნ­დაშ­ვილს, სოფო იო­სე­ბი­ძეს, მსა­ხი­ო­ბებს. ყვე­ლამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჩადო... ახლა კი უკვე ფილ­მის ფრან­გუ­ლად თარ­გმნას ვი­წყებ.

313
17

აიცერით ვაკცინა გვიცავს !!!

ავტორი:

"პრემიერაზე ნიკას დედა ვერ მოვიდა... ცოლ-შვილი იყო, რომლებსაც ცრემლნარევი სიხარული ჰქონდათ" - რას ჰყვება რეჟისორი ქაცარიძის ბოლო კინოროლზე, სადაც დიუმა ითამაშა

"პრემიერაზე ნიკას დედა ვერ მოვიდა... ცოლ-შვილი იყო, რომლებსაც ცრემლნარევი სიხარული ჰქონდათ" - რას ჰყვება რეჟისორი ქაცარიძის ბოლო კინოროლზე, სადაც დიუმა ითამაშა

13 თებერვალს მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. 14 თებერვალს კი მის ხსოვნას იმ ფილმის პრემიერა მიეძღვნა, რომელიც ნიკას ბოლო კინოროლი აღმოჩნდა. ფილმი დიუმაზე რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ გადაიღო.

პრემიერას მსახიობის მეუღლე და შვილი დაესწრო, იყო სევდა... ხოლო რას წარმოადგენს თავად ფილმი და ამ პროექტთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე თავად რეჟისორს ვესაუბრეთ:

- ეს არის დოკუმენტურ-მხატვრული კინო, რომელიც ანიმაციებითაა გაცოცხლებული. ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები კომპიუტერული გრაფიკით ანიმატორმა, უნიჭიერესმა რატი დაბრუნდაშვილმა გააცოცხლა, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. ფილმი მუსიკალურადაც გაფორმდა - ორიგინალური მუსიკა ნინო ბერიანიძემ და მისმა მეუღლემ გიორგი კვალიაშვილმა შექმნეს. ამ ყველაფრის შერწყმით კი გამოვიდა დოკუმენტურ-მხატვრულ-ანიმაციურ-მუსიკალური შემეცნებითი ფილმი.

- ამ პროექტზე მუშაობის იდეა საიდან მოვიდა?

- დიდი ხნის წინ წავიკითხე წიგნი დიუმას საქართველოში მოგზაურობის შესახებ და იმ დღიდან გამიჩნდა სურვილი, ის ყველაფერი ეკრანზე ამესახა. ისეთი საინტერესო რაღაცებს წერს, ისეთ ძვირფას სიტყვებს ამბობს ასეთი ადამიანი და ბუმბერაზი მწერალი, რომ სურვილი გიჩნდება, გადაიღო.

- როდესაც შენ ქვეყანაზე ასე წერენ, მართლაც შეიძლება ეს კარგი ინსპირაცია აღმოჩნდეს და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა...

- დიახ. მოკლედ, როდესაც გავიგე, რომ დოკუმენტურ-შემეცნებით-პოპულარული კინოს ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, ჩემი სცენარი შევიტანე. რაღაც პერიოდის შემდეგ დამიკავშირდნენ. იდეა მოწონებულია და მობრძანდით, გაგიცნობთო. როცა დარწმუნდნენ, რომ შემეძლო საკუთარი იდეის განხორციელება, დამაფინანსეს და პროექტზე მუშაობა დავიწყე. გადავიღეთ დადგმული სცენები.

დიუმას როლი ნიკა ქაცარიძეს მივეცი და ის ასევე მთხრობელიცაა. ნამდვილ სცენებს ხომ ვერ გავაცოცხლებდით და პირობითად, თამაშ-თამაშით - თან, გრიმს რომ იკეთებს და დიუმა ხდება - ასეთი ხერხი ავიღეთ სამუშაოდ. ნიკა დიუმას გრიმით კოსტიუმით დადიოდა ქუჩებში და საუბრობდა. ამ ხერხით სათქმელი გაიოლდა. მოგეხსენებათ, დიუმამ მთელი საქართველო მოიარა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თბილისის მონაკვეთი ავიღეთ.

- მოკლედ, ძველი თბილისის თემა თხრობით, ანიმაციით და დადგმული სცენებით განახორციელეთ...

- კი, მეორე სერიაზეც ვფიქრობდით, რომ დიუმას მონათხრობის მიხედვით, დანარჩენი საქართველოც ასახულიყო. ნიკა მეუბნებოდა და ჩვენი საუბარი გარდაცვალების წინა დღეს ამაზე იყო - აუცილებლად გავაკეთოთ კიდევ, რა საინტერესო ამბებს ჰყვება დიუმაო... ძალიან უნდოდა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოხერხდა, ის მოულოდნელად გარდაიცვალა...

იმ საღამოს ამ პრემიერაზეც ვილაპარაკეთ, იდეები ჰქონდა, იმაზე, პრეზენტაცია როგორი უნდა ყოფილიყო. ბედნიერება თუ შეიძლება იმას დავარქვათ, რომ მას ფილმის შავი ვარიანტი ნანახი ჰქონდა და კმაყოფილი იყო, მეც ბედნიერი ვარ. საოცარი ენთუზიაზმით და ემოციით იმუშავა. ხომ ვამბობ, მისი ბოლო სიტყვები იყო ასეთი - მოდი, რა, გავაგრძელოთ, კიდევ გადავიღოთ. თუ დაფინანსება არ იქნება, როგორ-მეთქი? მაინც გადავიღოთ, ისეთი მაგარი თემაა... ჩემთვის მთავარი პროცესია, ტაში და შედეგი არ მაინტერესებსო. მთავარი კიდევ ის არის, რომ ჩემი შვილები დიდები რომ გახდებიან და აღარ ვიქნები, იტყვიან, რა მაგარი მამა გვყავდაო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...

- 13 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა...

- კი, 13-ში იყო ორმოცი და 14-ში პრემიერა სპეციალურად დავნიშნეთ. ასე უნდოდა ნიკას ოჯახსაც, მეგობრებსაც და ფილმი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარვადგინეთ. ჩვენებას მისი ოჯახი დაესწრო. დედა ვერ მოვიდა, ცოლ-შვილი იყო, რომლებსაც ცრემლნარევი სიხარული ჰქონდა. ეს ფილმი მართლაც დარჩება და ბავშვები დიდები რომ იქნებიან და შეხედავენ მამის ამ ნამუშევარს, ნახავენ, როგორი მამა ჰყავდათ.

ნიკასი და შემოქმედებითი ჯგუფის სურვილი თავიდანვე იყო, რომ საინტერესოდ, ხალისით მოგვეყოლა ეს ამბავი, რაც პრემიერის წინ დარბაზსაც ვუთხარი, და ვთხოვე, ასევე შეეხედათ ფილმისთვის. კი, ნიკას ზუსტად ასე გაუხარდებოდა, რადგანაც ნამუშევარში სხვა სიყვარული და ენერგეტიკა ჩადო. მგონი, დარბაზმაც ზუსტად გაიგო და ისევე მიიღო... დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და ქალბატონ თეას, რომ პრემიერის შემდეგ მითხრა, ფილმი არაჩვეულებრივია და ფრანგულად უნდა ითარგმნოს, ეს ამბავი მსოფლიოს გავაგებინოთო. ეს ნიკასთვისაც დიდი სიხარულის მიზეზი და ჯილდო იქნებოდა.

- საერთოდ, ამ როლზე ნიკა როგორ აიყვანეთ?

- მუშაობა რომ დავიწყე, პირველივე დღეს, ჩემმა მეუღლემ და შვილმა ერთდროულად გამოთქვეს აზრი, ამ როლს ნიკა მოუხდებაო. მათი აზრი მომეწონა. სიმართლე რომ გითხრათ, „თეატრალურის“ მერე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ვიცნობდი შორიდან როგორც მსახიობს. მაშინვე დავურეკე. სიამოვნებით, შევხვდეთო.

თავიდანვე რაღაცნაირად გულში ჩამიკრა, მთელი არსებით გვერდით დამიდგა... მადლობა მას და მადლობა ყველას, ვინც ფილმზე იმუშავა, ზალიკო სულაკაურს, რატი დაბრუნდაშვილს, სოფო იოსებიძეს, მსახიობებს. ყველამ დიდი სიყვარული ჩადო... ახლა კი უკვე ფილმის ფრანგულად თარგმნას ვიწყებ.