მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

"თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რი­თა და ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ახალ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე - "ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ხებ“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ, დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში, არა­მედ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ცხო­ველ­თა არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი გამ­რავ­ლე­ბა; მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა; ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა და მათი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი; ცო­ფი­სა და ცხო­ველ­თა გა­დამ­დე­ბი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია; ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სე­ბი; ცხო­ვე­ლე­ბის მომ­შე­ნებ­ლე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტით იქ­მნე­ბა მყა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სათ­ვის, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ეფექ­ტუ­რად გა­და­იჭ­რას ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი მი­ზა­ნი არის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, მხო­ლოდ ჰუ­მა­ნუ­რი, მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტუ­რი მე­თო­დით - სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის გზით. თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობს და ყო­ველ­წლი­უ­რად ზრდის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს, სა­ა­გენ­ტომ 6 000-მდე ცხო­ვე­ლი გა­ას­ტე­რი­ლა, მაგ­რამ სა­ჭი­როა, ამ სა­კი­თხის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად, კომ­პლექ­სუ­რი გა­და­წყვე­ტა. გარ­და ამი­სა, და­გეგ­მი­ლია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვით და­ა­რე­გუ­ლი­როს ცხო­ვე­ლის გამ­რავ­ლე­ბა და მისი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით მო­შე­ნე­ბა. დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არ არ­სე­ბობს ცხო­ველ­თა აღ­რი­ცხვის ერ­თი­ა­ნი ბაზა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ერ­თი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნას, სა­დაც ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ეტა­პობ­რი­ვად გა­ნა­ახ­ლებს მო­ნა­ცე­მებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის ეფექ­ტუ­რი მარ­თვა. ასე­ვე, აქ­ტუ­ა­ლუ­რია ცხო­ვე­ლე­ბის ბაზ­რო­ბე­ბის სა­კი­თხი, სა­დაც საკ­მა­ოდ ხში­რად დარ­ღვე­უ­ლია მათი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სე­ბი, არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ან/და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. ამი­ტომ, კა­ნონპ­რო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ცხო­ველ­თა ბაზ­რო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და გან­სა­ზღვრუ­ლია მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე გან­სა­ზღვრავს და მიჯ­ნავს კონ­კრე­ტულ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვლებს, რომ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დად­გე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ან სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტში ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის და ცხო­ველ­თა ორ­თაბ­რძო­ლე­ბის აკ­რძალ­ვის სა­კი­თხე­ბი. ჩვენ მზად ვართ, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან, ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ჰუ­მა­ნუ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად და­საძ­ლე­ვად“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
3

აი ახლა ეშველება ეკონომიკას და ფასებს.ცხოველები კარგია, მაგრამ ხალხს მიხედეთ.

ია
0

გთხოვთ გამიჯნეთ კანონში, მომშენებელი არ არის პიროვნება რომელიც საკვებს და წყალს მიაწვდის მშიერ კატას ან ძაღლს, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი ყველა ვაწვდით საკვებს მშიერ და უსუსურ ცხოველებს, ეს არ ნიშნავს მათ მოშენებას ეს არის ადამიანური თანადგომა მათდამი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების გამრავლებისა და კომერციული მიზნით მოშენებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო

"თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა.

"კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი არის ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება, მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით - სტერილიზაცია/კასტრაციის გზით. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობს და ყოველწლიურად ზრდის სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობას. მაგალითად, გასულ წელს, სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება. დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა. კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს. აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა. ასევე, აქტუალურია ცხოველების ბაზრობების საკითხი, სადაც საკმაოდ ხშირად დარღვეულია მათი მოვლა-პატრონობის წესები, არარეგისტრირებული ან/და დაავადებული ცხოველების რეალიზაცია. ამიტომ, კანონპროექტში გათვალისწინებულია ცხოველთა ბაზრობების კონტროლის მექანიზმები და განსაზღვრულია მათი ვალდებულებები. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს და მიჯნავს კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებსა და პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის ჩადენის შემთხვევაში, დადგება სამართალდამრღვევი პირის ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვის საკითხები. ჩვენ მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ და ვითანამშრომლოთ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტთან, ამ სფეროში არსებული გამოწვევების ჰუმანურად და ეფექტიანად დასაძლევად“, - განაცხადა კალაძემ.