"მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში"- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, როდესაც მის კომენტართან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.
"ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.
ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ. ,“- განაცხადა ელჩმა
უსამართლობა ის არის, თქვენ (და თქვენი სახით "კოლექტიური დასავლეთი") რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემთ, თითს ქნევით გველაპარაკებით და ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ერევით. ქართველ ხალხს ბნელ, უვიც, მეორეხარისხოვანი არსებების მასად გვთვლით და ჩვენი აზრი, ეროვნული გრძნობები და ეროვნული ინტერესები არაფრად მიგაჩნიათ. ჩვენზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენთ და მანიპულირებას ცდილობთ. გვიყენებთ თქვენი ინტერესების სასარგებლოდ და თავს გვახვევთ ჩვენი ერისათვის მიუღებელ "ლიბერასტულ" ე.წ. ფასეულობებს და ცხოვრების წესს, ცდილობთ მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას, გვინგრევთ ქართულ ცნობიერებას, მორალურად გვიხრწნით ახალგაზრდობას... (მთელი უბედურება ისაა, რომ თვითონაც ვერ ხვდებით, რომ ამ თქვენს ე.წ. ლიბერალურ ფასეულობებს აბსურდამდე და უფსკრულამდე თქვენც მიყავხართ). ეს ყველაფერი კი მიმართულია ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისკენ და იმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში თქვენ (ანუ კოლექტიური "დასავლეთი") ქართულ ტერიტორიებს ერთმანეთში დაინაწილებთ... ტყუილად ნუ გაირჯებით, ეს მზაკვრობა არ გამოგივათ! "დასავლეთმა" თავი დაგვანებეთ, ჩვენს საშინაო საქმეებში ნუ ერევით, ქართველები ერთმანეთში როგორმე უთქვენოდაც მოვრიგდებით, გირჩევნიათ თქვენს საკუთარ ქვეყნებში არსებულ პრობლემებს მიხედოთ. ამოვიდა ყელში თქვენი თითის ქნევები, უაზრო დაპირებები, თვალთმაქცობა და სიცრუე. თუ ვინმეს ქართველები არ მოვწონვართ, აქ არავინ არავის აკავებს, ყველას შეუძლია აქედან დღესვე მიბრძანდეს.
ბატონო ჰარცელ, ერთხელ მაინც დააყენეთ საკითხი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ? ხალხის გაჭირვებაზე ერთხელ მაინც დაგიყენებიათ ხელისუფლების ან ოპოზიციის წინაშე საკითხი? როგორ მოგვარდეს სოციალური პრობლემები შეგითავაზებიათ ან ოპოზიციისთვის ან ხელისუფლებისთვის? ტქვენ მარტო გეების პარადს ლობირებთ ამ ქვეყანაში და არ ლობირებთ ქართველი ხალხის კარგად ყოფნას?