სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია
"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია

"გა­უ­გე­ბა­რია, სა­ერ­თოდ რის­თვის გა­ემ­გზავ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­გენს" - ამის შე­სა­ხებ “ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

გრი­გოლ გე­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ შეხ­ვედ­რია არ­ცერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და­სავ­ლელ ლი­დერს, არ ჰქო­ნია სი­ტყვით გა­მოს­ვლა, არ გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვი არ­ცერ­თი გან­ცხა­დე­ბა და რა თქმა უნდა, არც მი­უნ­ხენ­ში არ გა­უ­კე­თე­ბია უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა“.

გე­გე­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სრუ­ლი კო­ლაფ­სია" სა­ხე­ზე.

"ღა­რი­ბაშ­ვილს აშ­კა­რად არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია მი­უნ­ხე­ნის შეხ­ვედ­რა ბრი­ტა­ნე­თი-უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის მიერ ინი­ცი­რე­ბულ ფორ­მატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­კე­თო ძვრე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არც ზე­ლენ­სკის არ შეხ­ვედ­რია, რაც წლე­ვან­დელ მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნე­ბის­მი­ერ ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი პრე­მი­ე­რის ერთ - ერთი ამო­ცა­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, სა­ეჭ­ვოა ზე­ლენ­სკი თა­ვად თუ ისურ­ვებ­და მას­თან შეხ­ვედ­რას იმ უღირ­სი ქცე­ვის შემ­დეგ, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უკ­რა­ი­ნი­სად­მი გა­მო­ი­ჩი­ნა.

ზე­ლენ­სკი თა­ვის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ში სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მსგავს სა­მარ­ცხვი­ნო ლი­დე­რებ­ზე სა­უბ­რობ­და, რო­დე­საც ახ­სე­ნა რომ თავს შე­ი­კა­ვებს ღირ­სე­უ­ლი მე­გობ­რე­ბის ჩა­მოთ­ვლის­გან, რათა ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნას არ შერ­ცხვეს.

თუმ­ცა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ას­წრო და შეხ­ვდა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ეს პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მრავ­ლისმთქმე­ლია, მა­ნამ სა­ნამ დღეს რე­გი­ო­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბედი წყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის და ახალ ალი­ან­სებ­ში ყოფ­ნის ლო­ბი­რე­ბის ნაც­ვლად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ინ­დუსტრი­ის მეს­ვე­უ­რებს ხვდე­ბა.

თუ მას სურ­და მა­ღა­ლი კა­ლიბ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი და არა­ვინ და­თან­ხმდა, ეს ტრა­გე­დი­აა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ზუს­ტად ამას იმ­სა­ხუ­რებს. და თუ მას არც უც­დია ჰქო­ნო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ეს მკა­ფიო ლუსტრა­ცი­აა იმი­სა, თუ სად არის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ასეა თუ ისე, რო­გორც ერთ, ასე­ვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზეა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სრუ­ლი კო­ლაფ­სი”, - აცხა­დებს გე­გე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ამ კაცს დაავიწყდა რუსული ჯარი სად დგას????

ქეთი
9

შენ მართლა სამარცხვინო.ქვეყნის მოღალატეებო.რა სიკეთე გაგიკეთებიათ საქართველოსთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია

"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია

"გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს" - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ღარიბაშვილი არ შეხვედრია არცერთ მნიშვნელოვან დასავლელ ლიდერს, არ ჰქონია სიტყვით გამოსვლა, არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნული პოზიციების დასაცავი არცერთი განცხადება და რა თქმა უნდა, არც მიუნხენში არ გაუკეთებია უკრაინის მხარდამჭერი განცხადება“.

გეგელიას შეფასებით, "საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსია" სახეზე.

"ღარიბაშვილს აშკარად არ გამოუყენებია მიუნხენის შეხვედრა ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის მიერ ინიცირებულ ფორმატში საქართველოსთვის სასიკეთო ძვრების მისაღწევად.

ღარიბაშვილი არც ზელენსკის არ შეხვედრია, რაც წლევანდელ მიუნხენის კონფერენციაზე ნებისმიერ ღირსეული ქართველი პრემიერის ერთ - ერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო. თუმცა, საეჭვოა ზელენსკი თავად თუ ისურვებდა მასთან შეხვედრას იმ უღირსი ქცევის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკრაინისადმი გამოიჩინა.

ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში სწორედ ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან, რათა ზოგიერთ სხვა ქვეყანას არ შერცხვეს.

თუმცა, ღარიბაშვილმა მოასწრო და შეხვდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ეს პირადად ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ეს ყველაფერი მრავლისმთქმელია, მანამ სანამ დღეს რეგიონის გეოპოლიტიკური ბედი წყდება, საქართველოს, უკრაინის, მეტი უსაფრთხოების და ახალ ალიანსებში ყოფნის ლობირების ნაცვლად, ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მესვეურებს ხვდება.

თუ მას სურდა მაღალი კალიბრის პოლიტიკური შეხვედრები და არავინ დათანხმდა, ეს ტრაგედიაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ღარიბაშვილი ზუსტად ამას იმსახურებს. და თუ მას არც უცდია ჰქონოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ეს მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. ასეა თუ ისე, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი”, - აცხადებს გეგელია.