სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“ - რა განცხადებას აქვეყნებს სააკაშვილი
"ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“ - რა განცხადებას აქვეყნებს სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­სა და ბიზ­ნესს ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და, ახლა გა­მო­დი­ან და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თე­ბენ ამ ბიზ­ნესს.

"ივა­ნიშ­ვი­ლი დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო შარ­შია. 10 ათა­სი უცხო ენის მცოდ­ნე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იმის ნაც­ვლად, რომ რამე პრო­დუქ­ტი­ულ საქ­მე­ში ემუ­შა­ვა, გა­მოდ­გო­მო­და ქვე­ყა­ნას, ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­მა და­ა­საქ­მა ქოლ­ცენ­ტრე­ბის, ესე იგი ტე­ლე­ფო­ნით ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის ფუ­ლის მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ძალ­ვის საქ­მე­ში.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­სა და ბიზ­ნესს ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და. ახლა გა­მო­დი­ან და ურ­ცხვი სა­ხით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თებ­დნენ ამ ბიზ­ნესს. ჯერ ერთი, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ასე­თი ტექ­ნო­ლო­გია არ არ­სე­ბობ­და და მე­ო­რეც, ახლა, როცა ბე­ბი­ა­ჩემ მზია წე­რეთ­ლის კუთ­ვნი­ლი 20 წლის RAV4 აღ­მო­ა­ჩი­ნეს, და­ა­ყა­და­ღეს.

მათ ცხვირ­წინ ამ­ხე­ლა შე­ნო­ბე­ბით და ამ­დე­ნი ათა­სი კა­ცით რო­გორ ოპე­რი­რებ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ახლა, იმის ნაც­ვლად, რომ ამ­ხე­ლა სა­მუ­შაო რე­სურსს რა­ი­მე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კა­ნო­ნი­ე­რი სა­მუ­შაო უპოვ­ნოს, ამ ხალ­ხს გა­უგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა და სთა­ვა­ზობს სომ­ხეთ­ში გა­და­ბარ­გე­ბას იგი­ვე საქ­მის სა­კე­თებ­ლად.

ყო­ჩაღ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, რომ გა­უ­ხეთ­ქა მათ და ჩა­უ­შა­ლა ასე­თი სქე­მა. ახლა ლე­ვანს სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა და დაც­ვა, რათა სხვა მსგავ­სი, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მძარ­ცვე­ლი სქე­მე­ბი ჩა­შა­ლოს. ჩვენ კი, დრო­ზე უნდა და­ვას­რუ­ლოთ ეს მავ­ნებ­ლე­ბი თბი­ლის­ში, იმი­ტომ რომ ესე­ნი ახალ თა­ო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ მარ­ტივ გზას უცხო­ე­თი­სას“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთე­ლი მე­სი­ჯ­ბოქ­სი და "იმე­დის" მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სი­უ­ჟე­ტე­ბი ხა­ბე­იშ­ვილ­ზე ადას­ტუ­რებს, რომ მათ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ ად­გი­ლას "მი­არ­ტყა“.

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს მათ თვე­ში 60 მი­ლი­ონ­ზე მეტ ნაღდ ფულს აკარ­გი­ნებს, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი და ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კონ­ვერ­ტე­ბით უნა­წი­ლებ­დნენ პრო­კუ­რო­რებს, მო­სა­მარ­თლე­ებს, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სუს-ის ოფიც­რებს, დე­პუ­ტა­ტებს.

ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლის რე­ცხვის კარ­ტე­ლის წევ­რებს ჩვენ სულ მალე ღირ­სე­ულ, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხუ­რებს არა ერე­ვან­ში, არა­მედ თბი­ლის­სა და ლა­ზი­კა­ში შევ­თა­ვა­ზებთ.

და ივა­ნიშ­ვი­ლი რომ გა­და­ვი­დეს ერე­ვან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, არ გა­მო­ვა?! მახ­სოვს, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­წყის­ში, სომ­ხე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მა­გა­ლი­თო ქვეყ­ნად მოჰ­ყავ­და“, - ნათ­ქვა­მია სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მის "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
0

მიშიკო ისე მობრუნდება,როგორც ბაბუაჩემი სასაფლაოდან.

სწორია
0

ორივე წადით ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“ - რა განცხადებას აქვეყნებს სააკაშვილი

"ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“ - რა განცხადებას აქვეყნებს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა, ახლა გამოდიან და ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებენ ამ ბიზნესს.

"ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია. 10 ათასი უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავა, გამოდგომოდა ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ესე იგი ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში.

ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს.

მათ ცხვირწინ ამხელა შენობებით და ამდენი ათასი კაცით როგორ ოპერირებდა. ხელისუფლებამ, ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამხელა სამუშაო რესურსს რაიმე კვალიფიციური და კანონიერი სამუშაო უპოვნოს, ამ ხალხს გაუგზავნა შეტყობინება და სთავაზობს სომხეთში გადაბარგებას იგივე საქმის საკეთებლად.

ყოჩაღ ლევან ხაბეიშვილს, რომ გაუხეთქა მათ და ჩაუშალა ასეთი სქემა. ახლა ლევანს სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა და დაცვა, რათა სხვა მსგავსი, მათ შორის, პირველ რიგში ქართველების მძარცველი სქემები ჩაშალოს. ჩვენ კი, დროზე უნდა დავასრულოთ ეს მავნებლები თბილისში, იმიტომ რომ ესენი ახალ თაობას სთავაზობენ მარტივ გზას უცხოეთისას“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მთელი მესიჯბოქსი და "იმედის" მრავალრიცხოვანი სიუჟეტები ხაბეიშვილზე ადასტურებს, რომ მათ ძალიან მტკივნეულ ადგილას "მიარტყა“.

"წარმოიდგინეთ, ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგინებს, რომელსაც ივანიშვილი და ლილუაშვილი კონვერტებით უნაწილებდნენ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, თავდაცვის სამინისტროს და სუს-ის ოფიცრებს, დეპუტატებს.

ივანიშვილის ფულის რეცხვის კარტელის წევრებს ჩვენ სულ მალე ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არა ერევანში, არამედ თბილისსა და ლაზიკაში შევთავაზებთ.

და ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! მახსოვს, თავისი საქმიანობის დასაწყისში, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის "ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.