კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეცვალა ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა წინადადებამ ქეით უინსლეტის ცხოვრება - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი, რომელმაც ქეითი კომპლექსებისგან იხსნა
როგორ შეცვალა ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა წინადადებამ ქეით უინსლეტის ცხოვრება - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი, რომელმაც ქეითი კომპლექსებისგან იხსნა

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს და ქეით უინსლე­ტის გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. მათ მრა­ვალ­ჯერ დაგ­ვიმ­ტკი­ცეს, რომ სას­ტიკ ჰო­ლი­ვუდ­შიც კია შე­საძ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რის პოვ­ნა.

ლე­ო­სა და ქე­ითს მხო­ლოდ კარ­გი აქვთ ერ­თმა­ნეთ­ზე სათ­ქმე­ლი. ერ­თმა­ნეთს "თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობს" უწო­დე­ბენ.

მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ბევ­რად სცილ­დე­ბა წმინ­და პრო­ფე­სი­ულ პა­ტი­ვის­ცე­მას: ქე­ი­თი ლეოს ახა­სი­ა­თებს, რო­გორც მტკი­ცე და ერ­თგულ პი­როვ­ნე­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ მათი მე­გობ­რო­ბა "ტი­ტა­ნი­კის" გა­და­ღე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში დი­კაპ­რი­ოს ერთ-ერ­თმა კო­მენ­ტარ­მა გა­ამ­ყა­რა. ქეით უინსლეტს, წო­ნის გამო, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ და აკ­რი­ტი­კებ­დნენ, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფილ­მებ­ში მხო­ლოდ "მსუ­ქა­ნი გო­გოს" რო­ლებს შე­ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ.

არც მე­დია ჩა­მორ­ჩა და 19 წლის დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბის წო­ნა­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და, რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­ურ ჭრილ­ში. ამ­გვარ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა იმოქ­მე­და ახალ­გაზ­რდა ქე­ი­თის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ტერ­ვი­უ­ში მან აღი­ა­რა, რომ თავს მარ­ტო­სუ­ლად გრძნობ­და და ხში­რად ღე­ლავ­და იმა­ზე, თუ რო­გორ აღიქ­ვამ­დნენ მას ჰო­ლი­ვუ­დის სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი.

"ლე­ო­ნარ­დო ჩვენს ფე­ხებს ატო­ლებ­და და შემ­დეგ იცი­ნო­და, რად­გან ჩვე­ნი ტერ­ფე­ბი ერთი ზო­მი­საა" (44-45)

ოპრა უინფრის­თან ქეით უინსლეტ­მა კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი და ყვე­ლა ის შიში გა­იხ­სე­ნა. რაც ადრე ჰქონ­და. ქე­ი­თის თქმით, ის ძა­ლი­ან წუხ­და წო­ნის და სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის გამო და დი­კაპ­რი­ომ მას ასე­თი რამ უთხრა:

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწო­რედ იმ ფორ­მა­ში იყო, რო­გორ­შიც ახლა ხარ".

როცა უინსლეტ­მა სთხო­ვა ეთ­ქვა, რას გუ­ლის­ხმობ­და, ლეომ უპა­სუ­ხა: "ბევ­რი ქა­ლია, ვი­საც სჯე­რა, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, იმის­თვის რომ შე­იყ­ვა­რონ და ლა­მა­ზად აღიქ­ვან, აუ­ცი­ლებ­ლად გამ­ხდრე­ბი უნდა იყ­ვნენ, ეს არას­წო­რია."

ამ კო­მენ­ტარ­მა უინსლე­ტი მი­ახ­ვედ­რა, რომ მისი მე­გო­ბა­რი მარ­თა­ლი იყო. ამ ერ­თმა კო­მენ­ტარ­მა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შეჰ­მა­ტა და მათი მე­გობ­რო­ბაც გა­ამ­ყა­რა. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო უინსლეტ­მა "body positivity"-ის კამ­პა­ნია და მას შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძო, რაც დედა გახ­და.

მო­მენ­ტი, როცა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს მისი პირ­ვე­ლი ოს­კა­რი გა­დას­ცეს

ქე­ი­თი­სა და ლე­ო­ნარ­დოს მე­გობ­რო­ბა თით­ქმის 3 ათწლე­უ­ლია გრძელ­დე­ბა და მათი გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე შეხ­ვედ­რე­ბი­და­ნაც ჩანს. უინსლე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, თუ რო­გორ ატირ­და, როცა პან­დე­მი­ის შემ­დეგ, 3 წლის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რი ნახა.

რო­გორც წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, დი­კაპ­რიო უინსლე­ტის მე­სა­მე ქორ­წილ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და და პა­ტარ­ძა­ლი სა­კურ­თხევ­ლამ­დეც კი მი­უ­ცი­ლე­ბია.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
3

Cemi sayvareli msaxiobebi 

ანანო
5

მეც მინდა მასეთი მეგობარი. ჩემებს მარტო მაშინ ვახსენდები, როცა რამე უნდათ, უჭირთ ან რამე კარგ სიტუაციაში შეიძლება მოხვდნენ ჩემი მხრიდან

ავტორი:

როგორ შეცვალა ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა წინადადებამ ქეით უინსლეტის ცხოვრება - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი, რომელმაც ქეითი კომპლექსებისგან იხსნა

როგორ შეცვალა ლეონარდო დიკაპრიოს ერთმა წინადადებამ ქეით უინსლეტის ცხოვრება - ნამდვილი მეგობრობის მაგალითი, რომელმაც ქეითი კომპლექსებისგან იხსნა

ლეონარდო დიკაპრიოს და ქეით უინსლეტის გულითადი მეგობრობის შესახებ, მთელმა მსოფლიომ იცის. მათ მრავალჯერ დაგვიმტკიცეს, რომ სასტიკ ჰოლივუდშიც კია შესაძლებელი ნამდვილი მეგობრის პოვნა.

ლეოსა და ქეითს მხოლოდ კარგი აქვთ ერთმანეთზე სათქმელი. ერთმანეთს "თაობის საუკეთესო მსახიობს" უწოდებენ.

მათი ურთიერთობა ბევრად სცილდება წმინდა პროფესიულ პატივისცემას: ქეითი ლეოს ახასიათებს, როგორც მტკიცე და ერთგულ პიროვნებას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათი მეგობრობა "ტიტანიკის" გადაღებების პერიოდში დიკაპრიოს ერთ-ერთმა კომენტარმა გაამყარა. ქეით უინსლეტს, წონის გამო, გარშემო მყოფები ხშირად დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ფილმებში მხოლოდ "მსუქანი გოგოს" როლებს შეასრულებინებდნენ.

არც მედია ჩამორჩა და 19 წლის დამწყები მსახიობის წონაზე ხშირად იწერებოდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ჭრილში. ამგვარმა კომენტარებმა იმოქმედა ახალგაზრდა ქეითის თვითშეფასებაზე.

მოგვიანებით, ინტერვიუში მან აღიარა, რომ თავს მარტოსულად გრძნობდა და ხშირად ღელავდა იმაზე, თუ როგორ აღიქვამდნენ მას ჰოლივუდის სხვა მსახიობები.

"ლეონარდო ჩვენს ფეხებს ატოლებდა და შემდეგ იცინოდა, რადგან ჩვენი ტერფები ერთი ზომისაა" (44-45)

ოპრა უინფრისთან ქეით უინსლეტმა კარიერის დასაწყისი და ყველა ის შიში გაიხსენა. რაც ადრე ჰქონდა. ქეითის თქმით, ის ძალიან წუხდა წონის და სხეულის ფორმების გამო და დიკაპრიომ მას ასეთი რამ უთხრა:

"მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმ ფორმაში იყო, როგორშიც ახლა ხარ".

როცა უინსლეტმა სთხოვა ეთქვა, რას გულისხმობდა, ლეომ უპასუხა: "ბევრი ქალია, ვისაც სჯერა, რომ წარმატების მისაღწევად, იმისთვის რომ შეიყვარონ და ლამაზად აღიქვან, აუცილებლად გამხდრები უნდა იყვნენ, ეს არასწორია."

ამ კომენტარმა უინსლეტი მიახვედრა, რომ მისი მეგობარი მართალი იყო. ამ ერთმა კომენტარმა თავდაჯერებულობა შეჰმატა და მათი მეგობრობაც გაამყარა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უინსლეტმა "body positivity"-ის კამპანია და მას შემდეგაც განაგრძო, რაც დედა გახდა.

მომენტი, როცა ლეონარდო დიკაპრიოს მისი პირველი ოსკარი გადასცეს

ქეითისა და ლეონარდოს მეგობრობა თითქმის 3 ათწლეულია გრძელდება და მათი გულწრფელი სიყვარული წითელ ხალიჩაზე შეხვედრებიდანაც ჩანს. უინსლეტი ინტერვიუში ყვებოდა, თუ როგორ ატირდა, როცა პანდემიის შემდეგ, 3 წლის უნახავი მეგობარი ნახა.

როგორც წყაროები იტყობინებოდნენ, დიკაპრიო უინსლეტის მესამე ქორწილშიც იმყოფებოდა და პატარძალი საკურთხევლამდეც კი მიუცილებია.

წყარო: brightside

მოამზადა ანა სიბოშვილმა