მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ" - ირაკლი კობახიძე
"ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ" - ირაკლი კობახიძე

"ადრე ვეხ­ვე­წე­ბო­დით პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლას, ახლა ისი­ნი გვეხ­ვე­წე­ბი­ან, რომ არ გა­ვუშ­ვათ პარ­ლა­მენ­ტი­დან" - ასე შე­ა­ფა­სა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­კი­თხი.

მისი თქმით, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი მან­და­ტის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამას ყო­ველ­თვის აქვს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი.

"ეს ადას­ტუ­რებს იმას, თუ რამ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ოპო­ზი­ცია ჩა­ვარ­დნი­ლი. ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რე­ბი­ნეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმა­ზე სა­უ­ბარ­ში, თუ რა­ტომ არ უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში და მთე­ლი დის­კუ­სია იყო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახლა შე­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რა­ტომ არ უნდა შე­უ­წყდეთ სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ადრე ვეხ­ვე­წე­ბო­დით პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლას, ახლა ისი­ნი გვეხ­ვე­წე­ბი­ან, რომ არ გა­ვუშ­ვათ პარ­ლა­მენ­ტი­დან. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხდე­ბა რა: რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან­და­ტის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვლით. რო­დე­საც ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უნდა გა­იხ­სე­ნონ ის, თუ ვინ აც­დენ­და სხდო­მებს, ვინ ჩა­დი­ო­და და­ნა­შა­ულს, ვინ ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­ბო­ტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ შე­წყვე­ტო­დათ მან­და­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ე­ბის აღად­გენს, ახლა ისი­ნი თვი­თონ გვეხ­ვე­წე­ბი­ან მათ მიერ ჩახ­სნი­ლი სი­ე­ბის აღ­დგე­ნას. ესეც მი­უ­თი­თებს იმა­ზე თუ რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნეთ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, რაც არის ძა­ლი­ან კარ­გი. მათი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხზე.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი სამი დე­პუ­ტა­ტის მი­მართ, ასე­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის დამ­შვი­დე­ბას და გაგ­რძე­ლე­ბა იმი­სა, რაც და­ვი­წყეთ ჩვენ გა­სულ წელს, რო­დე­საც ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და არე­უ­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, "ეს არის მისი პო­ზი­ცია.“

"ამა­ზე ვე­რა­ვი­თარ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რაც არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვად ისე პო­ლი­ტი­კუ­რად“, - აღ­ნიშ­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოპაკაბანა
1

კობახიძე მაკიაველის შემდეგ საუკეთესო პოლიტიკოსად აღიარა ევროპის მედიამ. მესამეზე გავიდა კადიროვი. 

ჩი-ჩი
0

ხალხიც გეხვეწებოდათ 2012-ის დაპირებების შესრულებას,მაგრამ-ბოდიში-გადააგდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ" - ირაკლი კობახიძე

"ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ" - ირაკლი კობახიძე

"ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან" - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტი მანდატის შეწყვეტის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, ამას ყოველთვის აქვს კონკრეტული საფუძველი.

"ეს ადასტურებს იმას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი. ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა: როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები.

რაც შეეხება სიების აღადგენს, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე.

გადაწყვეტილება, კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ვუპირისპირდებოდით, დაპირისპირებაზე და არეულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, კობახიძის შეფასებით, "ეს არის მისი პოზიცია.“

"ამაზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც არის დასაბუთებული, როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.