სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან

პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი ისევ დო­პინგ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სწო­რედ რუსი სპორ­ტსმე­ნე­ბის დო­პინგ პრობ­ლე­მე­ბის გამო ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზეც რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი ოლიმ­პი­უ­რი დრო­ში ქვეშ გა­მო­დის.

ამ­ჯე­რად სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის ფი­გუ­რუ­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­თაც გუნ­დურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს, ამის მი­ზე­ზი კი გახ­და ვა­ჟე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ცი­გუ­რა­ვე, 18 წლის მარკ კონ­დრა­ტი­უ­კი. Inside the Games - ი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუს­მა სპორ­ტსმენ­მა ტეს­ტი­რე­ბა ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე ჩა­ი­ტა­რა, რომ­ლის შე­დე­გიც სა­ეჭ­ვო გახ­და, შე­სა­ბა­მი­სად. მისი გა­და­მოწ­მე­ბაა გახ­და სა­ჭი­რო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 8 თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­ტა­ნეს. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარკ ადამსმა გა­ნა­ცხა­და, ცე­რე­მო­ნი­ის გა­და­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ას­თან იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბამ წარ­მოშ­ვა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­ცი­გუ­რა­ვე­ებ­მა შე­საძ­ლოა და­კარ­გონ გუნ­დურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს მედ­ლე­ბი, "თუმ­ცა ჯერ ამის მტკი­ცე­ბა არას­წო­რია", - გა­ნა­ცხა­და ადამსმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზამ­თრის თა­მა­შებ­ზე ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რი 7 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და. გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის ნაკ­რებ­მა მო­ი­პო­ვა, მე­ო­რე­ზე აშშ-ის გუნ­დი გა­ვი­და, მე­სა­მე­ზე კი - ია­პო­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ცი­გუ­რა­ვე­თა ნაკ­რებ­მა, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­ა­და­ზე გუნ­დურ კა­ტე­გო­რი­ა­ში ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზა, გა­მოს­ვლა პირ­ველ ეტაპ­ზე 22 ქუ­ლით მე-6 ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რილ ჩი­ნეთს, რო­მე­ლიც მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­ვი­და, მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ჩა­მორ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
DD
0

რუსების ფიგურული სრიალის გარჩევას ჯობია თავი დავანებოთ და საკუთარ სპორტს მივხედოთ, ისინი რამენაირად მიხედავენ თავის თავს. ერთი რაგბი გამოგვდიოდა და იქაც პრობლემები შეგვექმნა უკვე...

კორუფცია და ნეპოტიზმი ფედერაციებში უნდა განადგურდეს!

მოქალაქე
14

შესაძლებელია რომ რამე აღმოუჩინონ, მაგრამ რუს მოციგურავებს ისევე როგორც რუს ტანმოვარჯიშეებს მსოფლიოში ბადალი რომ არ ჰყავთ, ესეც ფაქტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევა.

მოგეხსენებათ, სწორედ რუსი სპორტსმენების დოპინგ პრობლემების გამო ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადაზეც რუსეთის ნაკრები ოლიმპიური დროში ქვეშ გამოდის.

ამჯერად სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში რუსეთის ოლიმპიური გუნდის ფიგურული მოციგურავეები აღმოჩნდნენ, რომელთაც გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვება შეიძლება გადაიხედოს, ამის მიზეზი კი გახდა ვაჟების კატეგორიაში მოციგურავე, 18 წლის მარკ კონდრატიუკი. Inside the Games - ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა სპორტსმენმა ტესტირება ოლიმპიადის დაწყებამდე ჩაიტარა, რომლის შედეგიც საეჭვო გახდა, შესაბამისად. მისი გადამოწმებაა გახდა საჭირო.

საინტერესოა, რომ 8 თებერვალს დანიშნული დაჯილდოების ცერემონიალი გაურკვეველი დროით გადაიტანეს. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა განაცხადა, ცერემონიის გადატანის აუცილებლობა საერთაშორისო ფედერაციასთან იურიდიული კონსულტაციის გავლის საჭიროებამ წარმოშვა. ვარაუდობენ, რომ მოციგურავეებმა შესაძლოა დაკარგონ გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული ოქროს მედლები, "თუმცა ჯერ ამის მტკიცება არასწორია", - განაცხადა ადამსმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თამაშებზე ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრი 7 თებერვალს დასრულდა. გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მეორეზე აშშ-ის გუნდი გავიდა, მესამეზე კი - იაპონია. საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა, რომელმაც ოლიმპიადაზე გუნდურ კატეგორიაში ისტორიაში პირველად იასპარეზა, გამოსვლა პირველ ეტაპზე 22 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა და ხუთეულში მოხვედრილ ჩინეთს, რომელიც მეორე ეტაპზე გავიდა, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.