პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გასასამართლებლად მოიფიქრა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"კომისიების შექმნის ინიციატივის მსგავსი არაერთი ინიციატივა გვინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა.
თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი. ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
არჩილ თალაკვაძე იყო პარლამენტის ერთ ერთი საუკეთესო თავჯდომარე. ლისის ტბასთან უნდა გადავცეთ ნაკვეთი
მეცოცხეები სარგებლობენ ამ ხელისუფლების მიერ მიღბული კონსტიტუციით და სურთ 50 ხმით კომისიის შექმნა; ამავე დროს არ მოსწონთ იმავე ხელისუფლების მიერ მიღებული რეგლამენტი (???) ანუ ხაჭაპურიდან ყველი მინდა და პური არაო!
არასწორია 43%-იანი ხელშეკრულების ინიციატორი და ამას გადაყოლილი თალაკვაძე - სააკაშვილის მიმართ არაფერი როგორ არაა დასადგენი - მან რომ არაერთი დანაშაული ჩაიდინა, ცხადია, მის მიმართ ციხეში რომ არაფერი დარღვეულა,(გარდა პატიმრის ნების მიუხედავად ადგილმდებარეობის შეცვლისა, რისი უფლებაც ციხეს აქვს და სხვა პატიმრების მიერ მისი წარსულის გათვალისწინებით ობსტრუქციისა და "ჩიტოდ" მოხსენიებისა) ესეც ცხადია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მამალი მეცოცხეების გვარამიას და ხერხეულიძის მტკიცებით სააკაშვილი დავრდომილია და შეურაცხადია; ტვ-1-ს თუ დავუჯერებთ, მას პათოლოგიური შიშებისაგან ტანჯავს ფაღ ... თი და არაადეკვატური ფ ... მა, შესაბამისად მისი შეურაცხადობის საკითხი აუცილებლად უნდა გაარკვიოს კვალიფიციურმა სამედიცინო ექსპერტიზამ!