კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა
"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა

"თაღ­ლი­თი რო­მეო" - სა­ი­მონ ლე­ვი­ე­ვი 31 წლის მდი­და­რი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც "ლამ­ბორ­ჯინს" ფლობს, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით დაფ­რი­ნავს და იახ­ტა­ზეც ატა­რებს დროს. იტყუ­ე­ბა, რომ ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ვაჭ­რეა, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ატ­ვირ­თულ ფო­ტო­ებ­ზე მდიდ­რულ გა­რე­მო­ში, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ზი­რებს.

საქ­მე ისაა, რომ ლე­ვი­ე­ვი თაღ­ლი­თო­ბის გზით გამ­დიდ­რდა: უამ­რა­ვი ქალი ჰყავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლი და სწო­რედ მათ­თვის გა­მორ­თმე­უ­ლი ფუ­ლით გახ­და მდი­და­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი თაღ­ლი­თო­ბის ამ­ბა­ვი მთელს ევ­რო­პა­შია ცნო­ბი­ლი, ეს ხელს დი­დად არ უშ­ლის. ახლა ახა­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ჰყავს, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლი­და­ნაა და მო­დე­ლია.

თაღ­ლი­თო­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი პა­ტიმ­რო­ბა­შიც კი იყო, ცი­ხი­დან ახ­ლა­ხანს გა­მო­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც კვლავ და­ი­წყო აქ­ტი­უ­რო­ბა.

ლე­ვი­ე­ვის თაღ­ლი­თო­ბის ამ­ბებ­მა "ნე­ტფ­ლიქ­სის" ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია და მის "საგ­მი­რო" საქ­მე­ებს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც კი მი­უ­ძღვნეს. შო­უ­ში ლე­ვი­ე­ვის სამ­მა მსხვერ­პლმა გუ­ლახ­დი­ლად ილა­პა­რა­კა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და რო­გორ ნა­ნობ­დნენ ჯერ მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე და­თან­ხმე­ბას და შემ­დგომ მის ტყუ­ი­ლებ­ზე წა­მო­გე­ბას.

ლე­ვი­ე­ვი გაც­ნო­ბის საიტ "თინ­დე­რის" პრო­ფი­ლით ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ბრი­ლი­ან­ტით მო­ვაჭ­რეა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მისი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო. ფული, რო­მელ­საც პა­ემ­ნებ­ზე ხარ­ჯავ­და, რე­ა­ლუ­რად, თაღ­ლი­თუ­რი გზე­ბით, სხვა ქა­ლე­ბის­თვის ჰქონ­და გა­მორ­თმე­უ­ლი.

როცა ის მსხვერ­პლს იპო­ვი­და, ატყუ­ებ­და, რომ საფრ­თხის ქვეშ იყო, ან ეუბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე მტრებ­მა სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს. მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი მის და­სახ­სნე­ლად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბულ თან­ხებს იმე­ტებ­დნენ, ან სა­ბან­კო სესხს იღებ­დნენ.

სა­ერ­თო ჯამ­ში, მას და­ახ­ლო­ე­ბით 7.4 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი აქვს ქა­ლე­ბის­თვის და­ცინ­ცლუ­ლი.

მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი ში­მონ ჰა­ი­უ­ტია. მსხვერ­პლ ქა­ლებს სჯე­რო­დათ, რომ ის რუს-ებ­რა­ე­ლი ძვირ­ფა­სი ქვის მაგ­ნა­ტის, ლევ ლე­ვი­ე­ვის ვაჟი იყო, როცა სი­ნამ­დვი­ლე­ში მას­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­და. ერთ-ერთი მსხვერ­პლის, სე­სი­ლი ფი­ე­ლო­ის თქმით, მას ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მო­უ­წია მოხ­ვედ­რა მას შემ­დეგ, რაც თაღ­ლით­მა 185 000 ფუნ­ტის თან­ხა გა­მოს­ტყუა.

პირ­ვე­ლი პა­ემ­ნი­დან სულ რა­ღაც 13 კვი­რის შემ­დეგ, სე­სი­ლის მი­ცე­მუ­ლი 185 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი, ლე­ვი­ევ­მა სას­ტუმ­რო­ებ­ში, ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­სა და პირ­ვე­ლი კლა­სით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში და­ხარ­ჯა.

მე­ო­რე ქალი, აი­ლინ შარ­ლო­ტია და ის ყვე­ბა, რომ ლე­ვი­ევ­თან 1 წელ­ზე ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, გა­ზე­თი­დან შე­ი­ტყო, რომ ის თაღ­ლი­თია და მთელ ევ­რო­პა­ში ჰყავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი. ამი­ტო­მაც მან გა­და­წყვი­ტა თვი­თონ­ვე და­ე­ცინ­ცლა ლე­ვი­ე­ვის­თვის ფული და მისი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლე­ბი გა­ყი­და.

სწო­რედ აი­ლი­ნი და­ეხ­მა­რა პო­ლი­ცი­ას ლე­ვი­ე­ვის მო­ძებ­ნა­ში. ის სა­ბერ­ძნე­თის აე­რო­პორ­ტში ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას და­ა­კა­ვეს, სა­ი­და­ნაც ის­რა­ელ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

კაც­მა 15-თვი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და. გა­ირ­კვა, რომ ის შვე­დე­თის ცი­ხე­შიც ყო­ფი­ლა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიტო კორლეონე დონ აფრედიტო
0

საღოლ 

ანტონინ მარტო
0

საღოლ აზერ ულად მადლობას ნიშნავს.რატომღაც რუსული მოლოდეც- ის სინონიმად იყენებენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა

"თაღლითი რომეო"  - ძვირადღირებული მანქანები, მოგზაურობა, კერძო თვითმფირნავი: გულთამპყრობელი "თინდერიდან", რომელმაც ქალებს ფული დასცინცლა და გამდიდრდა

"თაღლითი რომეო" - საიმონ ლევიევი 31 წლის მდიდარი მამაკაცია, რომელიც "ლამბორჯინს" ფლობს, კერძო თვითმფრინავით დაფრინავს და იახტაზეც ატარებს დროს. იტყუება, რომ ბრილიანტებით მოვაჭრეა, სოციალურ მედიაში ატვირთულ ფოტოებზე მდიდრულ გარემოში, დიზაინერების ტანსაცმელში გამოწყობილი პოზირებს.

საქმე ისაა, რომ ლევიევი თაღლითობის გზით გამდიდრდა: უამრავი ქალი ჰყავს მოტყუებული და სწორედ მათთვის გამორთმეული ფულით გახდა მდიდარი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი თაღლითობის ამბავი მთელს ევროპაშია ცნობილი, ეს ხელს დიდად არ უშლის. ახლა ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელიც ისრაელიდანაა და მოდელია.

თაღლითობის გამო გარკვეული პერიოდი პატიმრობაშიც კი იყო, ციხიდან ახლახანს გამოვიდა და სოციალურ ქსელშიც კვლავ დაიწყო აქტიურობა.

ლევიევის თაღლითობის ამბებმა "ნეტფლიქსის" ყურამდეც მიაღწია და მის "საგმირო" საქმეებს დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნეს. შოუში ლევიევის სამმა მსხვერპლმა გულახდილად ილაპარაკა საკუთარ გამოცდილებაზე და როგორ ნანობდნენ ჯერ მასთან შეხვედრაზე დათანხმებას და შემდგომ მის ტყუილებზე წამოგებას.

ლევიევი გაცნობის საიტ "თინდერის" პროფილით ირწმუნებოდა, რომ ბრილიანტით მოვაჭრეა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ფული, რომელსაც პაემნებზე ხარჯავდა, რეალურად, თაღლითური გზებით, სხვა ქალებისთვის ჰქონდა გამორთმეული.

როცა ის მსხვერპლს იპოვიდა, ატყუებდა, რომ საფრთხის ქვეშ იყო, ან ეუბნებოდა, რომ ძალაუფლების მქონე მტრებმა საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მსხვერპლი ქალები მის დასახსნელად, წლების განმავლობაში დაგროვებულ თანხებს იმეტებდნენ, ან საბანკო სესხს იღებდნენ.

საერთო ჯამში, მას დაახლოებით 7.4 მილიონი ფუნტი აქვს ქალებისთვის დაცინცლული.

მისი ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუტია. მსხვერპლ ქალებს სჯეროდათ, რომ ის რუს-ებრაელი ძვირფასი ქვის მაგნატის, ლევ ლევიევის ვაჟი იყო, როცა სინამდვილეში მასთან არაფერი აკავშირებდა. ერთ-ერთი მსხვერპლის, სესილი ფიელოის თქმით, მას ფსიქიატრიულში მოუწია მოხვედრა მას შემდეგ, რაც თაღლითმა 185 000 ფუნტის თანხა გამოსტყუა.

პირველი პაემნიდან სულ რაღაც 13 კვირის შემდეგ, სესილის მიცემული 185 000 ფუნტი სტერლინგი, ლევიევმა სასტუმროებში, ძვირადღირებულ რესტორნებსა და პირველი კლასით მოგზაურობაში დახარჯა.

მეორე ქალი, აილინ შარლოტია და ის ყვება, რომ ლევიევთან 1 წელზე ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, გაზეთიდან შეიტყო, რომ ის თაღლითია და მთელ ევროპაში ჰყავს მოტყუებული ქალები. ამიტომაც მან გადაწყვიტა თვითონვე დაეცინცლა ლევიევისთვის ფული და მისი ძვირადღირებული ტანსაცმელები გაყიდა.

სწორედ აილინი დაეხმარა პოლიციას ლევიევის მოძებნაში. ის საბერძნეთის აეროპორტში ყალბი პასპორტის გამოყენებისას დააკავეს, საიდანაც ისრაელში ექსტრადირება განხორციელდა.

კაცმა 15-თვიანი სასჯელი მოიხადა. გაირკვა, რომ ის შვედეთის ციხეშიც ყოფილა 2 წლის განმავლობაში ისევ თაღლითობის ბრალდებით.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა