საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიარდერების ბუნკერი": განსაკუთრებული დაცვა, შთამბეჭდავი სასახლეები და ხედი - კუნძული ყველაზე მდიდრებისთვის (ფოტოები)
"მილიარდერების ბუნკერი": განსაკუთრებული დაცვა, შთამბეჭდავი სასახლეები და ხედი - კუნძული ყველაზე მდიდრებისთვის (ფოტოები)

მა­ი­ა­მი­ზე, ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლია, ამის გამო ამ ად­გილს "მი­ლი­არ­დე­რე­ბის ბუნ­კერს" უწო­დე­ბენ.

კუნ­ძულ­ზე სულ რა­ღაც 42 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ფლო­ბენ აქ სახ­ლებს: სუ­პერ­მო­დე­ლი ად­რი­ა­ნა ლიმა, ტომ ბრე­დი და ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი, ივან­კა ტრამ­პი, ჯა­რედ კუშ­ნე­რი და სხვე­ბი.

კუნ­ძულ­ზე სულ 34 სახ­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ მათ­განს ულა­მა­ზე­სი ხედი აქვს. კუნ­ძუ­ლის ცენ­ტრში უშ­ვე­ლე­ბე­ლი გოლ­ფის კლუ­ბი და სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნია.

გოლ­ფის კლუ­ბი მო­ი­ცავს სა­ცუ­რაო აუზს, ფიტ­ნეს ცენ­ტრს, მა­სა­ჟის და ორ­თქლის ოთახს. ის 1929 წელს აშენ­და.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ისიც, რომ ინ­დი­ან კრი­კის ქუ­ჩა­ზე გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი სახ­ლე­ბი არას­დროს იდე­ბა გან­ცხა­დე­ბის სა­ხით და მხო­ლოდ მი­ლი­არ­დე­რე­ბის "ვიწ­რო წრე­ში" გვარ­დე­ბა სა­კუთ­რე­ბის ყიდ­ვა/გა­ყიდ­ვა.

კუნ­ძუ­ლის ხმე­ლეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი გზა ეს ხი­დია.

მა­ცხოვ­რებ­ლებს 13-კა­ცი­ა­ნი პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი იცავს, არამ­ხო­ლოდ ხმე­ლეთ­ზე, არა­მედ წყალ­ზეც. კუნ­ძულს მხო­ლოდ ერთი ქუჩა აქვს. ერთ მხა­რეს მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბის მწკრი­ვია, მე­ო­რე მხა­რეს კი იდე­ა­ლუ­რად მოვ­ლი­ლი გოლ­ფის მო­ე­და­ნი.

მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი რიკი მარ­ტი­ნიც ცხოვ­რობ­და კუნ­ძულ­ზე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ რა ბედი ეწია მის სახ­ლს, უც­ნო­ბია. ად­რი­ა­ნა ლი­მა­მაც სულ ახ­ლა­ხანს 40-მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და თა­ვი­სი ინ­დი­ან კრი­კის სახ­ლი, რო­მე­ლიც 2009 წელს სულ რა­ღაც 9-მი­ლი­ო­ნად ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი.

ამ­ჟა­მინ­დელ მი­ლი­ო­ნერ მა­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არის ივან­კა ტრამ­პიც, რო­მელ­მაც ის სახ­ლი იყი­და, სა­დაც წლე­ბის წინ ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი ცხოვ­რობ­და.

წყა­რო: businessinsider

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

თავს იტყუებენ.ბოლოს,ყველა ერთ ადგილას მიდის.

სვეტა
11

ამათ ბათუმში აშენებული ზღვაში კუნძული არ უნახიათ,თორემ მერე ნახეთ,(ისე არც ჩვენ გვინახია----მთავარია დაპირება,ხომ მოგვცეს,რომ აშენდება მეტროს მესამე ხაზის პარალელურად)))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მილიარდერების ბუნკერი": განსაკუთრებული დაცვა, შთამბეჭდავი სასახლეები და ხედი - კუნძული ყველაზე მდიდრებისთვის (ფოტოები)

"მილიარდერების ბუნკერი": განსაკუთრებული დაცვა, შთამბეჭდავი სასახლეები და ხედი - კუნძული ყველაზე მდიდრებისთვის (ფოტოები)

მაიამიზე, ერთ-ერთ კუნძულზე განთავსებულია საცხოვრებლები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და დაცულია, ამის გამო ამ ადგილს "მილიარდერების ბუნკერს" უწოდებენ.

კუნძულზე სულ რაღაც 42 ადამიანი ცხოვრობს და იმითაა გამორჩეული, რომ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ფლობენ აქ სახლებს: სუპერმოდელი ადრიანა ლიმა, ტომ ბრედი და ჟიზელ ბიუნდჰენი, ივანკა ტრამპი, ჯარედ კუშნერი და სხვები.

კუნძულზე სულ 34 სახლია განთავსებული და თითოეულ მათგანს ულამაზესი ხედი აქვს. კუნძულის ცენტრში უშველებელი გოლფის კლუბი და სათამაშო მოედანია.

გოლფის კლუბი მოიცავს საცურაო აუზს, ფიტნეს ცენტრს, მასაჟის და ორთქლის ოთახს. ის 1929 წელს აშენდა.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ინდიან კრიკის ქუჩაზე გასაყიდად გამოტანილი სახლები არასდროს იდება განცხადების სახით და მხოლოდ მილიარდერების "ვიწრო წრეში" გვარდება საკუთრების ყიდვა/გაყიდვა.

კუნძულის ხმელეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ეს ხიდია.

მაცხოვრებლებს 13-კაციანი პოლიციის დანაყოფი იცავს, არამხოლოდ ხმელეთზე, არამედ წყალზეც. კუნძულს მხოლოდ ერთი ქუჩა აქვს. ერთ მხარეს მდიდრული სახლების მწკრივია, მეორე მხარეს კი იდეალურად მოვლილი გოლფის მოედანი.

მომღერალი და მსახიობი რიკი მარტინიც ცხოვრობდა კუნძულზე გარკვეული პერიოდი, მაგრამ რა ბედი ეწია მის სახლს, უცნობია. ადრიანა ლიმამაც სულ ახლახანს 40-მილიონ დოლარად გაყიდა თავისი ინდიან კრიკის სახლი, რომელიც 2009 წელს სულ რაღაც 9-მილიონად ჰქონდა შეძენილი.

ამჟამინდელ მილიონერ მაცხოვრებლებს შორის არის ივანკა ტრამპიც, რომელმაც ის სახლი იყიდა, სადაც წლების წინ ხულიო იგლესიასი ცხოვრობდა.

წყარო: businessinsider

მოამზადა ანა სიბოშვილმა