პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"
ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი გო­გო­ნას მამა გახ­და. 17 - წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ქარ­თველ ძი­უ­დო­ისტსა და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მარ­თა და­არ­ქვეს. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­ვით ავა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, პა­ტარს აწ გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ძის ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რის შერ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და ხა­თუ­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი მას შემ­დეგ და­ო­ჯახ­დნენ, რაც წლე­ბის წინ სპორ­ტსმე­ნი ოლიმ­პი­ა­დი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და.

ჭინ­ჭა­რა­ულ­მა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. დე­დაც და ახალ­შო­ბი­ლიც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ცოტა ხნის წინ კლი­ნი­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ემო­ცი­უ­რი ფოტო, სა­დაც ზვი­ა­და­უ­რის ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის კად­რე­ბია ასა­ხუ­ლი.

"უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი 17 წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ! ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ზუ­რაბ ზვა­და­უ­რი მამა გახ­და! იხი­ლეთ პა­ტა­რა მარ­თას ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი დე­დი­კოს­თან, მა­მი­კოს­თან, სოფო ექიმ­თან და მის პირ­ველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან" - წე­რია ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ზვი­ა­და­უ­რე­ბის ოჯახს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ე.წ. მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ. და­იჭ­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა კენ­ჭოშ­ვი­ლი. ზვი­ა­და­უ­რი და ჯან­გი­რაშ­ვი­ლი 17 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ზვი­ა­და­ურს 8-15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

29 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
3

ბავშვმა რა დააშავა გაგეზარდოს,ისე იცოდე არაკაცი ხარ.

დათა
26

მიაწვენენ ძმას მალე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"

ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"

ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17 - წლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. როგორც ოჯახის ახლობელი დავით ავალიშვილი "ფეისბუქში" წერს, პატარს აწ გარდაცვლილი ბიძის ზვიად ზვიადაურის შერჩეული სახელი დაარქვეს.

ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

ჭინჭარაულმა ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ცოტა ხნის წინ კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ემოციური ფოტო, სადაც ზვიადაურის ქალიშვილთან შეხვედრის კადრებია ასახული.

"უდიდესი სიხარული 17 წლიანი მოლოდინის შემდეგ! ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვადაური მამა გახდა! იხილეთ პატარა მართას ექსკლუზიური ფოტოები დედიკოსთან, მამიკოსთან, სოფო ექიმთან და მის პირველ მეგობრებთან ერთად ღუდუშაურის კლინიკიდან" - წერია ფოტოს კომენტირებისას.

2021 წლის აგვისტოში ზვიადაურების ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

29 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.