სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება

3

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:04-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 14:39-ზე მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" - ეშერას, ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული, სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)
"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" -  ეშერას, ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული, სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)

აფხა­ზეთ­ში, მდი­ნა­რე გუ­მის­თას­თან, ყო­ფი­ლი აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტუ­ლი ბაზა "ეშე­რა“ 30 წელი შენ­დე­ბო­და. მას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტულ ბა­ზად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ის არა მხო­ლოდ რე­გი­ონ­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ამ ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­შობ­დნენ კავ­ში­რის ბუმ­ბე­რა­ზი სპორ­ტსმე­ნე­ბი.

ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი იყო: შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, თერ­მუ­ლი წყლე­ბი, მან­და­რი­ნის და ლი­მო­ნის ბა­ღე­ბი. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სით­ბო... იფიქ­რებ­დით, სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ამა­ზე კარ­გი ად­გი­ლი, შე­საძ­ლოა, მთელს პლა­ნე­ტა­ზე არ არი­სო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, თით­ქმის ხე­ლის ერთი მოს­მით გაქ­რა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ბა­ზის­გან მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბი და მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა. აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის პე­რი­ოდ­ში, ეშე­რას­თან ახ­ლოს, გუ­მის­თას მდი­ნა­რეს­თან ფრონ­ტის ხაზი გა­დი­ო­და. სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის, უფრო ზუს­ტად კი, მისი 10 - სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­მაღ­ლე.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "სპორ­ტს.რუ" აქ­ვეყ­ნებს ბა­ზის დღე­ვან­დე­ლო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს:

ბა­ზის მი­სას­ვლელ გზა­ზე არ­ძინ­ბას ძეგლი შეგ­ხვდე­ბათ. შემ­დეგ, 5 წუთი ფე­ხით სა­სი­ა­რუ­ლოა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წი­ნა­ღო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ: მავ­რთუ­ლე­ბი, ნან­გრე­ვე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­რე­ვე­ლა. შავი ზღვის მხრი­დან "დაც­ვაც“ დგას - ძრო­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ნა­პი­როს­თან ალაგ-ალაგ ბა­ლახს ძო­ვენ.

კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რია - გი­გან­ტუ­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 64 ჰექ­ტა­რია. აქ ვარ­ჯი­ში ერ­თდრო­უ­ლად 3 ათას სპორ­ტსმენ­საც შე­ეძ­ლო. შე­ხე­დეთ ბა­ზის სქე­მას:

ფეხ­ბურ­თის 5 მო­ე­და­ნი (მათ შო­რის ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფა­რით);

კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი;

ტან­ვარ­ჯი­შის კომ­პლექ­სი;

დახ­რი­ლი სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი;

რამ­დე­ნი­მე აუზი (ზო­გი­ერ­თი ღია ცის ქვეშ);

ვე­ლოტ­რე­კი;

სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ედ­ნე­ბი, მშვილ­დის სრო­ლის­თვის, მინი-გოლ­ფის­თვის;

წყა­რო, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კო­ტე­ჯე­ბი, სათ­ბუ­რი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, შად­რე­ვა­ნი, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი

და, რა თქმა უნდა, ცეკ­ვის მო­ე­და­ნი.

გა­მო­ცე­მას­თან ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პრი­ზი­ო­რი სვეტ­ლა­ნა გლა­დი­შე­ვა იხ­სე­ნებს:

"ეს იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მარ­გა­ლი­ტი, კო­ლო­სა­ლუ­რი ფული იდე­ბო­და. მერე ფრონ­ტის ხა­ზის სი­მაგ­რე გახ­და. ერთ მხა­რეს აფხა­ზე­ბი ომობ­დნენ, მე­ო­რე მხა­რეს - ქარ­თვე­ლე­ბი. გუ­მის­თა ფრონ­ტის ხაზი იყო. ბაზა კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და დაკ­ვირ­ვე­ბა. ვფიქ­რობ, აღ­დგე­ნას აქა­უ­რო­ბა აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა".

დღეს ძვე­ლე­ბურ დი­დე­ბას უკვე არა­ფე­რი მო­გა­გო­ნებთ. მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბით უნდა მიხ­ვდეთ, სად რა იყო. აი, მა­გა­ლი­თად, ეს ის მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბო­და, სა­დაც სო­ხუ­მის "დი­ნა­მო“ ვარ­ჯი­შობ­და.

ეს კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კორ­პუ­სი იყო.

რო­გორც ჩანს, გრა­ფი­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი აქ პე­რი­ო­დუ­ლად თავს ირ­თო­ბენ.

ასე­ვე ისი­ნი, ვინც სრო­ლა­ში ცდი­ლო­ბენ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას:

არის ომის მო­გო­ნე­ბე­ბიც:

ბაზა სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში და­ინ­გრა, ვიდ­რე და­უნ­დო­ბე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ნე­ბის­მი­ე­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყისს უკავ­შირ­დე­ბა, ორი­ვე მხრი­დან ერ­თსა და იმა­ვე გან­წყო­ბას იწ­ვევს - ან ტი­რი­ლით იხ­სე­ნე­ბენ, ან სი­ჩუ­მეა.

მკი­თხვე­ლი იკი­თხავს, რა­ტომ არ ხდე­ბა ბა­ზის აღ­დგე­ნა? მშვე­ნი­ე­რი გა­რე­მოა, სპორ­ტსმე­ნებს შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­ში და მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი

ა) ძა­ლი­ან ძვი­რია;

ბ) ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა: არა­ვის უნდა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­წყე­ბა, რომ­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს.

"აქ ტე­რი­ტო­რი­ის გამო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბრძო­ლაა. ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა მი­წაა, ვი­ღა­ცებს აქვთ ინ­ტე­რე­სე­ბი", - გვი­თხრა კაც­მა, რო­მე­ლიც ბა­ზის შე­სას­ვლელ­თან, შვილ­თან ერ­თად ხეს ჭრი­და.

ანა­ტო­ლი აშუ­ბა, რო­მე­ლიც ბა­ზას 1972 წლი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და, ყვე­ბა:

"ვცდი­ლობ­დით ბაზა აღგ­ვედ­გი­ნა. ომის შემ­დეგ გა­ვა­სუფ­თა­ვეთ ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, მო­ვა­წეს­რი­გეთ კა­ლათ­ბურ­თი­სა და ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზე­ბი. მაგ­რამ ერთხელ დი­რექ­ტო­რი რა­ფა­ელ არ­შბა მო­ვი­და და და­ი­ნა­ხა, ია­რა­ღი­ა­ნი ტი­პე­ბი რო­გორ გვძარ­ცვავ­დნენ, ინ­ვენ­ტა­რი მან­ქა­ნა­ში ჩა­ა­ლა­გეს და სა­ზღვრის იქით წა­ვიდ­ნენ. მო­რო­დი­ო­რო­ბა იყო..

ლე­გენ­და­რუ­ლი ბაზა მი­წას უბ­რუნ­დე­ბა: ბუ­ნე­ბამ გა­და­ი­ბა­რა და თა­ვი­სი, აფხა­ზე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით შე­მო­სა. აპო­კა­ლიფ­სურ გა­რე­მოს ომის შემ­დეგ, ახლა უკვე დრო ანად­გუ­რებს.

"სპორ­ტს.რუ"-ს სტა­ტი­ას უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მეს:

  • "ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კი­თხია..."
  • "რამ­დე­ნი ფული იხარ­ჯე­ბა აფხა­ზეთ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ასე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნ­დო­დათ?“
  • "აფხა­ზეთ­ში ყველ­გან ასეა. გე­გო­ნე­ბა, ომი გუ­შინ დას­რულ­და. რი­წის ტბას­თან სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბიც კი არ გა­უ­რე­მონ­ტე­ბი­ათ. რო­გორც ახლა ცხოვ­რო­ბენ ამ დან­გრე­ულ შე­ნო­ბებ­ში, ასე­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მათ აწყობთ ეს სი­ტუ­ა­ცია. ქარ­თვე­ლე­ბი დიდი ხნის წინ აღად­გენ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. გაგ­რა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე შე­ნო­ბა დან­გრე­უ­ლია“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
4

თბილისის ცენტრში კლდის უბანი ნახეთ ნაომარი გეგონებატთ თავისუპლების მოედნიდან 5 წუთის სავალზე

123
33

საქართველოში განა ცოტაა? რეგიონებში არ ყოფილხართ და არ იცით რა ხდება. სხვისი ლანძღვა მაგრად გეხერხებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" - ეშერას, ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული, სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)

"ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?" -  ეშერას, ერთ დროს ლეგენდარული და დღეს გაპარტახებული, სპორტული ბაზა (ფოტოები აფხაზეთიდან)

აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტული ბაზა "ეშერა“ 30 წელი შენდებოდა. მას საბჭოთა კავშირში საუკეთესო სპორტულ ბაზად მოიხსენიებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი გამორჩეულად მიიჩნეოდა.

სხვადასხვა პერიოდში ამ ბაზაზე ვარჯიშობდნენ კავშირის ბუმბერაზი სპორტსმენები.

ეს უნიკალური ადგილი იყო: შავი ზღვის სანაპირო, თერმული წყლები, მანდარინის და ლიმონის ბაღები. მთელი წლის განმავლობაში სითბო... იფიქრებდით, სპორტსმენების მოსამზადებლად, ამაზე კარგი ადგილი, შესაძლოა, მთელს პლანეტაზე არ არისო.

ეს ყველაფერი კი 90-იანების დასაწყისში, თითქმის ხელის ერთი მოსმით გაქრა. დღეს ლეგენდარული ბაზისგან მხოლოდ ნანგრევები და მოგონებები დარჩა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში, ეშერასთან ახლოს, გუმისთას მდინარესთან ფრონტის ხაზი გადიოდა. სპორტული კომპლექსის, უფრო ზუსტად კი, მისი 10 - სართულიანი სასტუმრო გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო მნიშვნელობის სიმაღლე.

რუსული გამოცემა "სპორტს.რუ" აქვეყნებს ბაზის დღევანდელობის ამსახველ ფოტოებს:

ბაზის მისასვლელ გზაზე არძინბას ძეგლი შეგხვდებათ. შემდეგ, 5 წუთი ფეხით სასიარულოა, სადაც რამდენიმე წინაღობის გადალახვა მოგიწევთ: მავრთულები, ნანგრევები, გაუთავებელი სარეველა. შავი ზღვის მხრიდან "დაცვაც“ დგას - ძროხები, რომლებიც სანაპიროსთან ალაგ-ალაგ ბალახს ძოვენ.

კომპლექსის ტერიტორია - გიგანტურია, დაახლოებით 64 ჰექტარია. აქ ვარჯიში ერთდროულად 3 ათას სპორტსმენსაც შეეძლო. შეხედეთ ბაზის სქემას:

ფეხბურთის 5 მოედანი (მათ შორის ხელოვნური საფარით);

კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები;

ტანვარჯიშის კომპლექსი;

დახრილი სარბენი ბილიკები;

რამდენიმე აუზი (ზოგიერთი ღია ცის ქვეშ);

ველოტრეკი;

სპეციალური მოედნები, მშვილდის სროლისთვის, მინი-გოლფისთვის;

წყარო, დასასვენებელი კოტეჯები, სათბური, სპორტდარბაზები, შადრევანი, ბენზინგასამართი სადგური

და, რა თქმა უნდა, ცეკვის მოედანი.

გამოცემასთან ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სვეტლანა გლადიშევა იხსენებს:

"ეს იყო საბჭოთა კავშირის მარგალიტი, კოლოსალური ფული იდებოდა. მერე ფრონტის ხაზის სიმაგრე გახდა. ერთ მხარეს აფხაზები ომობდნენ, მეორე მხარეს - ქართველები. გუმისთა ფრონტის ხაზი იყო. ბაზა კი ყველაზე მაღალი წერტილი გახლდათ, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება. ვფიქრობ, აღდგენას აქაურობა აღარ ექვემდებარება".

დღეს ძველებურ დიდებას უკვე არაფერი მოგაგონებთ. მხოლოდ ნანგრევებით უნდა მიხვდეთ, სად რა იყო. აი, მაგალითად, ეს ის მოედანი იქნებოდა, სადაც სოხუმის "დინამო“ ვარჯიშობდა.

ეს კი ყველაზე მაღალი კორპუსი იყო.

როგორც ჩანს, გრაფიტის მოყვარულები აქ პერიოდულად თავს ირთობენ.

ასევე ისინი, ვინც სროლაში ცდილობენ გაუმჯობესებას:

არის ომის მოგონებებიც:

ბაზა სულ რაღაც ორ წელიწადში დაინგრა, ვიდრე დაუნდობელი შეტაკებები მიმდინარეობდა.

ნებისმიერი მოგონება, რომელიც 90-იანების დასაწყისს უკავშირდება, ორივე მხრიდან ერთსა და იმავე განწყობას იწვევს - ან ტირილით იხსენებენ, ან სიჩუმეა.

მკითხველი იკითხავს, რატომ არ ხდება ბაზის აღდგენა? მშვენიერი გარემოა, სპორტსმენებს შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში ვარჯიში და მომზადება, მაგრამ ეს ყველაფერი

ა) ძალიან ძვირია;

ბ) ძალიან სახიფათოა: არავის უნდა იმ ტერიტორიაზე ძვირადღირებული მშენებლობების დაწყება, რომლის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს.

"აქ ტერიტორიის გამო ჩვეულებრივი ბრძოლაა. ხომ ხედავთ, რამხელა მიწაა, ვიღაცებს აქვთ ინტერესები", - გვითხრა კაცმა, რომელიც ბაზის შესასვლელთან, შვილთან ერთად ხეს ჭრიდა.

ანატოლი აშუბა, რომელიც ბაზას 1972 წლიდან ზედამხედველობდა, ყვება:

"ვცდილობდით ბაზა აღგვედგინა. ომის შემდეგ გავასუფთავეთ ფეხბურთის მოედნები, მოვაწესრიგეთ კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზები. მაგრამ ერთხელ დირექტორი რაფაელ არშბა მოვიდა და დაინახა, იარაღიანი ტიპები როგორ გვძარცვავდნენ, ინვენტარი მანქანაში ჩაალაგეს და საზღვრის იქით წავიდნენ. მოროდიორობა იყო..

ლეგენდარული ბაზა მიწას უბრუნდება: ბუნებამ გადაიბარა და თავისი, აფხაზეთისთვის დამახასიათებელი ტროპიკული მცენარეებით შემოსა. აპოკალიფსურ გარემოს ომის შემდეგ, ახლა უკვე დრო ანადგურებს.

"სპორტს.რუ"-ს სტატიას უამრავი კომენტარი მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმეს:

  • "ძალიან მძიმე წასაკითხია..."
  • "რამდენი ფული იხარჯება აფხაზეთში, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება. ასეთი დამოუკიდებლობა უნდოდათ?“
  • "აფხაზეთში ყველგან ასეა. გეგონება, ომი გუშინ დასრულდა. რიწის ტბასთან საპირფარეშოებიც კი არ გაურემონტებიათ. როგორც ახლა ცხოვრობენ ამ დანგრეულ შენობებში, ასევე გააგრძელებენ ცხოვრებას. მათ აწყობთ ეს სიტუაცია. ქართველები დიდი ხნის წინ აღადგენდნენ ამ ყველაფერს. გაგრაში ყოველი მეორე შენობა დანგრეულია“. წყარო

მოამზადა ანრი კურტანიძემ