რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით დიპლომატიურ ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.
"ინციდენტი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ ანტირუსული პოლიტიკური აქცია გამართა, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის სიახლოვეს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზაიცევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელსაც გაეგზავნა.
"მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. მსგავსი გზავნილი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს. განყოფილებაში ელექტრომომარაგება ამჟამად სრულად აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ზაიცევმა.
ცნობისთვის, 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.
რაც შეეხება უზუსტობას და ხალხს ეცი პატივიო მიწერთ კი ბატონო მაგრამ ერთ რამეში შევთანხმდეთ 100 კაცი თუ იტყვის ეს უფრო მართალიაო ეს არ ნიშნავს რომ ეს მართალი იქნება. შეიძლება ერთმა უფრო სწორი თქვას ჩემ თავზე ამ წუთში არ ვლაპარაკობ ამპარტავნობაში რომ არ ჩამეთვალოს. ჩვენ სიმართლე თუ გვინდა იმ დროინდელ ამბავიდან, ჭეშმარიტებას ვერ გამოვიტანთ რადგან იმ დროში არ გვიცხოვრია, ანუ ვინ უფრო მართალია მე თუ თქვენ ამას ვგულისხმობ. ვერ გავიგებთ ყველაზე ჭეშმარიტი მსჯელობა იქნებოდა ის დრო რომელშიც ჩვენ ვცხოვრპბთ.. ამით დროებით დაგემშვიდობებით იმ იმედით რომ ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, ისე ერთი კია საქართველოს სიყვარულში გაჯიბრება ურიგო არ იყო მე ასე მესმის ეს.
თქვენ ეტყობა კერპებს ეძებთ და იქიდან გამოდიხართ თუ ეს ნათქვამი ხალხურია ასეიგი ბრძნულად ნათქვამია. ეხლა დავიჯერო იმას ვერ ხვდებით რომ იცი 100პროცენტით დამარცხდები უთანასწორო ბრძოლაში დიდი ალბათობით გაგჟლიტავენ დედაბუდიანად თან იბრძვი მაოხრებელ ძალასთან, მაგნაირ მტერთან არ ქონია შეხება მაშინდელ მსოფლიოში ერებს აბა თქვენი არგუმენტი 'მისაღებია'? ან ქრისტიანობა რომ მოგყავთ მაგალითად, მაშინ დალოცვილებო რუსეთს რაღას ვერჩით სისხლი რომ დავღვარეთ მათთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში ქრისტიანები არ იყვნენ. ესეთი დიდი შეცდომების გამო ვართ ეხლა 4 მილიონამდე და უნდა ვიყოთ ბევრად მეტნი და ბევრად ძლიერნი.ასე ეს და სხვანაირად ვერ იქნება.