მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე
"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

სავ­სე კლი­ნი­კე­ბი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, გა­დაღ­ლი­ლი ექი­მე­ბი... პან­დე­მი­ის ორი წელი და მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ერ­კი­ნე­ბი­ან ამ ვე­რაგ ვირუსს, ისი­ნი ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე თავ­და­დე­ბით იბ­რძვი­ან. არა­ერ­თი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეც შე­ე­წი­რა ამ ბრძო­ლას.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რია მათ მი­მართ უმა­დუ­რი რეპ­ლი­კა, ეჭვი, ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა... სა­ბედ­ნი­ე­როდ, უფრო ბევ­რნი არი­ან ისი­ნი, ვინც მათ შრო­მა­სა და თავ­გან­წირ­ვას აფა­სე­ბენ.

ოთარ ჩო­კოშ­ვი­ლი, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი:

"ექი­მის პრო­ფე­სია ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და. რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დით (სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­დან ვარ), არც ისე­თი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და, მაგ­რამ რომ ხე­დავ­დნენ, რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­მი­წყვეს და სწავ­ლა სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ვაგ­რძე­ლე. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ რად­გან ბუ­ნე­ბით მიყ­ვარ­და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, კვლე­ვა-ძი­ე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გია ავირ­ჩიე. სტუ­დენ­ტო­ბის დროს ინ­ფექ­ცი­ურ­ში ვმო­რი­გე­ობ­დი. რო­გორც კი სტუ­დენ­ტო­ბა დამ­თავ­რდა ბა­ტონ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს­თან იყო 1 ვა­კან­სია, მი­ვე­დით მე და ჩემი კო­ლე­გა-მე­გო­ბა­რი და ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა ორი­ვე დაგ­ვი­ტო­ვა. დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტმა, პი­როვ­ნე­ბამ, ხელ­მძღვა­ნელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში­ვე ჩა­ვერ­თე კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში. პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი იყო დატ­ვირ­თუ­ლი, მო­ლო­დი­ნით აღ­სავ­სე, სა­ინ­ტე­რე­სო, და­ძა­ბუ­ლი იყო... ოჯა­ხი, რათა მათ­თვის საფრ­თხე არ შე­მექ­მნა, გა­ვუშ­ვი კა­ხეთ­ში და თვი­თონ ვმუ­შა­ობ­დი. ხან­და­ხან დღე­ე­ბი ისე გა­დი­ო­და და­რეკ­ვა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი ხოლ­მე... იყო დრო, შვი­ლი 3 თვის უნა­ხა­ვი მყავ­და. ვცდი­ლობ, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კუ­თხი­თაც ვიყო ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში, ბევ­რჯერ ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ როცა დროს გა­მოვ­ძებ­ნი, ვთა­ნამ­შრომ­ლობ ხოლ­მე პრე­სას­თან და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან. პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დის შემ­დგომ და­ი­წყო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე აც­რის კა­ბი­ნე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ვკუ­რი­რებ მათ დღემ­დე, ასე­ვე ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში, ვეხ­მა­რე­ბი კო­ვი­დის კვლე­ვა­ში, კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძებ­ნა­ში და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო - სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­შიც ვარ ჩარ­თუ­ლი.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი, მკურ­ნა­ლი ექი­მის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მკურ­ნალ­მა ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტი რომ გან­კურ­ნა, იმ პა­ცი­ენ­ტმა იცის ვინ გან­კურ­ნა და მად­ლი­ე­რია. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი კი­დევ სულ მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ატა­რე ნი­ღა­ბი, 5-6 თა­ნამ­შრო­მელს ცალ-ცალ­კე უშ­ვებს იზო­ლა­ცი­ა­ში, იმი­ტომ, რომ კონ­ტაქ­ტშია, აც­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა და­ჟი­ნე­ბით, მოკ­ლედ, არა­ვი­ნაა კმა­ყო­ფი­ლი ამით (იცი­ნის). არ­ჩე­ვა­ნი არას­დროს მი­ნა­ნია. ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სწავ­ლობს და ეძი­ებს. მოკ­ლედ ეპი­დე­მი­ო­ლო­გია და ჯან­დაც­ვა სა­ჩე­მო საქ­მეა".

ეკა ჭო­ლა­ძე, ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი:

- რაც და­ი­წყო კო­ვიდ­პან­დე­მია, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა. ად­ვი­ლი არ იყო, თა­ვი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით, იმი­ტომ რომ არ ვი­ცო­დით რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბი იყო, რამ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, არ ვიც­ნობ­დით ამ ვირუსს, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მე­ტად გვე­ში­ნო­და, შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად პა­ცი­ენ­ტი არ იყო იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც ახლა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იყო მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბა. თვი­თონ კო­ვიდ­ში მუ­შა­ო­ბა იყო სტრე­სუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვინ გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ახ­ლოს არ მო­დი­ო­და ჩვენ­თან, ყვე­ლა სა­ოც­რად გვე­რი­დე­ბო­და. ახლა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ ვი­ცით, რო­გო­რია გა­და­დე­ბა, ვი­ცით, რა სიმ­ძი­მი­საა, მაგ­რამ ბევ­რი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი მო­დის, პა­ცი­ენ­ტის და­კარ­გვა კი რთუ­ლია... ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნია ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა... ამ ბრძო­ლა­ში ყვე­ლამ ვი­ღაც დავ­კარ­გეთ. არ არ­სე­ბობს ექი­მი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი არ ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი კო­ვი­დით. ზოგ­მა მშო­ბე­ლი და­კარ­გა, ზოგ­მა ბე­ბია-ბა­ბუა, მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი... მარ­ტი­ვი ოვიდ­თან ბრძო­ლის არ­ცერ­თი ეტა­პი ყო­ფი­ლა.

- უკ­მა­ყო­ფი­ლო, უმა­დუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც ხომ არი­ან, რო­გორ ხვდე­ბით მათ საყ­ვე­დუ­რებს?

- ეს ჩე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. რო­დე­საც ხარ ექი­მი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ, ამის­თვის მზად უნდა იყო...

- გული არ გწყდე­ბათ ხოლ­მე?

- რა თქმა უნდა, არის ეგე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც... ექი­მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტია, გა­დარ­ჩე­ნილ, კარ­გად მყოფს სახ­ლში რომ გა­უშ­ვებ, ამა­ზე დიდი ჯილ­დო არ არ­სე­ბობს.

ილია ქე­ბუ­რია, 48 წლის, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი:

"მე­ო­რე აც­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ვამ­ჩნიე, რომ ხვე­ლე­ბა და­მე­წყო, სი­ცხეც მქონ­და 38,5-39 მაგ­რამ წა­მალს დავ­ლევ­დი თუ არა, მა­ლე­ვე მი­ვარ­დე­ბო­და. მე­უღ­ლემ სას­წრა­ფო­ში და­რე­კა. რომ გა­ი­გეს ინ­სულტგა­და­ტა­ნი­ლი ვი­ყა­ვი, თან ორ­ჯერ აც­რი­ლი, თან დი­ა­ბე­ტი­ა­ნი, ეგ­რე­ვე მო­ვიდ­ნენ. გამ­სინ­ჯეს, მო­მის­მი­ნეს, მი­თხრეს, - ტესტს აგი­ღებთ, თუ და­გი­დას­ტურ­და კო­ვი­დი, კლი­ნი­კა­ში და­გაწ­ვენთ, თუ არა, 3 დღით მა­ინც დაგ­ტო­ვებთ, დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ გვე­ყო­ლე­ბი­თო. რად­გან ტეს­ტმა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მა­ქა­ნეს. და­მეხ­ვივ­ნენ ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი... თან მყვე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე დღი­დან სი­ცხე აღარ მქო­ნია. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ექი­მე­ბის, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა სკა­ფან­დრებ­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბი­ლი და სა­ხე­ზეც ვერ ვცნობ... ფილ­ტვე­ბის 11-ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა მქონ­და, სა­შუ­ა­ლო­ზე რთუ­ლი­აო, თუმ­ცა მე­ცხრე დღეს გა­მო­მიშ­ვეს, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში მქონ­და. ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - აც­რამ გა­და­გარ­ჩი­ნაო. მე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე მედ­პერ­სო­ნა­ლის მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა, მად­ლო­ბა მათ!"

ნა­თე­ლა რუ­ხა­ძე, 70 წლის:

"8 დე­კემ­ბერს გა­ვი­კე­თე მე­ო­რე აცრა და 11 დე­კემ­ბერს, შე­მამ­ცივ­ნა. მე­ო­რე დღეს უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი და სი­ცხე აღ­მო­მაჩ­ნდა 37,5. კო­ვი­დი არ მე­გო­ნა. ორ­შა­ბათს წა­ვე­დი სწრა­ფი ტეს­ტის გა­სა­კე­თებ­ლად და ყურს არ და­ვუ­ჯე­რე, რომ მი­თხრეს, კო­ვიდ­და­დე­ბი­თი ხარ­თო. შინ რომ მო­ვე­დი, ოჯა­ხის ექი­მი და­მი­კავ­შირ­და, გა­მომ­კი­თხა ყვე­ლა­ფე­რი, და­მა­რი­გა, და­მამ­შვი­და. 1 კვი­რის თავ­ზე ჩემ­მა ექიმ­მა და­გეგ­მა და წა­მიყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს დე­დი­მე­რი გაქვთ მა­ღა­ლი, არის თრომ­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა და გჭირ­დე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რი­სა ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ამი­ტომ სას­ტიკ უარ­ზე ვი­ყა­ვი. ძალს მე ვი­ყა­ვი და ძალს - ექი­მე­ბი... ასე აღ­მოვ­ჩნდი ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში. ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ეს, მომ­ხე­დეს, მო­მი­ა­რეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლი დამ­ტრი­ა­ლებ­და თავს: ლელა კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, ნეს­ტან ლაშ­ხი, შო­რე­ნა ნო­ზა­ძე... რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩემი გო­გო­ნაც ცუ­დად გახ­და, რო­გორც ჩემ კონ­ტაქტს, მა­საც კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და და კლი­ნი­კა­შიც შე­მო­მი­ერ­თდა. იმა­საც გა­დაჰ­ყვნენ ზედ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ ჩვენ არა, ყვე­ლას ასე გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, უვ­ლიდ­ნენ. მოკ­ლედ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ამ­სხვრი­ეს ჩემ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი. პირ­და­პირ ვი­ტყვი, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და სა­ერ­თოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რა. იმ­დე­ნი ცუდი მქონ­და მოს­მე­ნი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ნა­ხავს, რო­გორ ჰყვე­ბოდ­ნენ, - სა­ერ­თოდ არ აქ­ცე­ვენ ავად­მყო­ფებს ყუ­რა­დღე­ბა­სო. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემ მა­გა­ლით­ზე გე­უბ­ნე­ბით, არ და­ი­ჯე­როთ... რო­გორც ვიცი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ბრა­ლია, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს. ერ­თგუ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად, გუ­ლი­ა­ნად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი ექი­მე­ბი. ეს ხალ­ხი ნამ­დვი­ლად ღირ­სია შე­ქე­ბის და მად­ლო­ბის თქმის".

ავ­ტო­რი: ეკა სა­ლა­ღა­ია

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
0

2 თვე ნახევარი ვიწექი საავადმყოფოში, აქედან ერთი თვე რეანიმაციაში. ჩემი სიცოცხლის გადარჩენა საეჭვო იყო. გადამარჩინეს...უდიდესი მადლობა ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალს, განსაკუთრებული მადლობა ექიმ ხატია ხატიაშვილს და ქალბატონ ნინო ჭანიშვილს,იმისთვის რომ, დღეს ამ კომენტარის დაწერის შესაძლებლობა მაქვს.

გიორგი
10

უვიცები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

სავსე კლინიკები, უძილო ღამეები, გადაღლილი ექიმები... პანდემიის ორი წელი და მედიცინის მუშაკები, ვინც კორონავირუსის გამოჩენის პირველივე დღიდან ერკინებიან ამ ვერაგ ვირუსს, ისინი ბრძოლის წინა ხაზზე თავდადებით იბრძვიან. არაერთი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა ამ ბრძოლას.

მიუხედავად ამისა, ბევრია მათ მიმართ უმადური რეპლიკა, ეჭვი, ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა... საბედნიეროდ, უფრო ბევრნი არიან ისინი, ვინც მათ შრომასა და თავგანწირვას აფასებენ.

ოთარ ჩოკოშვილი, ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი:

"ექიმის პროფესია ბავშვობიდან მიზიდავდა. რაიონში ვცხოვრობდით (საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურადან ვარ), არც ისეთი შეძლებული ოჯახი გვქონდა, მაგრამ რომ ხედავდნენ, რომ მონდომებული და წარმატებული ბავშვი ვიყავი, ყველანაირად ხელი შემიწყვეს და სწავლა სამედიცინო სასწავლებელში გავაგრძელე. თავიდან ვფიქრობდი, რომ სამკურნალო მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ რადგან ბუნებით მიყვარდა ექსპერიმენტები, კვლევა-ძიება, საბოლოოდ ეპიდემიოლოგია ავირჩიე. სტუდენტობის დროს ინფექციურში ვმორიგეობდი. როგორც კი სტუდენტობა დამთავრდა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან იყო 1 ვაკანსია, მივედით მე და ჩემი კოლეგა-მეგობარი და ბატონმა თენგიზმა ორივე დაგვიტოვა. დღემდე მადლიერი ვარ, რომ ბევრი შესაძლებლობა მოგვცა, როგორც სპეციალისტმა, პიროვნებამ, ხელმძღვანელმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან რამდენიმე დღეშივე ჩავერთე კოვიდთან ბრძოლაში. პირველი პერიოდი იყო დატვირთული, მოლოდინით აღსავსე, საინტერესო, დაძაბული იყო... ოჯახი, რათა მათთვის საფრთხე არ შემექმნა, გავუშვი კახეთში და თვითონ ვმუშაობდი. ხანდახან დღეები ისე გადიოდა დარეკვასაც ვერ ვახერხებდი ხოლმე... იყო დრო, შვილი 3 თვის უნახავი მყავდა. ვცდილობ, ჩემი პროფესიული უნარები მაქსიმალურად გამოვიყენო პანდემიის მართვაში და კომუნიკაციის კუთხითაც ვიყო ჩართული პროცესში, ბევრჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა დროს გამოვძებნი, ვთანამშრომლობ ხოლმე პრესასთან და ტელევიზიასთან. პირველი პერიოდის შემდგომ დაიწყო რეგულაციები, რამდენიმე აცრის კაბინეტის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა და ვკურირებ მათ დღემდე, ასევე ტექნიკურ დახმარებას ვუწევ სხვადასხვა კლინიკებში, ვეხმარები კოვიდის კვლევაში, კონტაქტების მოძებნაში და საგანმანათლებლო - საინფორმაციო სამუშაოებშიც ვარ ჩართული.

ეპიდემიოლოგის მუშაობის შედეგი, მკურნალი ექიმის მუშაობის შედეგისგან განსხვავდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტი რომ განკურნა, იმ პაციენტმა იცის ვინ განკურნა და მადლიერია. ეპიდემიოლოგი კიდევ სულ მოუწოდებს საზოგადოებას - ატარე ნიღაბი, 5-6 თანამშრომელს ცალ-ცალკე უშვებს იზოლაციაში, იმიტომ, რომ კონტაქტშია, აცრის რეკომენდაციებს იძლევა დაჟინებით, მოკლედ, არავინაა კმაყოფილი ამით (იცინის). არჩევანი არასდროს მინანია. ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობს და ეძიებს. მოკლედ ეპიდემიოლოგია და ჯანდაცვა საჩემო საქმეა".

ეკა ჭოლაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი:

- რაც დაიწყო კოვიდპანდემია, ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა. ადვილი არ იყო, თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ არ ვიცოდით რამდენად გადამდები იყო, რამდენად მაღალი იყო სიკვდილიანობა, არ ვიცნობდით ამ ვირუსს, შესაბამისად, უფრო მეტად გვეშინოდა, შესაბამისად, რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რაოდენობრივად პაციენტი არ იყო იმდენი, რამდენიც ახლა. ფსიქოლოგიურად იყო მძიმე მოცემულობა. თვითონ კოვიდში მუშაობა იყო სტრესული, ფაქტობრივად, არავინ გველაპარაკებოდა, ახლოს არ მოდიოდა ჩვენთან, ყველა საოცრად გვერიდებოდა. ახლა გაცილებით მარტივია, იმას ვგულისხმობ, რომ ვიცით, როგორია გადადება, ვიცით, რა სიმძიმისაა, მაგრამ ბევრი მძიმე პაციენტი მოდის, პაციენტის დაკარგვა კი რთულია... ძნელი გადასატანია ადამიანის დაღუპვა... ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც ძალიან ახლობელი ადამიანი არ ჰყავს გარდაცვლილი კოვიდით. ზოგმა მშობელი დაკარგა, ზოგმა ბებია-ბაბუა, მეგობარი, ნათესავი... მარტივი ოვიდთან ბრძოლის არცერთი ეტაპი ყოფილა.

- უკმაყოფილო, უმადური პაციენტებიც ხომ არიან, როგორ ხვდებით მათ საყვედურებს?

- ეს ჩეულებრივი ამბავია. როდესაც ხარ ექიმი და საავადმყოფოში მუშაობ, ამისთვის მზად უნდა იყო...

- გული არ გწყდებათ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, არის ეგეთი შემთხვევებიც... ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მადლიერი პაციენტია, გადარჩენილ, კარგად მყოფს სახლში რომ გაუშვებ, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

ილია ქებურია, 48 წლის, კოვიდგადატანილი:

"მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ ხველება დამეწყო, სიცხეც მქონდა 38,5-39 მაგრამ წამალს დავლევდი თუ არა, მალევე მივარდებოდა. მეუღლემ სასწრაფოში დარეკა. რომ გაიგეს ინსულტგადატანილი ვიყავი, თან ორჯერ აცრილი, თან დიაბეტიანი, ეგრევე მოვიდნენ. გამსინჯეს, მომისმინეს, მითხრეს, - ტესტს აგიღებთ, თუ დაგიდასტურდა კოვიდი, კლინიკაში დაგაწვენთ, თუ არა, 3 დღით მაინც დაგტოვებთ, დაკვირვების ქვეშ გვეყოლებითო. რადგან ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ინფექციურ საავადმყოფოში გამაქანეს. დამეხვივნენ ექიმები, ექთნები... თან მყვებოდნენ. მეორე დღიდან სიცხე აღარ მქონია. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ექიმების, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა სკაფანდრებში იყვნენ გამოწყობილი და სახეზეც ვერ ვცნობ... ფილტვების 11-ქულიანი დაზიანება მქონდა, საშუალოზე რთულიაო, თუმცა მეცხრე დღეს გამომიშვეს, ყველაფერი ნორმაში მქონდა. ექიმები მეუბნებოდნენ, - აცრამ გადაგარჩინაო. მე საკუთარი თვალით ვნახე მედპერსონალის მუხლჩაუხრელი შრომა, მადლობა მათ!"

ნათელა რუხაძე, 70 წლის:

"8 დეკემბერს გავიკეთე მეორე აცრა და 11 დეკემბერს, შემამცივნა. მეორე დღეს უხასიათოდ ვიყავი და სიცხე აღმომაჩნდა 37,5. კოვიდი არ მეგონა. ორშაბათს წავედი სწრაფი ტესტის გასაკეთებლად და ყურს არ დავუჯერე, რომ მითხრეს, კოვიდდადებითი ხართო. შინ რომ მოვედი, ოჯახის ექიმი დამიკავშირდა, გამომკითხა ყველაფერი, დამარიგა, დამამშვიდა. 1 კვირის თავზე ჩემმა ექიმმა დაგეგმა და წამიყვანეს ანალიზებზე, მეორე დღეს დამირეკეს დედიმერი გაქვთ მაღალი, არის თრომბის საშიშროება და გჭირდებათ ჰოსპიტალიზაციაო. საავადმყოფოში მოხვედრისა ძალიან მეშინოდა, ამიტომ სასტიკ უარზე ვიყავი. ძალს მე ვიყავი და ძალს - ექიმები... ასე აღმოვჩნდი ჩაფიძის კლინიკაში. ყურადღება მომაქციეს, მომხედეს, მომიარეს, არაჩვეულებრივი პერსონალი დამტრიალებდა თავს: ლელა კოპალეიშვილი, ნესტან ლაშხი, შორენა ნოზაძე... რამდენიმე დღეში ჩემი გოგონაც ცუდად გახდა, როგორც ჩემ კონტაქტს, მასაც კოვიდი დაუდასტურდა და კლინიკაშიც შემომიერთდა. იმასაც გადაჰყვნენ ზედ. საბედნიეროდ, მხოლოდ ჩვენ არა, ყველას ასე გულისხმიერებით ემსახურებოდნენ, უვლიდნენ. მოკლედ, ამ ადამიანებმა დაამსხვრიეს ჩემში ჩაბუდებული სტერეოტიპი. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან მეშინოდა საერთოდ საავადმყოფოში მოხვედრა. იმდენი ცუდი მქონდა მოსმენილი, სოციალურ ქსელში მინახავს, როგორ ჰყვებოდნენ, - საერთოდ არ აქცევენ ავადმყოფებს ყურადღებასო. შეშინებული ვიყავი, მაგრამ ჩემ მაგალითზე გეუბნებით, არ დაიჯეროთ... როგორც ვიცი, ბევრი ადამიანის გარდაცვალება დაგვიანებული მკურნალობის ბრალია, ამიტომ აუცილებლად დროულად მიმართეთ მედიცინის მუშაკებს. ერთგულად, თავდაუზოგავად, გულიანად და პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი ექიმები. ეს ხალხი ნამდვილად ღირსია შექების და მადლობის თქმის".

ავტორი: ეკა სალაღაია