"მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ გავრცელდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის მიესალმება ქვეყანაში გამართულ სოლიდარობის აქციებს.
"მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები.
პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო.
აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა.
ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია. ეს ნიშნავს, რომ "მთავრობამ" იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!
მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პატარა მუსოლინია მიშა, ისე, მუსოლინის თავიდან ეძახოდნენ "პიკოლო დუჩეს", პატარა ბელადიო , მერე თვითონ მოიშორა "პიკოლო" , და დუჩე გახდა ! მიშას ნაცმო კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია არაა, ის ფაშიოა მუსოლინური ტიპის , შესაბამისი ზონდერ შავრაზმელებით, დროშებითა და შტანდარტებით , ნიშნებით, შეძახილებით და ხელკეტებით , დემაგოგიური კალკირებული რიტორიკით , თეატრალიზებული , რეალობისგან მოწყვეტილი, უსაფუძვლო , როგორც მათი დაგროვილი სიმდიდრეა, აღმაშენებლობის პრეტენზიით !
შენ ხარ პატიმარი და კარგა ხნით მოგიწევს მად ყოფნა. აქვე გაითვალისწინე რომ ჯიბეში მუდმივი "მგლის ბილეთი" გიდევს და ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს იმ საბედისწერო შეცდომას რაც 2003 ში დაუშვა! არ ვიცი ვის გულისხმობ როცა ამბობ "ჩვენ" მაგრამ შენს გვარძე რამდენიმე ასეული ტვინგამორეცხილი ფანატიკოსის გარდა ვერავის ვხედავ!