პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე
"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე

მე­გობ­რე­ბო, უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით ჩუ­მად ყოფ­ნა უბ­რა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლია - ისე არი­ან გა­ჩუ­მე­ბუ­ლე­ბი და გა­რი­დე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან, გე­გო­ნე­ბა, მე ვიყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ”პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია „გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა“.

ამას­თან, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას აპი­რებს.

„მე პი­რა­დად კი­ევ­ში ვი­ყა­ვი, ჩა­მო­ვე­დი და იმ­დე­ნად მძი­მეა ვი­თა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ კვი­რა­შიც კი­ევ­ში მო­მი­წი­ოს ყოფ­ნა. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი. იმ­დე­ნად ცხე­ლი ვი­თა­რე­ბაა, გუ­ლიც არ მით­მენს სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, აქ რომ ვიჯ­დე, რად­გან უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს ბედი გა­დაბ­მუ­ლია.

ხალ­ხო, მე­გობ­რე­ბო, უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით ჩუ­მად ყოფ­ნა უბ­რა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლია. ხვალ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ყოთ. 2008 წლის ომის დროს მათ ბუ­კე­ბი მოგ­ვა­წო­დეს, რომ­ლი­თაც თავი და­ვი­ცა­ვით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჩა­მო­ვი­და.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვართ, ჩვენ ომი კი არა, მშვი­დო­ბა გვინ­და. მშვი­დო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­შიც და უკ­რა­ი­ნა­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა. ხვალ რომ ჩვენ დავ­დგეთ ასე­თი საფრ­თხის წი­ნა­შე, ჩვენ გვინ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა, რომ არ დაგ­ვეს­ხას თავს რუ­სე­თი. უკ­რა­ი­ნის მი­ზა­ნი ომი არ არის. უკ­რა­ი­ნის მი­ზა­ნი არის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ეს აღელ­ვებს რუ­სეთს დღეს. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა არ აწყობს რუ­სეთს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კი­თხი „რე­ფორ­მე­ბის“ ჯგუფ­მა გა­აქ­ტი­უ­რა.

„ვფიქ­რობ, რომ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა“ და „რე­ფორ­მე­ბის“ ჯგუფ­მა გა­ვა­აქ­ტუ­ა­ლი­ზი­რეთ ეს თემა პარ­ლა­მენ­ტში. აქამ­დე სად იყ­ვნენ? ისე არი­ან გა­ჩუ­მე­ბუ­ლე­ბი და გა­რი­დე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან გე­გო­ნე­ბა, მე ვიყო ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. აქამ­დე სად იყ­ვნენ. პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბაც კი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრისტან დ'აკუნია
0

სიტყვა "მეგობრის" მნიშვნელობა იცი დაღმამშენებელო? 

მერე - გვერდზე რატომ არ უდგას ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა; პარლამენტში რეზოლუცია მზადდება; სხვა რა შენც მარგოსავით გგონია რომ იარაღი უნდა გავაგზავნოთ?

ახალგაზრდა კაცი ხარ, თუ ასე შეგტკივა გული, წადი, იარაღი აიღე და დადექი წინა ხაზზე!

keti
0

gachumebuls ver ucodeb da verc garidebuls akvirdebian da damkvirvelis rolshi dgas jer jerobit sakartvelos saxelmcipo neitralurs ichers diplomatiurad omi rom daickeba sakartvelos saxelmcipoc sheitans tavis ckvils pirveli xma amerikaa modis inglisi saprangeti germania visacdzala ucevs amcutebshi chineti kvela caertveba omshi turketic tavis mxridanac dapikrsirdeba ai am cutas sheni mogzauroba ukrainashi ver gamianalizebia sakartvelo rusets arasodes daubrundeba es ukve putinmac icis kargad amitom daickebs brdzolas sadac ras aigebs da caartmevs ukan ar daixevs amcutas araa sachiro sakartvelom daapiksiros is rac jer ar dackebula

 

ავტორი:

"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე

"ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია" - ვაშაძე

მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა უბრალოდ დანაშაულია - ისე არიან გაჩუმებულები და გარიდებული პროცესებიდან, გეგონება, მე ვიყო ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ”პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობისათვის აუცილებელია „გაერთიანებული ძალების ჩვენება“.

ამასთან, როგორც თავად ამბობს, უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„მე პირადად კიევში ვიყავი, ჩამოვედი და იმდენად მძიმეა ვითარება, შეიძლება, მომავალ კვირაშიც კიევში მომიწიოს ყოფნა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. იმდენად ცხელი ვითარებაა, გულიც არ მითმენს სიმართლე რომ გითხრათ, აქ რომ ვიჯდე, რადგან უკრაინა-საქართველოს ბედი გადაბმულია.

ხალხო, მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა უბრალოდ დანაშაულია. ხვალ შეიძლება იგივე ვითარებაში ვიყოთ. 2008 წლის ომის დროს მათ ბუკები მოგვაწოდეს, რომლითაც თავი დავიცავით, უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ვართ, ჩვენ ომი კი არა, მშვიდობა გვინდა. მშვიდობისთვის საქართველოშიც და უკრაინაშიც აუცილებელია გაერთიანებული ძალების ჩვენება. ხვალ რომ ჩვენ დავდგეთ ასეთი საფრთხის წინაშე, ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა, რომ არ დაგვესხას თავს რუსეთი. უკრაინის მიზანი ომი არ არის. უკრაინის მიზანი არის მშვიდობა, სტაბილურობა. ეს აღელვებს რუსეთს დღეს. განვითარებული უკრაინა არ აწყობს რუსეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხი „რეფორმების“ ჯგუფმა გააქტიურა.

„ვფიქრობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რეფორმების“ ჯგუფმა გავააქტუალიზირეთ ეს თემა პარლამენტში. აქამდე სად იყვნენ? ისე არიან გაჩუმებულები და გარიდებული პროცესებიდან გეგონება, მე ვიყო ქვეყნის ხელისუფლებაში. აქამდე სად იყვნენ. პირველი განცხადებაც კი საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, - განაცხადა ვაშაძემ.