სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლს ცუდი სუნი სცემს... აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს" - ინალ არძინბა აფხაზეთში ქართულ პროექტებს კრძალავს, როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?
"კრემლს ცუდი სუნი სცემს... აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს" - ინალ არძინბა აფხაზეთში ქართულ პროექტებს კრძალავს, როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მუ­შა­ო­ბენ, რა დრო­საც მან ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და მათ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა აუკ­რძა­ლა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, World Vision-ის აფხა­ზე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოქ­სა­ნა ლა­სუ­რია თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. მას და მის კო­ლე­გებს არ­ძინ­ბამ პირ­და­პირ უთხრა, რომ ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უკ­რძა­ლავს.

ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­კვე­ულ შე­დე­გებს და­დე­ბი­თად აფა­სებს, მაგ­რამ არ­ძინ­ბა მა­ინც და­უშ­ვე­ბელ­სა და მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს აფხა­ზეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ "ზო­გი­ერთ პრო­ექტს". კონ­კრე­ტუ­ლად, არ­ძინ­ბას აღი­ზი­ა­ნებს UNDP- ის (გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო) მიერ რე­გი­ონ­ში გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვა, რო­მე­ლიც ში­და­პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­სა და ქარ­თულ მხა­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს მო­ი­ცავ­და.

არ­ძინ­ბას თქმით, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო მსგავს სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

ე.წ. მი­ნის­ტრმა COBERM-ის (ნდო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ად­რე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი) პროგ­რა­მა­ზეც ისა­უბ­რა და მას აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის გეგ­მა უწო­და.

"მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი აფხაზ და ქარ­თველ ექ­სპერ­ტებ­სა და ახალ­გაზ­რდებს შო­რის. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩა­ი­წე­რეთ ეს და მსგავ­სი პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა უნდა შე­წყდეს. ჩვენ ამას გიკ­რძა­ლავთ" - გა­ნა­ცხა­და არ­ძინ­ბამ.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არ­ძინ­ბას უწყე­ბას უნდა შე­უ­თან­ხმონ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, სე­მი­ნა­რი თუ უბ­რა­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­ა­ნა­ლი­ზოს ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ნე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რად­გან ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იდ­გმე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ უნდა შე­ვის­წავ­ლოთ" - ნათ­ქვა­მია არ­ძინ­ბას გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც აფხა­ზუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ინალ არ­ძინ­ბა ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა, რა­საც მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა.

მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ის რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნულ კად­რად აღიქ­ვა, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია კრემლს მი­ა­წო­დოს.

"არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას დიქ­ტა­ტო­რულ ქვეყ­ნებ­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ. ჩვენს იქით მივ­დი­ვართ? ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­მო­უყ­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს "ენ­ჯე­ო­ე­ბი" და ახლა შე­მო­იყ­ვანს? რას გვი­პი­რებს არ­ძინ­ბა? ბავ­შვებ­სა და შშმ პი­რებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ეს არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ეტ­ლით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი შვე­ბა იყო მათ­თვის, მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სულ არ აინ­ტე­რე­სებთ პო­ლი­ტი­კა. ეტყო­ბა, რუ­სუ­ლი კა­გე­ბეს კადრმა არ იცის, მო­სახ­ლე­ო­ბის ეს ნა­წი­ლი, რომ ბე­დის ანა­ბა­რა იყო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ლაშა ხაგ­ბა.

"ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე ეტყო­ბა, რომ არ­ძინ­ბა უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დგას, ვიდ­რე ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი. თუ ასე­თი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია მათი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც თურ­მე ქარ­თვე­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას "გვა­ი­ძუ­ლებს", მა­შინ რას აკე­თებს შს სა­მი­ნის­ტრო და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი? რა იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი, სამ­კურ­ნა­ლოდ არ გაგ­ვიშ­ვე­ბენ? ჩემი ოჯა­ხის წევ­რი დამ­ყავს თბი­ლის­ში სამ თვე­ში ერთხელ და რას მე­უბ­ნე­ბი­ან, აღარ გა­გიშ­ვებ­თო? აკ­რძალ­ვა კი არა, მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს. მე ვე­ლო­დე­ბი იმ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის პო­ზი­ცი­ებს, რო­მელ­თაც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაჰ­ყვათ სამ­კურ­ნა­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი. არ­ძინ­ბას გა­რე­შეც არ­სე­ბობ­და ეს ქვე­ყა­ნა" - მი­აჩ­ნია ელა კვი­რა­ი­ას.

"კრემლს რა­ღაც ცუდი სუნი სცემს, თო­რემ არ­ძინ­ბა ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი არ იქ­ნე­ბო­და" - წერს ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"აფხა­ზი "სუ­პერ­მე­ნი" თა­ვის წე­სებს გვკარ­ნა­ხობს, რო­გორც ეს "კა­გე­ბე­ში" სჩ­ვე­ვი­ათ" - წერს ირმა კა­კუ­ბა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
1

მოვა დრო ამ პატარა ბიჭს მოუწევს საქართველოში თავშესაფარი

ლევანი
0

გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო არა, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგრამა ( UNDP).

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კრემლს ცუდი სუნი სცემს... აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს" - ინალ არძინბა აფხაზეთში ქართულ პროექტებს კრძალავს, როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"კრემლს ცუდი სუნი სცემს... აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს" - ინალ არძინბა აფხაზეთში ქართულ პროექტებს კრძალავს, როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იმ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში მუშაობენ, რა დროსაც მან ქართულ-აფხაზური პროექტები გააკრიტიკა და მათ ერთობლივი მუშაობა აუკრძალა. აფხაზური მედიის ცნობით, World Vision-ის აფხაზეთის წარმომადგენელი ოქსანა ლასურია თავის პარტნიორებთან ერთად, წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებებზე მუშაობდა. მას და მის კოლეგებს არძინბამ პირდაპირ უთხრა, რომ ქართველებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას უკრძალავს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ორგანიზაციების საქმიანობის გარკვეულ შედეგებს დადებითად აფასებს, მაგრამ არძინბა მაინც დაუშვებელსა და მიუღებელს უწოდებს აფხაზეთში განხორციელებულ "ზოგიერთ პროექტს". კონკრეტულად, არძინბას აღიზიანებს UNDP- ის (გაეროს განვითარების საბჭო) მიერ რეგიონში გასულ წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც შიდაპოლიტიკურ საკითხებსა და ქართულ მხარესთან ურთიერთობებს მოიცავდა.

არძინბას თქმით, გაეროს განვითარების საბჭო მსგავს საკითხებზე მუშაობისთვის არაკომპეტენტურია და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობის უფლება არ აქვს.

ე.წ. მინისტრმა COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) პროგრამაზეც ისაუბრა და მას აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გეგმა უწოდა.

"მიუღებელი და დაუშვებელია პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტებზე მუშაობა უნდა შეწყდეს. ჩვენ ამას გიკრძალავთ" - განაცხადა არძინბამ.

გასული წლის დეკემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა არძინბას უწყებას უნდა შეუთანხმონ ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხორციელდება, ეს იქნება საზოგადოებრივი შეხვედრები, სემინარი თუ უბრალო საზოგადოების წევრების შეხვედრები.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაანალიზოს ყველა პროექტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება შემუშავებული, რადგან ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგმება აუცილებლად წინასწარ უნდა შევისწავლოთ" - ნათქვამია არძინბას განცხადებაში, რომელსაც აფხაზური მედია ავრცელებს.

ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა, რასაც მაშინვე მოჰყვა ადგილობრივ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ის რუსეთის მიერ დანიშნულ კადრად აღიქვა, რომელმაც აფხაზეთში მიმდინარე პროცესები უნდა გააკონტროლოს და ინფორმაცია კრემლს მიაწოდოს.

"არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას დიქტატორულ ქვეყნებში აკონტროლებენ. ჩვენს იქით მივდივართ? ამ 30 წლის განმავლობაში არ შემოუყვანია საქართველოს "ენჯეოები" და ახლა შემოიყვანს? რას გვიპირებს არძინბა? ბავშვებსა და შშმ პირებს ეხმარებოდნენ ეს არასამთავრობოები ეტლით, მედიკამენტებით, მკურნალობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, ეს ყველაფერი დიდი შვება იყო მათთვის, მცირეწლოვანი მშობლებისთვის, რომელთაც სულ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეტყობა, რუსული კაგებეს კადრმა არ იცის, მოსახლეობის ეს ნაწილი, რომ ბედის ანაბარა იყო" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლაშა ხაგბა.

"ამ განცხადებაზე ეტყობა, რომ არძინბა უფრო მაღალ თანამდებობაზე დგას, ვიდრე ბჟანია-ანქვაბის გუნდი. თუ ასეთი საფრთხის შემცველია მათი პროექტები, რომელიც თურმე ქართველებთან დაახლოებას "გვაიძულებს", მაშინ რას აკეთებს შს სამინისტრო და სხვა შესაბამისი სამსახურები? რა იქნება მომდევნო ნაბიჯი, სამკურნალოდ არ გაგვიშვებენ? ჩემი ოჯახის წევრი დამყავს თბილისში სამ თვეში ერთხელ და რას მეუბნებიან, აღარ გაგიშვებთო? აკრძალვა კი არა, მზრუნველობა სჭირდებათ ადამიანებს. მე ველოდები იმ სამოქალაქო აქტივისტების პოზიციებს, რომელთაც ასევე საქართველოში დაჰყვათ სამკურნალოდ ოჯახის წევრები. არძინბას გარეშეც არსებობდა ეს ქვეყანა" - მიაჩნია ელა კვირაიას.

"კრემლს რაღაც ცუდი სუნი სცემს, თორემ არძინბა ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა" - წერს ირაკლი სუხუმსკი.

"აფხაზი "სუპერმენი" თავის წესებს გვკარნახობს, როგორც ეს "კაგებეში" სჩვევიათ" - წერს ირმა კაკუბავა.