სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება
დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდი ბრი­ტა­ნე­თი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებს ამ­სუ­ბუ­ქებს. ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ი­ცავს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნის გა­უქ­მე­ბას, ასე­ვე 27 იან­ვრი­დან Covid-ის საშ­ვის წარ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­უქ­მე­ბას.

გეგ­მის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებს ჯერ კი­დევ დას­ჭირ­დე­ბათ თვი­თი­ზო­ლა­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს სა­მუ­და­მოდ არ გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ხვა­ლი­დან აღარ დას­ჭირ­დე­ბათ ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში.

ასე­ვე Covid-ის პას­პორ­ტე­ბი ღა­მის კლუ­ბებ­ში და დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში შე­სას­ვლე­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­უძ­ლი­ათ მო­ი­თხო­ვონ Covid-ის პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუ ამის სურ­ვი­ლი აქვთ.

ასე­ვე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიღ­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ატა­როს პირ­ბა­დე­ე­ბი და­ხუ­რულ ან ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში და უც­ნო­ბებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ Omicron ვა­რი­ან­ტი "უკან იხევს", რაც ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ცხოვ­რე­ბის ახალ თავს კო­ვიდ­თან ერ­თად.

პრე­მი­ე­რი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, ეს არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც "ფი­ნა­ლის ხაზი", რად­გან ვირუ­სის და ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის აღ­მო­ფხვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ცხოვ­რე­ბა Covid-თან ისე, რო­გორც ვცხოვ­რობთ გრი­პთან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და მან.

ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვის, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ოთხშა­ბათს კო­რო­ნა­ვირუ­სის 108,069 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და 359 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dato
3

Ე ეს არის ბრიტანელი ხალხის პროტესტის შედეგი და არა მთავრობის კეთილი ნების 

aleksandre
5

ეს ჩვენი "ბრძენი " ხელისუფლე4ბა არ აპირებს შემსუბუქებას? თუ სულ უკან უნდა მიჩანჩალებდეს ყველაფერში

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდ ბრიტანეთში საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების და კოვიდ-საშვის წარდგენის ვალდებულება უქმდება

დიდი ბრიტანეთი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა.

აღნიშნული მოიცავს საჯარო სივრცეში ნიღბების ტარების მოთხოვნის გაუქმებას, ასევე 27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციის გაუქმებას.

გეგმის მიხედვით, ადამიანებს ჯერ კიდევ დასჭირდებათ თვითიზოლაცია ინფიცირების შემთხვევაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ასევე ნიღბების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სკოლის მოსწავლეებს ხვალიდან აღარ დასჭირდებათ ნიღბების ტარება საკლასო ოთახებში.

ასევე Covid-ის პასპორტები ღამის კლუბებში და დიდ ღონისძიებებში შესასვლელად სავალდებულო არ იქნება, თუმცა კერძო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ Covid-ის პასპორტის გამოყენება, თუ ამის სურვილი აქვთ.

ასევე მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები აღარ იქნება სავალდებულო, რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში და უცნობებთან შეხვედრისას.

პრესკონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ Omicron ვარიანტი "უკან იხევს", რაც ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ცხოვრების ახალ თავს კოვიდთან ერთად.

პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები განახლდება, რომლის შესახებაც დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბორის ჯონსონის თქმით, ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც "ფინალის ხაზი", რადგან ვირუსის და ახალი ვარიანტების აღმოფხვრა შეუძლებელია.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება Covid-თან ისე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად", - განაცხადა მან.

ინფორმაციითვის, დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს კორონავირუსის 108,069 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 359 ადამიანი დაიღუპა.