მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კვირაში მხოლოდ 4 სამუშაო დღის დაწესება უფრო მეტად პროდუქტიული და სარგებლის მომტანი იყოს, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის.
დისკუსია პანდემიის შემდეგ დაიწყო და დიდ ბრიტანეთში საქმე იქამდე მივიდა, რომ აღნიშნულ საკითხზე კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს. იწყება 6-თვიანი კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რამდენად დადებითად, ან უარყოფითად შეიძლება აისახოს 4-დღიანი სამუშაო კვირა ადამიანებზე.
კვლევას ხელმძღვანელობენ გლობალური ანალიტიკური საპარტნიორო ცენტრი Autonomy, ოქსფორდის უნივერსიტეტის, ქემბრიჯის უნივერსიტეტისა და ბოსტონის კოლეჯის მკვლევრები.
დიდ ბრიტანეთში კვლევა უკვე დაწყებულია და მალე მსგავსი ტიპის პროგრამები დაიწყება აშშ-ში, ირლანდიაში, კანდაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
"სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია ორიენტირებული ხდება პროდუქტიულობის შენარჩუნების სტრატეგიებზე და ერთ-ერთი სტრატეგია არის სამუშაო საათების შემცირება ანაზღაურების შემცირების გარეშე. ეს მოდელი დაეხმარება კომპანიებს, რომ თანამშრომლებმა უფრო მეტად შეძლონ კონცენტრირება საქმეზე“, - ამბობს საცდელი პროგრამის ხელმძღვანელი ჯო ო’კონორი.
წყარო:independent
არის ეკონომიკა დაუამრავი სამსახურები რომლებსაც ვერ გადაიყვან 4 დღიანი სამუშაო გრაფიკზე და თუ გაფაიყვან გამოიწვევს ეკონომიკის ნგრევას ან ფასების ხარჯების გაზრდას მოკლედ მოდი სცადე გადაიყვანე სოფლის მეურნეობა ოთხ დღიანი სამსახურზე და კიტრს პომიდორს და ცხვარ ძროხას უთხარი რომ ოთხ დღიანი სამუშაო რეჟიმზე ხარ სამუშაო საათის შემცირებით დაიწყეთ ეგრე აჯობებს და დამატებით სამუშაო საათის ანაზღაურებაზე რადგან 8*5=40 საათიანი სამუშაო გრაფიკი პაპაჩემის დროს დაწესდა
ვეთანხმები!!! ეს კი არ ნიშნავს, რომ საქმე გაუკეთებელი დაგრჩება, არამედ ის ერთი დღე სამსახურის ნაცვლად სახლში გაატარებ და თუ რაიმე გრჩება გასაკეთებელი (ლეპოპზე ან პრეზენტაციისთვის ან კიდევ რა ვიცი რამდენი რამე არსებობს რომელიც შეიძლება სახლიდან აკეთო - გგაკეთებ ან იმ ოთხ დღეში დაიტვირთო თავი ზედმეტად.