სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში
მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში

მო­უ­ლოდ­ნე­ლი "ლო­ქ­და­უ­ნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პა­ე­მან­ზე გაც­ნო­ბილ მა­მა­კაც­თან სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა მო­უ­წია.

ქალი, რო­მე­ლიც ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მი­სის ვან­გის სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდა, წინა კვი­რას ყვე­ბო­და, რომ ის მა­მა­კაც­თან სახ­ლში სა­ვახ­შმოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად "ლო­ქ­და­უ­ნი" გა­მო­ცხად­და და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის იქვე გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

"ასა­კი მო­მე­მა­ტა, ამი­ტომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა უკვე 10-მდე პა­ე­მან­ზე გა­მიშ­ვეს," - წერს ის Wechat-ის პოს­ტში. მან ისიც თქვა, რომ მე­ხუ­თე მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც პა­ე­მან­ზე აპი­რებ­და წას­ვლას, "კარ­გი მზა­რე­უ­ლი იყო, ამი­ტომ მან გა­და­წყვი­ტა, სახ­ლში და­ვე­პა­ტი­ჟე და თა­ვი­სი­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით გამ­მას­პინ­ძლე­ბო­და".

სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, შუა ვახ­შმო­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ბი­ჭის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­გი­ო­ნი, კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის მო­მა­ტე­ბის გამო, კა­რან­ტინ­ში მო­ექ­ცა და მათ სახ­ლის და­ტო­ვე­ბაც კი არ შე­ეძ­ლოთ.

მი­სის ვან­გმა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბი­ჭთან 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა და სი­ტუ­ა­ცია "არ იყო იდე­ა­ლუ­რი", მაგ­რამ ისიც და­უ­მა­ტა, რომ ახალ­გაც­ნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი მის­თვის ყო­ველ­დღე ამ­ზა­დებ­და სხვა­დას­ხვა კერ­ძებს.

ქალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ობ­ლო­გე­ბიც კი აუტვირ­თავს იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, თუ რო­გორ ზრუ­ნავ­და კაცი მას­ზე, სა­ნამ სახ­ლში ერ­თად იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მი­სის ვან­გმა, მა­მა­კაცს მი­ნუ­სიც აღ­მო­უ­ჩი­ნა: "ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობს".

წა­მო­ვი­და თუ არა ქალი ბი­ჭის სახ­ლი­დან, ან აპი­რე­ბენ თუ არა ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Iumori
2

გოგონას ჩასძინებოდა

თვალები ჩემსკენ ექნაო

მივეპარე და ვაკოცე,

აბა რა უნდა მექნაო,

გამოეღვიძა გოგონას,

ერთი ამბავი შექნაო,

მარტო კოცნა რას უშველის

სხვა რამეც უნდა გექნაო... 

 

 

ასეა ახლა ამის საქმე.

ქვეყნის გულშემატკივარი
2

მშობლებმა 10 პაემანზე ძალით გაუშვეს. ე.ი. არ უნდა დააგვიანოს გათხოვება.ეს რა მაგარი წესები ჰქონიათ, არც მალავენ. ეხლა, გამდიდრდნენ და სამ შვილზე ნაკლები არ შეიძლება, ადრე როცა უჭირდათ ერთზე მეტი არ შეიძლებოდა და მილიარნახევარი არიან მაინც.სამ შვილზე ნაკლები თუ აუკრძალეს მთელ მსოფლიოს დაიპყრობენ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია.

ქალი, რომელიც ჩინურ სოციალურ მედიაში მისის ვანგის სახელით გამოჩნდა, წინა კვირას ყვებოდა, რომ ის მამაკაცთან სახლში სავახშმოდ იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად "ლოქდაუნი" გამოცხადდა და მომდევნო დღეების იქვე გატარება მოუწია.

"ასაკი მომემატა, ამიტომ ჩემმა მშობლებმა უკვე 10-მდე პაემანზე გამიშვეს," - წერს ის Wechat-ის პოსტში. მან ისიც თქვა, რომ მეხუთე მამაკაცი, რომელთანაც პაემანზე აპირებდა წასვლას, "კარგი მზარეული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა, სახლში დავეპატიჟე და თავისივე მომზადებული კერძებით გამმასპინძლებოდა".

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, შუა ვახშმობისას აღმოაჩინეს, რომ ბიჭის საცხოვრებელი რეგიონი, კოვიდის შემთხვევების მომატების გამო, კარანტინში მოექცა და მათ სახლის დატოვებაც კი არ შეეძლოთ.

მისის ვანგმა მედიას განუცხადა, რომ ბიჭთან 4 დღის განმავლობაში დარჩა და სიტუაცია "არ იყო იდეალური", მაგრამ ისიც დაუმატა, რომ ახალგაცნობილი მამაკაცი მისთვის ყოველდღე ამზადებდა სხვადასხვა კერძებს.

ქალს სოციალურ ქსელში ვიდეობლოგებიც კი აუტვირთავს იმის საჩვენებლად, თუ როგორ ზრუნავდა კაცი მასზე, სანამ სახლში ერთად იყვნენ გამოკეტილები. მიუხედავად ყველაფრისა, მისის ვანგმა, მამაკაცს მინუსიც აღმოუჩინა: "ძალიან ცოტას ლაპარაკობს".

წამოვიდა თუ არა ქალი ბიჭის სახლიდან, ან აპირებენ თუ არა ისინი ურთიერთობის გაგრძელებას, ჯერ კიდევ უცნობია.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა