სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის გამო, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება..." - რატომ თვლის ნანა გეგეჭკორი, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სტრატეგია უნდა გადაიხედოს
"იმის გამო, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება..." - რატომ თვლის ნანა გეგეჭკორი, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სტრატეგია უნდა გადაიხედოს

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მის, ნანა გე­გეჭ­კო­რის თქმით, ომიკ­რონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა გა­და­ი­ხე­დოს ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტრა­ტე­გია.

  • რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რის­კის ფაქ­ტო­რის არ მქო­ნე ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას პრე­ვენ­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის და დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ომიკ­რო­ნის მი­მართ ეფექ­ტუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"ომიკ­რო­ნი უს­წრა­ფე­სად ანაც­ვლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ ვა­რი­ანტს. დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ომიკ­რო­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა უს­წრა­ფე­სი გავ­რცე­ლე­ბით და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით წი­ნა­მორ­ბედ ვა­რი­ან­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.მე­დი­ცი­ნა მთლი­ა­ნად აგე­ბუ­ლია რის­კი­სა და სარ­გებ­ლის წო­ნას­წო­რო­ბა­ზე.

ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია, პრე­ვენ­ცი­ის, მკურ­ნა­ლო­ბის თუ დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასო­ცი­რე­ბუ­ლია გარ­კვე­ულ რის­კებ­თან. სწო­რედ ამი­ტომ, მათი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ზედ­მი­წევ­ნით ფრთხი­ლად ვე­კი­დე­ბით ამ რის­კე­ბის შე­ფარ­დე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვით მი­ღე­ბულ სარ­გე­ბელ­თან.კო­რო­ნა­ვირუ­სის ვა­რი­ან­ტე­ბის ცვლი­ლე­ბი­სას იც­ვლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის, და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კე­ბი. ასე­ვე იც­ვლე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ვა­რი­ან­ტის მათ­ზე მგრძნო­ბე­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ აქამ­დე ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კო­ვიდ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რად და­ე­ცა. ასე­ვე საგ­რძნობ­ლად დაქ­ვე­ით­და ომიკ­რო­ნით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი, თუმ­ცა არა იმ­დე­ნად, რომ რისკ ჯგუ­ფე­ბის­თვის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს.

ვი­ნა­ი­დან აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა­ში კო­ვიდ-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი ყვე­ლა სი­ტყვას რა­საც სა­ჯა­როდ თუ პი­რად სა­უბ­რებ­ში გა­მოთ­ქვამ, ამი­ტო­მაც მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ რამ­დე­ნი­მე პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა იქ­ნე­ბა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის პრე­ტენ­ზია არ აქვს. ამ სა­კი­თხებ­ზე ჩემ­ზე ბევ­რად გო­ნი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ალ­ბათ გა­და­ი­ხე­დე­ბა კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტრა­ტე­გი­აც.დე­ტა­ლე­ბით და ციფ­რე­ბით რომ არ გა­დაგ­ღა­ლოთ...

ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ვგუ­ლის­ხმობ მი­ო­კარ­დი­ტის რის­კებს სხვა და სხვა ასა­კობ­რივ და სქე­სობ­რივ ჯგუ­ფებ­ში), ყვე­ლა­ზე დიდი სარ­გე­ბე­ლი კო­ვიდ-19 სა­წი­ნა­ან­დე­გო აც­რას აქვს მოზ­რდილ­თა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში, ვი­საც თუნ­დაც ერთი თან­დარ­თუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ან კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე სხვა რისკ ფაქ­ტო­რი აღე­ნიშ­ნე­ბა. უდა­ვო და უპი­რო­ბოა ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო­ბა.ასე­ვე უდა­ვო და უპი­რო­ბოა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უალ­ტერ­ნა­ტო­ვო­ბა ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, კო­ვიდ-19-ით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში. ეს ეხე­ბა სა­ბავ­შვო ასაკ­საც.

ჩემი აზ­რით, ომიკ­რონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ი­ხე­დოს ბავ­შვე­ბის და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტრა­ტე­გია. რის­კის ფაქ­ტო­რის არ მქო­ნე ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას პრე­ვენ­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის და დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ომიკ­რო­ნის მი­მართ ეფექ­ტუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ის ფაქ­ტი, რომ მი­ო­კარ­დი­ტე­ბის რის­კი სა­ბავ­შვო ასაკ­ში ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ურ­თან შე­და­რე­ბით არა­სა­სურ­ვე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭებ­ში.

ხაზ­გას­მით გა­ვი­მე­ო­რებ, სა­უ­ბა­რია მი­ო­კარ­დი­ტე­ბის ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე მი­ლი­ო­ნი­ო­ნო­ბით აც­რილ­ში. კო­ვიდ ვაქ­ცი­ნებ­თან ასო­ცი­რე­ბულ მი­კარ­დიტს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ ახა­სი­თებს, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იმარ­თე­ბა მარ­ტი­ვი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვით, მაგ­რამ რის­კის და სარ­გებ­ლის აწონ­ვი­სას უდა­ვოდ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტო...

დღემ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კვლე­ვა სა­ი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ბავ­შვებ­ში კო­ვიდ ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფი­ლის კუ­თხით, თუმ­ცა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეფექ­ტუ­რო­ბა ომიკ­რო­ნის შემ­თხვე­ვებ­ში წინა კვლე­ვებ­ში ნაჩ­ვე­ნებს არ უტოლ­დე­ბა, რის­კის და სარ­გებ­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა ვფიქ­რობ, კონ­კრე­ტუ­ლად ბავ­შვე­ბის ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში, გა­და­სა­ხე­დია.დი­დებს კი მეტი გო­ნი­ე­რე­ბა გვმარ­თებს, რათა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან, რამ­დე­ნა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მათი დაც­ვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი პრე­ვენ­ცი­ის ზო­მე­ბის იდე­ა­ლუ­რი დაც­ვაა.

თუ დი­დე­ბი ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად და­ვი­ცავთ წე­სებს აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა პა­ტა­რე­ბის მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. დღეს­დღე­ო­ბით ჩვე­ნი უგუ­ნუ­რე­ბის გამო გვი­წევს მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­სი­უ­რად მო­ვიც­ვათ ყვე­ლა ასა­კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით. რისკ ჯგუ­ფე­ბის­თვის და მა­ღა­ლი ასა­კის პო­პუ­ლა­ცი­ის­თვის სარ­გე­ბე­ლი უდა­ვოა, ბავ­შვე­ბის­თვის და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი ჩემი აზ­რით სა­დაო.

ჩვე­ნი, მოზ­რდი­ლე­ბის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ყო­ვე­ლი ბავ­შვის პრობ­ლე­მა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა სა­რის­კო გვერ­დი­თი ეფექ­ტი გა­მო­უვ­ლინ­დეს. და ბო­ლოს, რა გახ­და მარ­თლა პრე­ვენ­ცი­ის უმარ­ტი­ვე­სი წე­სე­ბის დაც­ვა, რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ არ გა­ი­მე­ტოთ ერ­თმა­ნე­თი?.. იხი­ლეთ ვაქ­ცი­ნის რე­სურ­სე­ბი COVID-19-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში.ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ" - წერს გე­გეჭ­კო­რი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

ამ ვიღაცა ბოღმა ილკარს მინდა ვუთხრა,რომ ნანა გეგეჭკორი მუშაობს ერთ-ერთ უდიდეს ჰოსპიტალში და კოვიდის გამოჩენის პირველი დღიდან უანგაროდ ეხმარება ყველა ქართველს ამერიკაში. მისი ტელეფონის ნომერი ხელიდან ხელში გადადიოდა და რა საოცარიც არ უნდა იყოს ყველას პასუხობდა და აძლევდა კონსულტაციას! მაგრამ ბოროტებას ვერ არჩენს ვერავინ,ესაა უბედურება!

დგ
1

ტუჩზე ხალი ხელოვნურიაააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იმის გამო, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება..." - რატომ თვლის ნანა გეგეჭკორი, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სტრატეგია უნდა გადაიხედოს

"იმის გამო, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება..." - რატომ თვლის ნანა გეგეჭკორი, რომ ბავშვებში ვაქცინაციის სტრატეგია უნდა გადაიხედოს

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმის, ნანა გეგეჭკორის თქმით, ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია.

  • როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, რისკის ფაქტორის არ მქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების ომიკრონის მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით.

"ომიკრონი უსწრაფესად ანაცვლებს კორონავირუსის ყველა წინამორბედ ვარიანტს. დღეისათვის არსებული მონაცემებით, ომიკრონი გამოირჩევა უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით წინამორბედ ვარიანტებთან მიმართებაში.მედიცინა მთლიანად აგებულია რისკისა და სარგებლის წონასწორობაზე.

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პრევენციის, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები ასოცირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენებისას ზედმიწევნით ფრთხილად ვეკიდებით ამ რისკების შეფარდებას სამედიცინო ჩარევით მიღებულ სარგებელთან.კორონავირუსის ვარიანტების ცვლილებისას იცვლება ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების და სიკვდილობის რისკები. ასევე იცვლება ვაქცინებით მიღებული სარგებელი ყოველი კონკრეტული ვარიანტის მათზე მგრძნობელობის მიხედვით.

დღეისათვის არსებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აქამდე ფართოდ გამოყენებული კოვიდ ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირებასთან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. ასევე საგრძნობლად დაქვეითდა ომიკრონით ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი, თუმცა არა იმდენად, რომ რისკ ჯგუფებისთვის დაცვის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ვინაიდან აქტიურად ვარ ჩართული, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ნებისმიერ სიახლესთან მიმართებაში, პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა სიტყვას რასაც საჯაროდ თუ პირად საუბრებში გამოთქვამ, ამიტომაც მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პირადი მოსაზრება ახალი რეალობის გათვალისწინებით. ეს ჩემი პირადი მოსაზრება იქნება და ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს. ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად გონიერი პროფესიონალები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით და დარწმუნებული ვარ ახალი რეალობის გათვალისწინებით ალბათ გადაიხედება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სტრატეგიაც.დეტალებით და ციფრებით რომ არ გადაგღალოთ...

ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ მიოკარდიტის რისკებს სხვა და სხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებში), ყველაზე დიდი სარგებელი კოვიდ-19 საწინაანდეგო აცრას აქვს მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფებში. განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, ვისაც თუნდაც ერთი თანდართული დაავადება, ან კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან ასოცირებული რომელიმე სხვა რისკ ფაქტორი აღენიშნება. უდავო და უპირობოა ამ კატეგორიაში ვაქცინაციის უალტერნატივობა.ასევე უდავო და უპირობოა ვაქცინაციის უალტერნატოვობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობასთან ასოცირებული მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ეხება საბავშვო ასაკსაც.

ჩემი აზრით, ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია. რისკის ფაქტორის არ მქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების ომიკრონის მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით. აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მიოკარდიტების რისკი საბავშვო ასაკში ზოგად პოპულაციურთან შედარებით არასასურველია, განსაკუთრებით ბიჭებში.

ხაზგასმით გავიმეორებ, საუბარია მიოკარდიტების ერთეულ შემთხვევებზე მილიონიონობით აცრილში. კოვიდ ვაქცინებთან ასოცირებულ მიკარდიტს ავთვისებიანი მიმდინარეობა არ ახასითებს, ძალიან ადვილად იმართება მარტივი მედიკამენტოზური ჩარევით, მაგრამ რისკის და სარგებლის აწონვისას უდავოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია.უფრო დეტალურად რომ განვმარტო...

დღემდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა საიმედოდ გამოიყურება ბავშვებში კოვიდ ვაქცინების უსაფრთხოების პროფილის კუთხით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება, რისკის და სარგებლის თანაფარდობა ვფიქრობ, კონკრეტულად ბავშვების ასაკობრივ ჯგუფებში, გადასახედია.დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პრევენციის ზომების იდეალური დაცვაა.

თუ დიდები ზედმიწევნით ზუსტად დავიცავთ წესებს აღარ დაგვჭირდება პატარების მასიური ვაქცინაცია. დღესდღეობით ჩვენი უგუნურების გამო გვიწევს მაქსიმალურად მასიურად მოვიცვათ ყველა ასაკი ვაქცინაციით. რისკ ჯგუფებისთვის და მაღალი ასაკის პოპულაციისთვის სარგებელი უდავოა, ბავშვებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის კი ჩემი აზრით სადაო.

ჩვენი, მოზრდილების, პასუხისმგებლობაა ყოველი ბავშვის პრობლემა, ვისაც შეიძლება სარისკო გვერდითი ეფექტი გამოუვლინდეს. და ბოლოს, რა გახდა მართლა პრევენციის უმარტივესი წესების დაცვა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტოთ ერთმანეთი?.. იხილეთ ვაქცინის რესურსები COVID-19-ის საინფორმაციო ცენტრში.ინფორმაცია ვაქცინის შესახებ" - წერს გეგეჭკორი.