ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსით დაინფიცირების 40-მდე შემთხვევის გამო, მთავრობამ შეზღუდვების მესამე დონე დააწესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მკაცრი "ლოქდაუნის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება ეკრძალებათ. საკონტროლო ზონებში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის უფლება თითოეული ოჯახის ერთ წევრს, მხოლოდ ყოველ მეორე დღეს ეძლევა, პრევენციის ზონებში კი მოქალაქეებს საცხოვრებელი რაიონის დატოვების უფლება არ აქვთ.
ამასთან, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა პეკინის მიმართულებით. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის დატოვებისგან, თუკი ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.
ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, სადაც 14 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ყველა მოქალაქის ტესტირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსის ინფიცირების 20 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის არიან „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულები. გასული დღის განმავლობაში ვირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
It's already under control, please don't be malicious to us,We are not afraid at all, because the country is already safe
საინტერესო ისაა, რომ 2 წლის მანძილზე მხოლოდ 200 ათასამდე შემთხვევა აქვთ დაინფიცირების. ნეტავ, რატომ? ვირუსისადმი წინასწარ გათვლილ რეზისტენტობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?