სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი აღმოვაჩინეთ მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე" - რას წერს თემურ წიკლაურის შვილი
"ეს ამბავი აღმოვაჩინეთ მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე" - რას წერს თემურ წიკლაურის შვილი

სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის თე­მურ წიკ­ლა­უ­რის საფ­ლავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბა და­ა­ზი­ა­ნეს.

ამ­ჯე­რად აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე წიკ­ლა­უ­რის შვი­ლი ქეთი წიკ­ლა­უ­რი წერს:

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო! მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა მა­მას სა­საფ­ლა­ოს ძეგლ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ნა­ი­დან ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა ამ ამ­ბავს და ჩემი ჩუ­მად ყოფ­ნა არ გა­მო­დის.

ეს ამ­ბა­ვი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვენ - მე, ჩემ­მა შვილ­მა ან­დრი­ამ და დე­დამ, რო­დე­საც ავე­დით კო­ჯორ­ში საფ­ლავ­ზე ერთი კვი­რის წინ. ძეგლის ნა­წი­ლი - დე­და­მი­წის ფორ­მის დე­ტა­ლი, ჩემ­თან არის, წა­მო­ვი­ღეთ. რად­გან ზამ­თარ­ში დიდი ყინ­ვე­ბია კო­ჯორ­ში და დე­და­მი­წა ვერ და­მაგრდე­ბა კარ­გად და ამი­ტომ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ასე იქ­ნე­ბა მა­მას ძეგლი არა­ვის არ წა­უ­ღია და არ მო­უ­პა­რავს ეს დე­ტა­ლი,იქვე და­ტო­ვეს რომ მოგ­ლი­ჯეს. რა­ტომ მოგ­ლი­ჯეს, ეს სულ სხვა სა­კი­თხია.

ზოგს ჰგო­ნია,რომ გა­ჭირ­ვე­ბამ აი­ძუ­ლა ვი­ღა­ცა და რომ და­ი­ნა­ხეს რომ არაა ფე­რა­დი მე­ტა­ლი, - ლი­თო­ნი, ბრინ­ჯაო, - აღარ წა­ი­ღეს. არ ვიცი, შე­საძ­ლოა და­პუ­ტულ-დაგ­ლე­ჯი­ლი გვირ­გვი­ნიც ("ვე­ნო­კი") ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბის ნი­შა­ნია, რა გი­თხრათ...

თავს შე­ვი­კა­ვებ და აღარ ვი­ტყვი არა­ფერს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან არ ვა­პი­რებ­დი ამ სუ­რა­თე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ახლა სა­ი­ტებ­ზე დევს ინ­ტერ­ნეტ­ში. უბ­რა­ლოდ, გა­და­უგ­ზავ­ნე მე­გო­ბარს, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. მან მთხო­ვა ნება რომ და­ე­დოთ ფბ-ში და დავ­თან­ხმდი - მეც ვი­ფიქ­რე, რომ მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ხალ­ხმა იცო­დეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ.

გუ­შინ მთე­ლი დღე გა­ვა­ტა­რეთ პო­ლი­ცი­ა­ში მე და ჩემ­მა შვილ­მა. რო­დე­საც გა­სა­ჯა­როვ­და ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით აღ­ძრა საქ­მე. ასე რომ,გთხოვთ ნუ­ღარ გა­ამ­ძაფ­რებთ ვერ­სი­ებს და ნუ წყევ­ლით იმათ, ვინც არც ვი­ცით, ვინ არი­ან. უბ­რა­ლოდ იმე­დია, ასე­თი ვან­და­ლიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - მე ად­რეც მსმე­ნია ის­ტო­რი­ე­ბი საფ­ლა­ვე­ბის წა­ბილწვის შე­სა­ხებ და დი­დად არც გა­მიკ­ვირ­და მა­მას საფ­ლავ­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი.

უბ­რა­ლოდ გა­მი­ხარ­და, რომ ძეგლის ნა­წი­ლი არ გა­ა­ფუ­ჭეს ბო­ლომ­დე და არ წა­ი­ღეს... კარ­გი იდეა მომ­ცა ახ­ლო­ბელ­მა, ვინც პირ­ვე­ლი პოს­ტი დადო ამის შე­სა­ხებ - გა­ა­კე­თე ნიშ­ნუ­ლი,სა­დაც ეწე­რე­ბა,რომ ეს ძეგლი არ არის ბრინ­ჯა­ოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი!

დიახ,ძეგლის მა­სა­ლაა: პო­ლი­უ­რე­თა­ნი, შე­ღე­ბი­ლია აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვით. გმად­ლობთ ყუ­რა­დღე­ბის­თვის", - წერს ქეთი წიკ­ლა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი!
1

ნათელი და სანთელი ბატონი თემურის ლამაზ სულს!

tbiliseli
3

დიდ ვაჟა-ფშაველას, ერთი ქვა ადგას მარტო საფლავზე, მაგრამ ვერაფერი გადაწონის, ვერც ბრინჯაო, ვერც ვერცხლი და ვერც ოქრო!!! კაცმა თუ აქ ძაან ბევრი დატოვა, სულაც არ არის საჭირო, საფლავზე ეიფელის კოშკების აგება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს ამბავი აღმოვაჩინეთ მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე" - რას წერს თემურ წიკლაურის შვილი

"ეს ამბავი აღმოვაჩინეთ მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე" - რას წერს თემურ წიკლაურის შვილი

სოცილაურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერლის თემურ წიკლაურის საფლავზე არსებული ქანდაკება დააზიანეს.

ამჯერად აღნიშნულ თემაზე წიკლაურის შვილი ქეთი წიკლაური წერს:

"ჩემო ძვირფასებო! მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა მამას სასაფლაოს ძეგლთან დაკავშირებით. ვინაიდან ასეთი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს და ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის.

ეს ამბავი აღმოვაჩინეთ ჩვენ - მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე ერთი კვირის წინ. ძეგლის ნაწილი - დედამიწის ფორმის დეტალი, ჩემთან არის, წამოვიღეთ. რადგან ზამთარში დიდი ყინვებია კოჯორში და დედამიწა ვერ დამაგრდება კარგად და ამიტომ გაზაფხულამდე ასე იქნება მამას ძეგლი არავის არ წაუღია და არ მოუპარავს ეს დეტალი,იქვე დატოვეს რომ მოგლიჯეს. რატომ მოგლიჯეს, ეს სულ სხვა საკითხია.

ზოგს ჰგონია,რომ გაჭირვებამ აიძულა ვიღაცა და რომ დაინახეს რომ არაა ფერადი მეტალი, - ლითონი, ბრინჯაო, - აღარ წაიღეს. არ ვიცი, შესაძლოა დაპუტულ-დაგლეჯილი გვირგვინიც ("ვენოკი") ასეთი გაჭირვების ნიშანია, რა გითხრათ...

თავს შევიკავებ და აღარ ვიტყვი არაფერს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ამ სურათების გამოქვეყნებას, რომელიც ახლა საიტებზე დევს ინტერნეტში. უბრალოდ, გადაუგზავნე მეგობარს, როდესაც ეს ამბავი მოვუყევი. მან მთხოვა ნება რომ დაედოთ ფბ-ში და დავთანხმდი - მეც ვიფიქრე, რომ მართებული იქნებოდა ხალხმა იცოდეს მომხდარის შესახებ.

გუშინ მთელი დღე გავატარეთ პოლიციაში მე და ჩემმა შვილმა. როდესაც გასაჯაროვდა ძეგლის დაზიანების ამბავი, პროკურატურამ თავისი ინიციატივით აღძრა საქმე. ასე რომ,გთხოვთ ნუღარ გაამძაფრებთ ვერსიებს და ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით, ვინ არიან. უბრალოდ იმედია, ასეთი ვანდალიზმის შემთხვევები აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში - მე ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი.

უბრალოდ გამიხარდა, რომ ძეგლის ნაწილი არ გააფუჭეს ბოლომდე და არ წაიღეს... კარგი იდეა მომცა ახლობელმა, ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ - გააკეთე ნიშნული,სადაც ეწერება,რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული!

დიახ,ძეგლის მასალაა: პოლიურეთანი, შეღებილია აკრილის საღებავით. გმადლობთ ყურადღებისთვის", - წერს ქეთი წიკლაური.