სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქტივისტებმა ალმათის ტელევიზიისა და რადიო "მირის“ ოფისი დაარბიეს, აპარატურა კი გაანადგურეს
აქტივისტებმა ალმათის ტელევიზიისა და რადიო "მირის“ ოფისი დაარბიეს, აპარატურა კი გაანადგურეს

აქ­ტი­ვის­ტებ­მა ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ალ­მა­თის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დიო კომ­პა­ნია „მი­რის“ ოფი­სი და­არ­ბი­ეს, კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტუ­რა კი გა­ა­ნად­გუ­რეს, - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა RIA ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, "მირ­ში“ შეჭ­რას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, რად­გან კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბა დრო­უ­ლად მო­ას­წრეს.

ქა­ლაქ ალ­მა­თის კო­მენ­დან­ტის, ქა­ნათ თა­ი­მერ­დე­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ქა­ლაქ­ში ძარ­ცვი­სა და მო­რო­დი­ო­რო­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და.

მისი თქმით, აქ­ტი­ვის­ტებ­მა 120-ზე მეტი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა დაწ­ვეს, მათ შო­რის 33 პო­ლი­ცი­ის, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი იყო.

გა­სუ­ლი ღა­მის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ქა­ლაქ­ში 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფა­სის გამო და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. ორ პრო­ვინ­ცი­ა­ში ორ­კვი­რი­ა­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნურსულთანის ძეგლიდამადგი
0

სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო.

საინტერესო კია როგორ წავა საქმე.

დიმა
10

ჩემი პატივისცემა ყაზახებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აქტივისტებმა ალმათის ტელევიზიისა და რადიო "მირის“ ოფისი დაარბიეს, აპარატურა კი გაანადგურეს

აქტივისტებმა ალმათის ტელევიზიისა და რადიო "მირის“ ოფისი დაარბიეს, აპარატურა კი გაანადგურეს

აქტივისტებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანია „მირის“ ოფისი დაარბიეს, კომპანიის კუთვნილი აპარატურა კი გაანადგურეს, - ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

მედიის ცნობით, "მირში“ შეჭრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კომპანიის თანამშრომლებმა შენობის დატოვება დროულად მოასწრეს.

ქალაქ ალმათის კომენდანტის, ქანათ თაიმერდენოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

მისი თქმით, აქტივისტებმა 120-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება დაწვეს, მათ შორის 33 პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები იყო.

გასული ღამის მოვლენების ფონზე ქალაქში 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.