მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად" - ნიკა მელია
"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად" - ნიკა მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ქვეყ­ნის პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ შან­ტაჟს უწო­დებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა და­სავ­ლე­თი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას არ­ყევს.

ამის შე­სა­ხებ მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ აშან­ტა­ჟებს და­სავ­ლელ მე­გობ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა თუ გაგ­რძელ­და, პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი გა­და­ი­ხე­დე­ბა.

"დღეს ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სავ­ლე­თის მი­მართ ნდო­ბას არ­ყევს.

რა დგას ამ გან­ცხა­დე­ბის უკან? რა არის მისი შე­ფუ­თუ­ლი ში­ნა­არ­სი და გზავ­ნი­ლი და რა­ტომ წარ­მო­ა­ჩენს ეს გან­ცხა­დე­ბა კი­დევ ერთხელ, რომ რე­ჟი­მი უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო გზას ად­გას, და­სავ­ლელ მე­გობ­რებს შან­ტა­ჟის ენა­ზე ესა­უბ­რე­ბა და ქვეყ­ნის ბე­დით თა­მა­შობს:

მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მი სულ უფრო და უფრო ყა­ლიბ­დე­ბა რუ­სუ­ლი ტი­პის ავ­ტოკ­რა­ტი­ად, სა­დაც მე­გობ­რე­ბის წუ­ხილს და მხარ­და­ჭე­რას დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ არა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბად, არა­მედ "შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვად“, ზე­წო­ლად და "სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვად“ აფა­სე­ბენ. თურ­მე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს წუ­ხი­ლი იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო, მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ნდო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ, სა­სა­მარ­თლო გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვლად დღი­თი­დღე სუს­ტდე­ბა - არის ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მე­ბის და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გი.

კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ აშან­ტა­ჟებს ჩვენ და­სავ­ლელ მე­გობ­რებს, რომ ისი­ნი ამ კრი­ტი­კით და­კარ­გა­ვენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას - პირ­და­პირ აშან­ტა­ჟებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა თუ გაგ­რძელ­და, პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი გა­და­ი­ხე­დე­ბა!

სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლო უფრო წინ წავა და მყა­რი არ­ჩე­უ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რაც მეტი იქ­ნე­ბა სა­მარ­ცხვი­ნო რე­ჟი­მის ნა­ბი­ჯე­ბის ღია კრი­ტი­კა და დად­გა დრო გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც.

ჩვენ მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ჩვენ და­სავ­ლელ მე­გობ­რებ­თან, რომ ეს გეგ­მა რე­ჟი­მი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ვი­წყონ, ყუ­რა­დღე­ბა აღარ მი­აქ­ცი­ონ, რომ რე­ჟიმს მის­ცენ დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ტა­ცოს სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ი­შა­ლოს! 2022 წელი ამ მხრივ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­ლია“,- წერს ნიკა მე­ლია.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი­სას, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­ყევს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ.

"არის ხოლ­მე, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩვენ ვის­მენთ არა­სა­მარ­თლი­ან და არას­წორ შე­ფა­სე­ბებს მათი მხრი­დან და ეს არის ამის მო­რი­გი მა­გა­ლი­თი“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იია
2

შანტაჟში თქვენ ვერავინ გაჯობებთ 

givi
5

ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა კობახიძეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად" - ნიკა მელია

"კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყნის პარტნიორების მიმართ შანტაჟს უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დასავლეთისადმი საზოგადოების ნდობას არყევს.

ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს.

რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს:

მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ "შიდა საქმეებში ჩარევად“, ზეწოლად და "სუვერენიტეტის შელახვად“ აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება - არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი.

კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას - პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!

სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია“,- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების განცხადების შეფასებებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

"არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი“,- განაცხადა კობახიძემ.