პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის პრო­ტეს­ტის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ახალ წელს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან შეხ­ვდე­ბა.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პარ­ტი­ის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ა­ში მი­ი­ღე­ბენ.

"თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე და­აბ­რუ­ნეს. ფაქ­ტობ­რი­ვად არც ერთი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მის დას­კვნა ან რე­კო­მენ­და­ცია არ არ­სე­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვილს მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და პრონ­ციპ­ში, ვერც იქ, სა­დაც ჰყავ­დათ, არა­თუ უზ­რუნ­ველ­ყვეს, წა­მე­ბის ქვეშ ჰყავ­დათ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. გარ­და იმი­სა, რომ პუ­ტინს ძღვე­ნი გა­უ­კე­თეს, გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ა­კე­თა, მი­ღე­ბუ­ლია. უნ­დათ ბრძო­ლა და ეს ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, მათ შო­რის, ჩემი კო­ლე­გე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აგ­დებს. მე პი­რა­დად, 31 დე­კემ­ბერს, ახალ წელს აქ შევ­ხვდე­ბი და ეს იქ­ნე­ბა ჩემი პრო­ტეს­ტი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, ჩვენ არ ვა­პი­რებთ არც ბრძო­ლის შე­წყვე­ტას, არც ჩა­მოშ­ვე­ბას, მინ­და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტსაც მი­ვამ­რთო და მო­ვუ­წო­დო, მხნედ იყოს, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებთ მისი და ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ბრძო­ლა იქ­ნე­ბა 31-შიც, პირ­ველ­შიც, 2-შიც და 3-შიც.

რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მას და პარ­ტი­ის კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, აქ­ცი­ებ­თან, შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან, ბრძო­ლის ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ა­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ამის შე­სა­ხებ პარ­ტია გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს",- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მისი ად­ვო­კა­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სა­პა­ტიმ­როს­თან არი­ან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი და ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცი­ხეს­თან მის­ვლას თინა ბო­კუ­ჩა­ვაც გეგ­მავს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
0

ისემც მეხი დაგეცეს ამ გახეებულ თავში

URO
0

ეფექტისთვის აჯობებს გაიხადოთ, ტანზე თაფლი წაისვათ და ციხის წინ წამოწვეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ის პროტესტის და მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ახალ წელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეხვდება.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, პარტიის გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიაში მიიღებენ.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და დაუძლურებული, ჯანმრთელობაშერყეული პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისი ნების საწინააღმდეგოდ და ექიმების რეკომენდაციის გარეშე დააბრუნეს. ფაქტობრივად არც ერთი პროფესიონალი ექიმის დასკვნა ან რეკომენდაცია არ არსებობს, რომ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდება, ამ დაწესებულებაში მკურნალობას ვერ უზრუნველყოფენ და პრონციპში, ვერც იქ, სადაც ჰყავდათ, არათუ უზრუნველყვეს, წამების ქვეშ ჰყავდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ პუტინს ძღვენი გაუკეთეს, გამოწვევა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, მიღებულია. უნდათ ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება, მათ შორის, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, ასეულობით ადამიანი შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. მე პირადად, 31 დეკემბერს, ახალ წელს აქ შევხვდები და ეს იქნება ჩემი პროტესტი. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბრძოლის შეწყვეტას, არც ჩამოშვებას, მინდა მესამე პრეზიდენტსაც მივამრთო და მოვუწოდო, მხნედ იყოს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იქნება 31-შიც, პირველშიც, 2-შიც და 3-შიც.

რაც შეეხება გეგმას და პარტიის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აქციებთან, შიმშილობის გაგრძელებასთან, ბრძოლის ფორმებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება პარტიაში იქნება მიღებული და ამის შესახებ პარტია განცხადებას გააკეთებს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. საპატიმროსთან არიან ლევან ხაბეიშვილი და ლევან ბეჟაშვილი. მოგვიანებით ციხესთან მისვლას თინა ბოკუჩავაც გეგმავს.