მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდის სამკურნალო რომელი მედიკამენტები ელიან ავტორიზაციას, რომელია კვლევის ფაზაში და რა მოლოდინი აქვთ მედიკოსებს?
კოვიდის სამკურნალო რომელი მედიკამენტები ელიან ავტორიზაციას, რომელია კვლევის ფაზაში და რა მოლოდინი აქვთ მედიკოსებს?

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, "ომიკ­რო­ნის" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ინ­ფი­ნიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ებ­ლე­ბი, “ფა­ი­ზე­რი” და “მერ­კი” კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო აბე­ბის გა­მოშ­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. წამ­ლე­ბი უკვე არ­სე­ბობს და ამ ეტაპ­ზე ამე­რი­კის სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან (FDA) ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მალე უნდა დად­გეს დრო, როცა ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი აფ­თი­ა­ქებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ანს სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბის დროს შე­ეძ­ლე­ბა მათი მი­ღე­ბა.

  • PBI-0451

ახ­ლა­ხანს, წამ­ლე­ბის კი­დევ ერთ მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია Pardes Biosciences-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მათ მიერ შექ­მნი­ლი წა­მა­ლი ეფექ­ტი­ა­ნია.

"ად­რე­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი აბი (PBI-0451) მუ­შა­ობს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, ანუ მას "ბუს­ტე­რი" - მე­ო­რე მე­დი­კა­მენ­ტი არ დას­ჭირ­დე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ 2022 წელს შევ­ძლებთ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მუ­შა­ო­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ”, - თქვა კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ­მა ოფი­ცერ­მა, ბრა­ი­ან კერ­ნიმ.

  • "რემ­დე­სი­ვი­რი"

ამ დრო­ის­თვის FDA- ის მიერ ავ­ტო­რი­ცა­ზია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხო­ლოდ ერთ პრე­პა­რატს., მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი სხვა ელო­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. მათ ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭეს ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტს - რემ­დე­სი­ვირს, რო­მე­ლიც 12 წელს ზე­მოთ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ. ეს წა­მა­ლი ექი­მის მიერ უნდა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი.

  • "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი"

"მერ­კის" პრე­ზი­დენ­ტმა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მოლ­ნუპ­რა­ვი­რი "ომიკ­რო­ნის" წი­ნა­აღ­მდე­გაც ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. კომ­პა­ნია FDA-ის­გან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის მო­ლო­დინ­შია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ აღი­ა­რა და და­უშ­ვა მისი მი­ღე­ბა.

მე­დი­კოს­თა თქმით, წა­მა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბებს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს.

  • "პაქსლო­ვი­დი"

"პაქსლო­ვი­დი" კი­დევ ერთი წა­მა­ლია, რო­მელ­ზეც მეც­ნი­ე­რე­ბი დიდ იმედს ამ­ყა­რე­ბენ და ელო­დე­ბი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში მან გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბა უნდა შე­ი­ტა­ნოს. წა­მალ­ზე "ფა­ი­ზერ­მა" იმუ­შა­ვა. ცდე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ად­რე­ულ ფა­ზა­ში მი­ი­ღე­ბა, ის 89%ით ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. "მერ­კის" წამ­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა კი ბევ­რად ნაკ­ლე­ბია და 30%-ს შე­ად­გენს.

"ფა­ი­ზე­რის“ ახა­ლი წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი სა­ერ­თოდ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც პლა­ცე­ბოს იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტის ნაც­ვლად, აქ 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა ვირუსს.

"ფა­ი­ზე­რის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ტაბ­ლე­ტის სა­ხით იქ­ნე­ბა გა­ყიდ­ვა­ში, ძვე­ლე­ბურ ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტ - "რი­ტო­ნა­ვირ­თან“ ერ­თად უნდა მი­ი­ღონ პა­ცი­ენ­ტებ­მა ყო­ველ 12 სა­ათ­ში ერთხელ მას შემ­დეგ, რაც მათ პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ. თუ ეს მე­დი­კა­მენ­ტი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის, ის "პაქსლო­ვი­დის“ სა­ხე­ლით გა­ი­ყი­დე­ბა.

  • მკვლევ­რე­ბი კო­ვი­დის სა­კურ­ნა­ლოდ სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტებს სწავ­ლობ­დნენ და სწავ­ლო­ბენ, მათ შო­რი­საა:

1. ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: "ფა­ვიპ­რა­ვი­რი" და "მე­რი­მე­პო­დი­ბი". "ფა­ვიპ­რა­ვი­რი" ია­პო­ნი­ა­ში "ინფლუ­ენ­ზას" სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იქ­ნე­ბა თუ არა ის კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი, ამას კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა "მე­რი­მე­პო­დიბს", ის "რემ­დე­სი­ვირ­თან" კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში შე­ის­წავ­ლეს, მაგ­რამ კვლე­ვე­ბი არც კი და­უს­რუ­ლე­ბი­ათ ბო­ლომ­დე, რად­გან მეც­ნი­ე­რებს მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში ეჭვი შე­ე­პა­რათ .

2. დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი: კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი არის ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც მკვლე­ვა­რე­ბი სწავ­ლო­ბენ ორ­გა­ნო­თა დის­ფუნ­ქცი­ის და ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ან თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას 20%-ით ამ­ცი­რებს ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვი­საც და­მა­ტე­ბი­თი ჟანგბა­დი ესა­ჭი­რო­ე­ბათ. დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის და სხვა კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის მი­ღე­ბა სა­ზი­ა­ნოა, თუ საქ­მე არ შე­ე­ხე­ბა კო­ვი­დის მძი­მე ინ­ფექ­ცი­ას.

3. ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პია: მკვლე­ვა­რებ­მა ბევ­რი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი შე­ის­წავ­ლეს და კი­დევ აგ­რძე­ლე­ბენ კვლე­ვებს, რათა რა­მო­დე­ნი­მე ორ­გა­ნოს დის­ფუნ­ქცია და ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ინ­ფექ­ცი­ის­გან გა­მოწ­ვე­ულ ან­თე­ბას ახა­სი­ა­თებს - თა­ვი­დან აი­ცი­ლონ.

4. იმუ­ნურ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თე­რა­პია: მკვლე­ვა­რე­ბი სწავ­ლო­ბენ აღ­მდგე­ნი პლაზ­მის სა­ხე­ლით ცნო­ბილ იმუ­ნურ თე­რა­პი­ას. FDA-მ გა­და­უ­დე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მე­დი­კო­სებს იმის უფ­ლე­ბა დარ­თო, რომ აღ­მდგე­ნი პლაზ­მუ­რი თე­რა­პია გა­მო­ი­ყე­ნონ კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ. აღ­მდგე­ნი პლაზ­მა წარ­მო­ად­გენს სის­ხლს, რო­მე­ლიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ კო­ვიდ-გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ასე­თი სის­ხლის გა­დას­ხმა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ავად­მყო­ფო­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ან შე­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა აქვთ.

5. ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რი­ნი და ქლო­რო­ქი­ნი: ეს ორი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი მა­ლა­რი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. FDA-მ კო­ვი­დის პან­დე­მი­ის დროს ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭა ამ მე­დი­კა­მენ­ტებს სას­წრა­ფო შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, მაგ­რამ თა­ვი­სი­ვე თან­ხმო­ბა გა­ა­უქ­მა მას შემ­დეგ, რაც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს წამ­ლე­ბი არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია. ისი­ნი გუ­ლის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს იწ­ვე­ვენ.

8 დე­კემ­ბერს, აშშ-ს სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გას­ცა გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია (EUA) “AstraZeneca"-ს “Evusheld”-ზე COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის 12 წლის და უფ­რო­სი ასა­კის, სულ მცი­რე 40 კი­ლოგ­რა­მის წო­ნის ადა­მი­ა­ნებ­ში. პრო­დუქ­ტი ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ იმ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად არ არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი SARS-CoV-2 ვირუ­სით და რომ­ლებ­საც ბოლო დროს არ ჰქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი SARS-CoV-2-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან. ავ­ტო­რი­ზა­ცია ასე­ვე მო­ი­თხოვს, რომ პი­რებს ჰქონ­დეთ: ზო­მი­ე­რი ან მძი­მედ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ან იმუ­ნო­სუპ­რე­სი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან მკურ­ნა­ლო­ბის გამო და შე­საძ­ლოა არ ჰქონ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცია COVID-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე.

არ სცა­დოთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი რე­ცეპ­ტის გა­რე­შე და თქვე­ნი ექი­მის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მა­ში­ნაც კი, თუ გსმე­ნი­ათ, რომ ისი­ნი ეფექ­ტი­ა­ია კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ წამ­ლებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი. ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის­თვის და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

კოვიდის სამკურნალო რომელი მედიკამენტები ელიან ავტორიზაციას, რომელია კვლევის ფაზაში და რა მოლოდინი აქვთ მედიკოსებს?

კოვიდის სამკურნალო რომელი მედიკამენტები ელიან ავტორიზაციას, რომელია კვლევის ფაზაში და რა მოლოდინი აქვთ მედიკოსებს?

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გამოჩენის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ინფინიცრებულთა რაოდენობა იზრდება, პარალელურად კი მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებლები, “ფაიზერი” და “მერკი” კოვიდის სამკურნალო აბების გამოშვებისთვის ემზადებიან. წამლები უკვე არსებობს და ამ ეტაპზე ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინში არიან.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მალე უნდა დადგეს დრო, როცა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტები აფთიაქებში გაიყიდება და ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ადამიანს სახლში მკურნალობის დროს შეეძლება მათი მიღება.

  • PBI-0451

ახლახანს, წამლების კიდევ ერთ მწარმოებელ კომპანია Pardes Biosciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მათ მიერ შექმნილი წამალი ეფექტიანია.

"ადრეული კვლევის შედეგების მიხედვით, ანტივირუსული აბი (PBI-0451) მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ანუ მას "ბუსტერი" - მეორე მედიკამენტი არ დასჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ 2022 წელს შევძლებთ რაც შეიძლება სწრაფად მუშაობას და მნიშვნელოვანი მონაცემების გამომუშავებას ”, - თქვა კომპანიის განვითარების მთავარმა ოფიცერმა, ბრაიან კერნიმ.

  • "რემდესივირი"

ამ დროისთვის FDA- ის მიერ ავტორიცაზია მინიჭებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო მხოლოდ ერთ პრეპარატს., მაგრამ კიდევ ბევრი სხვა ელოდება ავტორიზაციას. მათ ავტორიზაცია მიანიჭეს ანტივირუსულ მედიკამენტს - რემდესივირს, რომელიც 12 წელს ზემოთ კოვიდით დაავადებულებს შეუძლიათ მიიღონ. ეს წამალი ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული.

  • "მოლნუპირავირი"

"მერკის" პრეზიდენტმა, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე იმედი გამოთქვა, რომ მოლნუპრავირი "ომიკრონის" წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება. კომპანია FDA-ისგან ავტორიზაციის მიღების მოლოდინშია. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა კომპანიამ აღიარა და დაუშვა მისი მიღება.

მედიკოსთა თქმით, წამალი მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გართულებებს, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს.

  • "პაქსლოვიდი"

"პაქსლოვიდი" კიდევ ერთი წამალია, რომელზეც მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ და ელოდებიან, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მან გარდამტეხი ცვლილება უნდა შეიტანოს. წამალზე "ფაიზერმა" იმუშავა. ცდების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პრეპარატი კოვიდით დაინფიცირების ადრეულ ფაზაში მიიღება, ის 89%ით ეფექტიანი იქნება დაავადების გამწვავების წინააღმდეგ. "მერკის" წამლის ეფექტიანობა კი ბევრად ნაკლებია და 30%-ს შეადგენს.

"ფაიზერის“ ახალი წამლის მიღების შემდეგ, პაციენტებში გარდაცვალების ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება მათ, ვინც პლაცებოს იღებდა მედიკამენტის ნაცვლად, აქ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ვირუსს.

"ფაიზერის წამალი, რომელიც ტაბლეტის სახით იქნება გაყიდვაში, ძველებურ ანტივირუსულ მედიკამენტ - "რიტონავირთან“ ერთად უნდა მიიღონ პაციენტებმა ყოველ 12 საათში ერთხელ მას შემდეგ, რაც მათ პირველადი სიმპტომები გამოუვლინდებათ. თუ ეს მედიკამენტი ავტორიზაციას წარმატებით გაივლის, ის "პაქსლოვიდის“ სახელით გაიყიდება.

  • მკვლევრები კოვიდის საკურნალოდ სხვადასხვა მედიკამენტებს სწავლობდნენ და სწავლობენ, მათ შორისაა:

1. ანტივირუსული მედიკამენტები: "ფავიპრავირი" და "მერიმეპოდიბი". "ფავიპრავირი" იაპონიაში "ინფლუენზას" სამკურნალოდ გამოიყენება. იქნება თუ არა ის კოვიდის წინააღმდეგ ეფექტიანი, ამას კვლევა გვიჩვენებს. რაც შეეხება "მერიმეპოდიბს", ის "რემდესივირთან" კომბინაციაში შეისწავლეს, მაგრამ კვლევები არც კი დაუსრულებიათ ბოლომდე, რადგან მეცნიერებს მის ეფექტიანობაში ეჭვი შეეპარათ .

2. დექსამეტაზონი: კორტიკოსტეროიდი დექსამეტაზონი არის ანთების საწინააღმდეგო წამლის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც მკვლევარები სწავლობენ ორგანოთა დისფუნქციის და ფილტვების დაზიანების სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად. კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობას 20%-ით ამცირებს ისეთ პაციენტებში, ვისაც დამატებითი ჟანგბადი ესაჭიროებათ. დექსამეტაზონის და სხვა კორტიკოსტეროიდების მიღება საზიანოა, თუ საქმე არ შეეხება კოვიდის მძიმე ინფექციას.

3. ანთების საწინააღმდეგო თერაპია: მკვლევარებმა ბევრი ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი შეისწავლეს და კიდევ აგრძელებენ კვლევებს, რათა რამოდენიმე ორგანოს დისფუნქცია და ფილტვების დაზიანება, რომლებიც ინფექციისგან გამოწვეულ ანთებას ახასიათებს - თავიდან აიცილონ.

4. იმუნურზე დაფუძნებული თერაპია: მკვლევარები სწავლობენ აღმდგენი პლაზმის სახელით ცნობილ იმუნურ თერაპიას. FDA-მ გადაუდებელ სიტუაციებში მედიკოსებს იმის უფლება დართო, რომ აღმდგენი პლაზმური თერაპია გამოიყენონ კოვიდის სამკურნალოდ. აღმდგენი პლაზმა წარმოადგენს სისხლს, რომელიც ჩაბარებული აქვთ კოვიდ-გადატანილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით ანტისხეულები გააჩნიათ. ასეთი სისხლის გადასხმა შეიძლება ჩატარდეს ისეთ პაციენტებში, რომლებიც ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან ან შესუსტებული იმუნური სისტემა აქვთ.

5. ჰიდროქსიქლორინი და ქლოროქინი: ეს ორივე მედიკამენტი მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება. FDA-მ კოვიდის პანდემიის დროს ავტორიზაცია მიანიჭა ამ მედიკამენტებს სასწრაფო შემთხვევებში გამოსაყენებლად, მაგრამ თავისივე თანხმობა გააუქმა მას შემდეგ, რაც კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის სამკურნალოდ ეს წამლები არაეფექტიანია. ისინი გულის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ.

8 დეკემბერს, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ გასცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) “AstraZeneca"-ს “Evusheld”-ზე COVID-19-ის პრევენციისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის, სულ მცირე 40 კილოგრამის წონის ადამიანებში. პროდუქტი ნებადართულია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად არ არიან ინფიცირებულები SARS-CoV-2 ვირუსით და რომლებსაც ბოლო დროს არ ჰქონიათ კონტაქტი SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთან. ავტორიზაცია ასევე მოითხოვს, რომ პირებს ჰქონდეთ: ზომიერი ან მძიმედ დაქვეითებული იმუნური სისტემა სამედიცინო მდგომარეობის გამო ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ან მკურნალობის გამო და შესაძლოა არ ჰქონდეს ადეკვატური იმუნური რეაქცია COVID-19 ვაქცინაციაზე.

არ სცადოთ ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები რეცეპტის გარეშე და თქვენი ექიმის თანხმობის გარეშე, მაშინაც კი, თუ გსმენიათ, რომ ისინი ეფექტიაია კოვიდის წინააღმდეგ. ამ წამლებს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ისინი განკუთვნილია მძიმე ავადმყოფებისთვის და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა