პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტისხეულები,  რაც "დელტას“ დროს წარმატებულია,  ვერაფერს აკეთებს  "ომიკრონთან", "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა" - ზაზა წერეთელი
"ანტისხეულები,  რაც "დელტას“ დროს წარმატებულია,  ვერაფერს აკეთებს  "ომიკრონთან", "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა" - ზაზა წერეთელი

"გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რაც "დელ­ტას“ დროს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ვე­რა­ფერს აკე­თებს "ომიკ­რო­ნის“ დროს - "ფა­ი­ზე­რის“ და "მო­დერ­ნას“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა კი 40%-მდე და­ე­ცა",- ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა ზაზა წე­რე­თელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც წე­რე­თელ­მა აღ­ნიშ­ნა, "ომიკ­რო­ნის“ შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ 5%-მდეა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მათ­თვის, ვინც ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ არის.

"სა­უბ­რო­ბენ, რომ ეს შტა­მი იო­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა მოხ­და მე­რეო. ზოგ­მა ისიც თქვა, იქ­ნებ ამით უფრო შე­ვი­ძი­ნოთ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტიო. ორი მო­მენ­ტია - ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს შტა­მი მძი­მედ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ აც­რი­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ აც­რა­მაც იმუ­შა­ვა. მე­ო­რე - იმ ქვეყ­ნებ­შიც კი, სა­დაც სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ მა­ტე­ბა და­ი­წყო. ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რომ იქ­ნე­ბა, გა­იზ­რდე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და არაა გა­საკ­ვი­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც გა­ი­ზარ­დოს. კა­ნა­დე­ლებ­მა გა­ა­კე­თეს მო­დე­ლი­რე­ბა და აჩ­ვე­ნეს, რომ რო­დე­საც ვირუ­სი 3-4-ჯერ სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, 10-ჯერ სუს­ტიც რომ იყოს, ორი კვი­რის შემ­დეგ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას იგი­ვე ეფექ­ტი აქვს, რო­გორც ძლი­ერ შტამს.

თქვეს, რომ ორი დო­ზის შემ­დეგ "ომიკ­რონს“ შე­უძ­ლია გვერ­დი აუ­ა­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ იმუ­ნი­ტეტს - მა­გა­ლი­თად "ფა­ი­ზე­რის“ და "მო­დერ­ნას“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 40%-მდე და­ე­ცა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამა­ვე დროს აჩ­ვე­ნეს, რომ 5%-მდეა და­ცე­მუ­ლი დაც­ვა, თუ გა­და­ტა­ნი­ლი გაქვთ "ბეტა“ ან "დელ­ტა“ შტა­მი და აც­რი­ლი არ ხართ. "ომიკ­რონ­მა“ აჩ­ვე­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნეთ, მა­ინც უნდა აიც­რათ“,- გა­ნა­ცხა­და ზაზა წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 37%-ია აც­რი­ლი, არა მხო­ლოდ "ომიკ­რო­ნი“, არა­მედ ყვე­ლა შტა­მი სა­ში­ში იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა.

"იმ მო­მენ­ტის­თვის, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 37%-ია აც­რი­ლი, "დელ­ტა“ იქ­ნე­ბა, "ომიკ­რო­ნი“ თუ სხვა შტა­მი, ყვე­ლა­ნა­ი­რი შტა­მი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, სა­ში­შია. "ომიკ­რო­ნის“ მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, მისი გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფეა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ შემ­თხვე­ვე­ბის 73% "ომიკ­რო­ნის“ შტა­მია. ეს ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში მოხ­და - წინა კვი­რას იყო 13%, ანუ ერთ კვი­რა­ში 13%-დან 73%-მდე ავი­და. იგი­ვე მოხ­და ლონ­დონ­ში. მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღე­ნა­ხე­ვარ­ში ორ­ჯერ მა­ტუ­ლობს. ეს ვირუ­სი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სწრა­ფია. თან ეს ხდე­ბა ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა და­ნია, ნორ­ვე­გია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 80%-მდე იყო აც­რი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 37%-ია აც­რი­ლი - ვირუსს თა­ვი­სუ­ფა­ლი არე­ა­ლი აქვს, რომ სწრა­ფად გავ­რცელ­დეს. ნორ­ვე­გი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბა იყო და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, რო­დე­საც ახა­ლი წელი მო­დის“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა წე­რე­თელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა, რომ "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მებს შო­რის ბოლო იყოს, წე­რე­თე­ლი ამ­ბობს, რომ ამის თქმა ნა­ად­რე­ვია.

"მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აუც­რე­ლია. ეს ვირუსს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გამ­რავ­ლდეს და ამ მო­მენ­ტში ცვლი­ლე­ბა მა­ინც მოხ­დე­ბა, ამი­ტომ იმის თქმა, რომ მეტი შტა­მი აღარ იქ­ნე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა წე­რე­თელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
2

აიცერიიიით

მოსახლეობის თუ მოზრდილი მოს...?
4

ისწავლეთ ბოლოს და ბოლოს! მხოლოდ საქართველოშია ეს აბსურდი! ყველგან მსოფლიოში აცრილების პროცენტს ანგარიშობენ მოსახლეობის მიხედვით და არა მოზრდილი მოსახლეობის მიხედვით.საქართველოში კი მაღალი პროცენტის საჩვენებლად შემოიღეს ტერმინი "მოზრდილი მოსახლეობა".ამიტომ არეული აქვთ და ხშირად ეშლება პრესასაც და ტელევიზიასაც! ამჟამად ბლუმბერგის მონაცემით საქართველოში სრულად აცრილია მოსახლეობის 29,2% და არა 37%. ერთი კიდევ; იქნებ გამოაქვეყნონ ბოლოს და ბოლოს რამდენია ეს ეგრათწოდებული "მოზრდილი მოსახლეობა" ? რადგანაც პროცენტების მიხედვით ანგარიშისას ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ციფრი და არაკეთილსინდისიერების შთაბეჭდილებას ტოვებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ანტისხეულები,  რაც "დელტას“ დროს წარმატებულია,  ვერაფერს აკეთებს  "ომიკრონთან", "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა" - ზაზა წერეთელი

"ანტისხეულები,  რაც "დელტას“ დროს წარმატებულია,  ვერაფერს აკეთებს  "ომიკრონთან", "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა" - ზაზა წერეთელი

"გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც "დელტას“ დროს ძალიან წარმატებულია, ვერაფერს აკეთებს "ომიკრონის“ დროს - "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა",- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც წერეთელმა აღნიშნა, "ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში მხოლოდ 5%-მდეა კორონავირუსისგან დაცვის მაჩვენებელი მათთვის, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არ არის.

"საუბრობენ, რომ ეს შტამი იოლად მიმდინარეობს და რა მოხდა მერეო. ზოგმა ისიც თქვა, იქნებ ამით უფრო შევიძინოთ ბუნებრივი იმუნიტეტიო. ორი მომენტია - ქვეყნებში, სადაც ეს შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, იქ აცრილები არიან, ამიტომ აცრამაც იმუშავა. მეორე - იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაციამ მატება დაიწყო. ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს.

თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ "ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს - მაგალითად "ფაიზერის“ და "მოდერნას“ ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ "ბეტა“ ან "დელტა“ შტამი და აცრილი არ ხართ. "ომიკრონმა“ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, არა მხოლოდ "ომიკრონი“, არამედ ყველა შტამი საშიში იქნება, რომელიც გამოჩნდება.

"იმ მომენტისთვის, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, "დელტა“ იქნება, "ომიკრონი“ თუ სხვა შტამი, ყველანაირი შტამი, რომელიც საქართველოში გამოჩნდება, საშიშია. "ომიკრონის“ მთავარი საშიშროება, მისი გავრცელების სისწრაფეა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შემთხვევების 73% "ომიკრონის“ შტამია. ეს ზუსტად ერთ კვირაში მოხდა - წინა კვირას იყო 13%, ანუ ერთ კვირაში 13%-დან 73%-მდე ავიდა. იგივე მოხდა ლონდონში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შემთხვევების რაოდენობა დღენახევარში ორჯერ მატულობს. ეს ვირუსი კატასტროფულად სწრაფია. თან ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დანია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, სადაც დაახლოებით 80%-მდე იყო აცრილი. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 37%-ია აცრილი - ვირუსს თავისუფალი არეალი აქვს, რომ სწრაფად გავრცელდეს. ნორვეგიაში პირველი შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ხალხმრავალი შეკრება იყო დახურულ სივრცეში. მოგეხსენებათ, ეს რამდენად აქტუალურია საქართველოსთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი წელი მოდის“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ "ომიკრონის“ შტამი კორონავირუსის შტამებს შორის ბოლო იყოს, წერეთელი ამბობს, რომ ამის თქმა ნაადრევია.

"მსოფლიოს მოსახლეობის დიდი რაოდენობა აუცრელია. ეს ვირუსს აძლევს შესაძლებლობას, რომ გამრავლდეს და ამ მომენტში ცვლილება მაინც მოხდება, ამიტომ იმის თქმა, რომ მეტი შტამი აღარ იქნება, არ შეიძლება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.