თურქული ლირა დოლართან მიმართებაში კატასტროფულად დაეცა. ადგილობრივების თქმით, 1 აშშ დოლარის ფასი 15,60 ლირაა. შემოდგომის დასაწყისში 1 დოლარის ფასი 8,50 ლირა იყო, რაც ბევრს იმედს აძლევდა, რომ ვითარება სტაბილურობისკენ მიდიოდა, თუმცა ახლა საუბრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა გარდაუვალია.
თურქეთში მცხოვრები ქართველი, ნანა ჩალიკი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ როგორც ადგილობრივებს, ისე სამუშაოდ ჩასულებს დოლარის გაძვირებამ პრობლემები შეუქმნა.
- კოვიდ-პანდემიამ უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, სამსახურები ისედაც შემცირებულია. ადგილობრივების ნაწილი რამდენიმე ადგილას მუშაობს, რადგან ანაზღაურება შემცირებულია. ბოლო დღეებში იმდენად გაძვირდა ყველაფერი, ფაქტობრივად, ადრინდელი ხელფასის მესამედს იღებენ, მაშინ, როდესაც ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. ახლა საუბარია, რომ ხელისუფლება იძულებულია საჯარო უწყებებში ანაზღაურება გაზარდოს. სპეციალისტების ვარაუდით, ლირის გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში დაარტყამს ადგილობრივ ეკონომიკას. ეს მათი თქმის გარეშეც აშკარაა.
- რა ელით თურქეთში მომუშავე ქართველებს?
- ვიცი, რომ ზოგიერთი დოლარში იღებს ხელფასს, თუმცა, ამ კრიზისის გამო, შესაძლოა, მათაც შეუმცირდეთ ანაზღაურება. ეს ალბათ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული... თურქეთი დიდი ქვეყანაა და ყველას თავისი პრობლემა აქვს, ზოგი იმას დარდობს, რომ გაძვირებული დოლარის გამო, წელს ახალი წლის გეგმები ჩაეშალა.
ბევრად მძიმე მდგომარეობაში არიან ის ქართველები (და არა მხოლოდ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც) ვინც ლირაში იღებს ხელფასს. მათი უმეტესობა საქართველოში დოლარს გზავნიდა, ამჯერად მათ მესამედის გაგზავნა მოუწევთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძირითადი შემოსავალი, ემიგრანტების ფულადი გზავნილები, შობა-ახალი წლისთვის, თურქეთიდან საქართველოში გზავნილები მკვეთრად შემცირდება, რაც ალბათ ეკონომიკასაც დაეტყობა.
რადგან ბოლო ხანებში დოლარის გაძვირების ტენდენცია ნარჩუნდება, უამრავი ქართველი უკვე ფიქრობს და ცდილობს, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლაზე. ზოგი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ემიგრაციაში, ოჯახისგან შორს ყოფნით დაიღალა, ახალი ჭერისა და პატრონის ძებნის თავი არ აქვს და შინ დაბრუნდება.
- დოლარის გაძვირებამ პროდუქტის გაძვირებაც გამოიწვია?
- დიახ, ყველაფრის ფასი გაორმაგდა, ზოგ შემთხვევაში კი გასამმაგდა. ომიკრონის შტამის გამოჩენის კვალდაკვალ, ეტყობა, მოსახლეობამ მარაგის გაკეთება დაიწყო, რადგან უკვე არსებობს ცნობები, რომ ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები და შესაძლოა, ამან საერთო ფონი ისევ დაამძიმოს... მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ნამდვილად გამართულად მიმდინარეობს. მოკლედ, კოვიდმა ჯანმრთელობის პრობლემების კვალდაკვალ უმძიმესი სოციალური პრობლემის წინაშე დაგვაყენა. ოც წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ და ლირის ასეთი დაბალი კურსი არ მახსოვს. გაძვირდა საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა, პირველადი მოხმარების ჰიგიენის ნივთები. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ერთი შეკვრა ტუალეტის ქაღალდის ფასად იზმირის გარეუბანში ერთოთახიან ბინას იყიდი... თვენახევრის წინ ვიყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 16 ათას ლირად (დაახლოებით, 1550 დოლარად), რომელიც ახლა 24 ათასი ლირაზე მეტი ღირს.
- ადგილობრივი წარმოება ხომ არის?
- დიახ, ადგილობრივი წარმოება მაღალია, მაგრამ ბევრ რამეს აწყობენ, მასალას კი დოლარში ყიდულობენ. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი გახდა. ხორბალი აქაც მოჰყავთ, მაგრამ თუ 5 კგ-იანი პურის ფქვილი 25 ლირა ღირდა, ახლა 50 ღირს, სამჯერ გაძვირდა ერთი ლიტრი ზეთის ფასიც. ბოლო ხანებში ხელისუფლება იძულებული გახდა, საჯარო სამსახურებში ანაზღაურება გაეზარდა. აქ საჯარო სამსახურში მინიმალური ანაზღაურება 2800 ლირაა. ხელფასს კი იმის მიხედვით უხდიან, თუ სად, რომელ უწყებაშია დასაქმებული და მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი აქვს პირს.
რა ელის ამ ქვეყანას.. მოსახლეობის უმეტესობა გზავნილებით ირჩენს თავს..
თუ ამას არ შეისწავლი, არ გაახმოვანებ, ამის შედეგებს არ განიხილავ, ვინ უნდა იყოთ, თუ არა ხურდელი ერი და ქვეყანა, მოსკოვ-ვაშინგტონის სივრცის მართვის პოლიტიკაში!? ცალსახად ადამიანისა და ერის, ქვეყნის არ გაგების ქვეყანა, ყველა მისი მდგენელობაში და გიხაროდეთ ბომონდისტებო, რადგან ეს ფაქტიანობაა და ამის მაკეთებლობას ყოველთვის შეფასება გააჩდა და გააჩნია. ყველა გამოწვევა არის შენი სავაჭრო თემა სივრცის მართვის პოლიტიკაში, ხოლო ამის გარეშე სიარული არის უგონობა და მანიაკალიზმი და ეს განვლილი 31 წელი და მისი ინერცია ამას წარმოადგენს, რომელსაც გააზრება და გააზრების მოთხოვნა არ გააჩნია(საქართველო მიზნობრივად მართულ საინფორმაციო სივრცეშია და გიხაროდეთ!). გიხაროდეთ!
დღეს საქართველოს ცხოვრებაში არაფერზე არ დევს არც მიდგომა და არც გააზრება, ხოლო პოლიტიკაზე საერთოდ არაა საუბარი(პოლიტიკანობა და ამის ქაოსის მართვა არ წარმოადგენს პოლიტიკას, მას ყველა ქვეყანაში განათლება, აკადემია და საინფორმაციო სივრცე ქმნის), ნეტა ვინ აკეთებს ამას, ამ ქვეყნის დაკარგვას!? გიხაროდეთ!
ამის გაგება, თუ არა გაქვს, რა გინდათ ჟურნალისტად, არ გრცხვენიათ!?
თურქეთი იქმნის, თუ შეიქმნა ძალიან დიდი ლუფტი სავალუტო პოლიტიკაში, ეკონომიკის პროტექციონისტულ პოლიტიკაში და თურქეთი წარმოადგენს იმ ქვეყანას ეკონომიკის მოცულობასა და უნარებში(ტექნოლოგიური ცნტრისა და ინოვაციების პოლიტიკაში), რომ მომავალში მთელი რიგი საქონლის იმპორტირებას ჩაენაცვლება ადგილობრივი საქონლის წარმოება, ხოლო ამ დონის ვალუტის გაუფასურება 2015 წლიდან(5-ჯერ დაეცა) ცვლის ქვეყნის ეკონომიკას და ზრდის მის დაცულობას ყველა ასპექტში ინვესტირების ჩათვლით. თურქეთმა გამოიყენა ირანსა და სირიაში შექმნილი გარემოება უკიდურესი აუცილებლობის გაგებაში(1 USD = ~278 800 IRR (Доллар к Иранскому риалу – черный рынок).1 USD = 42 025 IRR (Доллар к Иранскому риалу – официальный курс>>>>>>>>ირანში რიალის ოფიციალური კურსი, ეს ბუტაფორიაა, ხოლო შავი ბაზრის კურსი, ეს ფაქტიანობა>>>>>>>>>>>>ასეთი არ აინტერესებს გვენეტაძეს, საქჟურნალისტსა, თუ პოლიტიკანობას, თუ რა ხდება რეგიონში, ან საერთოდ რა გარემოშია საქართველო მოქცეული. გიხაროდეთ! ).) და წავიდა გასაოცარ პოლიტიკაზე, სადაც ევროტლანტიკურმა სივრცემ დახუჭა თვალი. გიხაროდეთ!>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>სირაქლემის პოზა აქ ადამიანისა და არა სირაქლემისა იმ ფაქტებს დაგიდებთ თვალწინ, ამის შედეგს, ხოლო ყველა გამოწვევაზე, თუნდაც რაც კოვიდპოლიტიკას ეხება ეს ფაქტიანობის გარეშე არ ხდება, ხოლო ვინ ჩადის ამას ამ ქვეყანაში, თუ არა სიტყვის თავისუფლების აქტის გაგება. გიხაროდეთ!
ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყანაზე არის ის, რომ საქართველოში ეკონომისტი არ იზრდება, ანუ ამ ქვეყანაზე უკვე არავინ არ ფიქრობს, არც ერი და არც ბერი, თუ რევიზიას ახდენთ ცნობილი გამოთქმისა. მაშ ისაუბრეთ, მოგისმენთ. გესმით ამის მნიშვნელობა!?
საქართველო ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნების ჭაობი და აქ არავინ არ დასვამს კითხვას, რატომ არ წარმოადგენს ქვეყნის ჯიდიპი დღეს 150 მლრდ. დოლარს. რა, ეს პრობლემაა და ფანტაზია!? >>>>>>>>>>>>ესაა საქართველოს უნარებისა და კომპეტენციის სურათი და სხვა არც არაფერი. ესაა აზროვნებასა და კომპეტენციაში მოკლული ქვეყანა. გაუმარჯოს თურქეთს! მას რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის არეალსა და ახლო აღმოსავლეთში წამყვანი ქვეყნის პოლიტიკა გააჩნია და ასეთია მისი სტრატეგია, ხოლო სტრატეგია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის უნარებსა და კომპეტენციას. გიხაროდეთ!
„რა ელით თურქეთში მომუშავე ქართველებს?“>>>>>>>>>>>>>>არც არაფერი, ვისაც ეკონომიკის აზრზეა, ხოლო რა ელის საქართველოს ეკონომიკას, მის ხვალეს, ამაზე რატომ არ სვამს არავინ კითხვას!? ლირა ბოლო 4 წლის განმავლობაში ლარს გაექცა 5-ჯერ გაუფასურებაში და რა ელის გოცირიძე-გვენეტაძისა და გრიგოლიას ქვეყანას, არავინ კითხულობს არც ერთი ეკონომისტი, თუ პოლიტიკოსი. თურქების ეკონომიკური და სამედიცინო აზროვნება, კომპეტენცია დგას ტიანშანზე, ხოლო ქართველობის!? ქართველობის არის ჭაობში. დღეს ეკონომიკური პროტექციონიზმი თამაშდება ვალუტის გაუფასურებაში(თუ ამის პოლიტიკური შესაძლებლობა მიეცა თურქეთს ევროატლანტიკურ სივრცეში და მასზე ჯი ოცმა არ ამოიღო ხმა), ხოლო ქართველობისა იმპორტის ეკონომიკასა და ოჯახების, სოფლებისა და ქვეყნის მოშლაში. გიხაროდეთ, გიხაროდეთ, რომ ქართველი, დოდაშვილის, რუსთაველის, ბერისა და მაბერის მოდგმის აზროვნება კვდება, გარდაიცვლება სპეციალობის მიღების პირველი კურსზე, აუდიტორიაში. გიხაროდეთ!