მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაქსლოვიდი", კვლევის თანახმად , თითქმის 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევებს კოვიდის დროს - როდის გაივლის ავტორიზაციას მედიკამენტი?
"პაქსლოვიდი", კვლევის თანახმად , თითქმის 90%-ით ამცირებს  ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევებს კოვიდის დროს - როდის გაივლის ავტორიზაციას მედიკამენტი?

"ფა­ი­ზერ­მა“ 14 დე­კემ­ბერს, მა­თი­ვე წარ­მო­ე­ბულ ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე, სა­ბო­ლოო დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ის კო­რო­ნა­თი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღალ­რის­კი­ან პა­ცი­ენ­ტებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის­გან 90%-ით იცავს. ბოლო კვლე­ვით კი ისიც დად­გინ­და, რომ ეს წა­მა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რო­ნის" ვა­რი­ან­ტსაც ერე­ვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

ამე­რი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ, პრე­პა­რა­ტი 2200 ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­და და შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ის 89%-ით ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"ფა­ი­ზე­რის“ ახა­ლი წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი სა­ერ­თოდ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც პლა­ცე­ბოს იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტის ნაც­ვლად, აქ 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა ვირუსს.

"Reuters"-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფოტო იტა­ლი­ი­დან, სა­დაც "პაქსლო­ვი­დის" წარ­მო­ე­ბაა და­ფიქ­სი­რე­უ­ლი.

  • "ფა­ი­ზე­რის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ტაბ­ლე­ტის სა­ხით იქ­ნე­ბა გა­ყიდ­ვა­ში, ძვე­ლე­ბურ ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტ - "რი­ტო­ნა­ვირ­თან“ ერ­თად უნდა მი­ი­ღონ პა­ცი­ენ­ტებ­მა ყო­ველ 12 სა­ათ­ში ერთხელ მას შემ­დეგ, რაც მათ პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ. თუ ეს მე­დი­კა­მენ­ტი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის, ის "პაქსლო­ვი­დის“ სა­ხე­ლით გა­ი­ყი­დე­ბა.

"ფა­ი­ზერ­მა“ მე­ო­რე კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ნა­ად­რე­ვი შე­დე­გე­ბიც დადო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მე­დი­კა­მენ­ტით მკურ­ნა­ლო­ბამ, 70%-ით შე­ამ­ცი­რა 600 სტან­დარ­ტულ რის­კი­ან ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

"გა­დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ში ჩვენ გან­საც­ვიფ­რე­ბელ რი­ცხვებ­თან გვაქვს საქ­მე და ბევ­რი იხ­სნა ჩვენ­მა მე­დი­კა­მენ­ტმა ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან. თუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე მი­ი­ღებს ხალ­ხი ამ წა­მალს, სა­ერ­თოდ, ამით ვირუ­სის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბა­საც ხელი შე­ეშ­ლე­ბა,“ - ამ­ბობს "ფა­ი­ზე­რის“ მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­კა­ელ დოლსტე­ი­ნი.

დოლსტე­ი­ნის თქმით, კომ­პა­ნია ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­საშ­ვე­ბად მალე მო­ი­პო­ვებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას.

აშშ-ში ამ დრო­ის­თვის ჯერ კი­დევ არაა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც ავ­ტო­რი­ზა­ცია აქვს გავ­ლი­ლი.

"ფა­ი­ზე­რის“ კონ­კუ­რენ­ტმა, "მერკმაც“ მო­ი­თხო­ვა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის - "მოლ­ნუპ­რა­ვი­რის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია, მაგ­რამ მისი ეფექ­ტი ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა "პაქსლო­ვი­დის“ ეფექტს: ის მხო­ლოდ 30%-ით ამ­ცი­რებს პა­ცი­ენ­ტებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვებს.

ასევ ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ეჭ­ვობს, რომ "მოლ­ნუპ­რა­ვირ­მა“ შე­საძ­ლოა რა­ი­მე დე­ფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს ახალ­შო­ბი­ლებ­ში, მათ ვირუ­სუ­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეც ისა­უბ­რეს.

"ფა­ი­ზე­რის“ პრე­პა­რა­ტი სხვა შემ­თხვე­ვაა. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც პრო­ტე­ა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი ეწო­დე­ბა და ისი­ნი აივ-ინ­ფექ­ცი­ის, C ჰე­პა­ტი­ტის და სხვა ვირუ­სე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

  • "ფა­ი­ზე­რი“ უკვე და­თან­ხმდა ჯე­ნე­რი­კე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, პრე­პა­რა­ტი 95 და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებს მათი მეშ­ვე­ო­ბით მი­ა­წო­დონ, მაგ­რამ დოლსტე­ი­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, წა­მა­ლი ძი­რი­თა­დად "ფა­ი­ზე­რის“ მიერ იქ­ნე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი.

აშშ-ის მთავ­რო­ბამ ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის 10 მი­ლი­ონ სამ­კურ­ნა­ლო კურ­სში უკვე 5.29 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პაქსლოვიდი", კვლევის თანახმად , თითქმის 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევებს კოვიდის დროს - როდის გაივლის ავტორიზაციას მედიკამენტი?

"პაქსლოვიდი", კვლევის თანახმად , თითქმის 90%-ით ამცირებს  ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევებს კოვიდის დროს - როდის გაივლის ავტორიზაციას მედიკამენტი?

"ფაიზერმა“ 14 დეკემბერს, მათივე წარმოებულ ანტივირუსულ პრეპარატზე, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც დასტურდება, რომ ის კორონათი დაავადების შემთხვევაში, მაღალრისკიან პაციენტებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან 90%-ით იცავს. ბოლო კვლევით კი ისიც დადგინდა, რომ ეს წამალი კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტსაც ერევა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ამერიკაში დაფუძნებულმა მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანიამ, პრეპარატი 2200 ადამიანზე გამოსცადა და შედეგების მიხედვით, ის 89%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა.

"ფაიზერის“ ახალი წამლის მიღების შემდეგ, პაციენტებში გარდაცვალების ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება მათ, ვინც პლაცებოს იღებდა მედიკამენტის ნაცვლად, აქ 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ვირუსს.

"Reuters"-ის მიერ მოპოვებული ფოტო იტალიიდან, სადაც "პაქსლოვიდის" წარმოებაა დაფიქსირეული.

  • "ფაიზერის წამალი, რომელიც ტაბლეტის სახით იქნება გაყიდვაში, ძველებურ ანტივირუსულ მედიკამენტ - "რიტონავირთან“ ერთად უნდა მიიღონ პაციენტებმა ყოველ 12 საათში ერთხელ მას შემდეგ, რაც მათ პირველადი სიმპტომები გამოუვლინდებათ. თუ ეს მედიკამენტი ავტორიზაციას წარმატებით გაივლის, ის "პაქსლოვიდის“ სახელით გაიყიდება.

"ფაიზერმა“ მეორე კლინიკური კვლევის ნაადრევი შედეგებიც დადო, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტით მკურნალობამ, 70%-ით შეამცირა 600 სტანდარტულ რისკიან ზრდასრულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაცია.

"გადარჩენილ ადამიანებში ჩვენ განსაცვიფრებელ რიცხვებთან გვაქვს საქმე და ბევრი იხსნა ჩვენმა მედიკამენტმა ჯანმრთელობის გართულებებისგან. თუ დაინფიცირებიდან მალევე მიიღებს ხალხი ამ წამალს, საერთოდ, ამით ვირუსის სწრაფ გავრცელებასაც ხელი შეეშლება,“ - ამბობს "ფაიზერის“ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მიკაელ დოლსტეინი.

დოლსტეინის თქმით, კომპანია ახალი მედიკამენტის წარმოებაში ჩასაშვებად მალე მოიპოვებს ავტორიზაციას.

აშშ-ში ამ დროისთვის ჯერ კიდევ არაა კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელსაც ავტორიზაცია აქვს გავლილი.

"ფაიზერის“ კონკურენტმა, "მერკმაც“ მოითხოვა ანტივირუსული მედიკამენტის - "მოლნუპრავირის“ ავტორიზაცია, მაგრამ მისი ეფექტი ბევრად ჩამოუვარდება "პაქსლოვიდის“ ეფექტს: ის მხოლოდ 30%-ით ამცირებს პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს.

ასევ ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ "მოლნუპრავირმა“ შესაძლოა რაიმე დეფექტი გამოიწვიოს ახალშობილებში, მათ ვირუსული მუტაციების წარმოქმნის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

"ფაიზერის“ პრეპარატი სხვა შემთხვევაა. ეს მედიკამენტების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც პროტეაზას ინჰიბიტორები ეწოდება და ისინი აივ-ინფექციის, C ჰეპატიტის და სხვა ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება.

  • "ფაიზერი“ უკვე დათანხმდა ჯენერიკების მწარმოებლებს, რომ ავტორიზაციის შემდეგ, პრეპარატი 95 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს მათი მეშვეობით მიაწოდონ, მაგრამ დოლსტეინი ირწმუნება, რომ მომავალი წლიდან, წამალი ძირითადად "ფაიზერის“ მიერ იქნება წარმოებული.

აშშ-ის მთავრობამ ახალი მედიკამენტის 10 მილიონ სამკურნალო კურსში უკვე 5.29 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა