მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა
ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა

ევ­რო­კავ­ში­რის ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, BTU-ში კი­ბერ ჰა­კა­თო­ნი ჩა­ტარ­და

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰა­კა­თო­ნი ჩა­ტარ­და. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ვეს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გარ­შე­მო შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ზე.

პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა შე­ა­ფა­სეს:

"კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი როლს თა­მა­შობს, სწო­რედ ამი­ტომ, მათი ჩარ­თვა მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ახ­ლე­ბუ­რად გა­ი­აზ­რონ ის რის­კე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი, რაც დღეს ჩვენ ირ­გვლივ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და BTU-ს ლექ­ტორ­მა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის CYSEC-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­დრო გო­ცი­რი­ძემ.

"დღეს, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან ჩარ­თუ­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ამ სფე­რო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბით კი ხელს ვუ­წყობთ მათ და­ინ­ტე­რე­სე­ბას და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას“,- აღ­ნიშ­ნა BTU-ს ლექ­ტორ­მა და ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლადო სვა­ნა­ძე.

"ჰა­კა­თო­ნის მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ წარ­მა­ტე­ბით და­საქმდე­ბი­ან ციფ­რულ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­დუსტრი­ა­ში“,- გა­ნა­ცხა­და სტარ­ტაპ ბი­უ­როს და ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბის ქსე­ლის "აქ­სე­ლი"-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლადო სვა­ნა­ძემ.

ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა გუნ­დმა წარ­მო­ად­გი­ნა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აპ­ლი­კა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი აუ­დიო, ვი­დეო და ბეჭ­დუ­რი რე­სურ­სე­ბი გა­ზი­არ­დე­ბა. BTU-ში გა­მარ­თუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს გუნ­დმა წა­რად­გი­ნა აპ­ლი­კა­ცი­ის დემო ვერ­სია.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელე­ნე წე­რე­თე­ლი ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლობს და სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სწო­რედ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს:

„მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით კი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, გა­ვიღ­რმა­ვო რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

კი­ბერ ჰა­კა­თო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჟან მო­ნეს პრო­ექ­ტის „ევ­რო­კავ­ში­რის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა” (PEU-C-E) ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.

მისი დას­რუ­ლე­ბი­სას, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა ტრე­ნინ­გე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი მი­ი­ღეს.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ევ­რო­პუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა და ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში, სტუ­დენ­ტებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­ში, მშობ­ლებ­ში, პრო­ფე­სო­რებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­სა და მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ში უსაფრ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის, კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნი­სა და კი­ბე­რე­თი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ ჰაკათონი ჩატარდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჰაკათონი ჩატარდა. მონაწილეებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჯგუფურად იმუშავეს კიბერუსაფრთხოების გარშემო შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაზე.

პროექტის მნიშვნელობა და მიმდინარეობა ჟიურის წევრებმა შეაფასეს:

,,კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები დღეს ახალგაზრდების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, მათი ჩართვა მსგავს პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახლებურად გაიაზრონ ის რისკები და ფაქტორები, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებობს“,- განაცხადა BTU-ს ლექტორმა და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ.

,,დღეს, კერძო კომპანიები ნაკლებად არიან ჩართული კიბერუსაფრთხოების განვითარებაში, მომავალი თაობის ამ სფეროში ინტეგრირებით კი ხელს ვუწყობთ მათ დაინტერესებას და ახალგაზრდა თაობებში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“,- აღნიშნა BTU-ს ლექტორმა და ინტერნეტის განვითარების ინიციატივის დამფუძნებელმა ლადო სვანაძე.

,,ჰაკათონის მსგავსი პროექტების დახმარებით შესაძლებელია ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი და პერსპექტიული წარმომადგენლების პოვნა, რომლებიც სამომავლოდ წარმატებით დასაქმდებიან ციფრულ და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში“,- განაცხადა სტარტაპ ბიუროს და ენჯელ ინვესტორების ქსელის "აქსელი"-ის დამფუძნებელმა ლადო სვანაძემ.

ჰაკათონის გამარჯვებულმა გუნდმა წარმოადგინა მობილური აპლიკაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. აპლიკაციაში სხვადასხვა მარტივად აღსაქმელი აუდიო, ვიდეო და ბეჭდური რესურსები გაზიარდება. BTU-ში გამართული პრეზენტაციის დროს გუნდმა წარადგინა აპლიკაციის დემო ვერსია.

გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი ელენე წერეთელი ამჟამად უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს და სამომავლოდ პროფესიულ განვითარებას სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აპირებს:

„მსგავსი პროექტების დახმარებით კი საშუალება მექნება, გავიღრმავო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა“, - აღნიშნა მან.

კიბერ ჰაკათონი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” (PEU-C-E) ფარგლებში გაიმართა.

მისი დასრულებისას, ყველა მონაწილეს მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებმა ტრენინგების და გადამზადების პროგრამების ვაუჩერები მიიღეს.

პროექტის მიზანია, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ცნობადობის ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოწყვლად ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის მიმართულებით.

R