სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტ „დიდ­გო­რე­ლის“ ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და არემ­ჯის მხარ­და­ჭე­რით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა.

მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის, ზუგ­დი­დის, მეს­ტი­ის, მარ­ნე­უ­ლის ახალ­ცი­ხის, გარ­დაბ­ნის და თეთ­რი­წყა­როს სკო­ლე­ბის ოცამ­დე მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო. მოს­წავ­ლე­ებ­მა, პრო­ექტ "დიდ­გო­რე­ლის’’ ავ­ტო­რებ­თან და ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გებ­თან ერ­თად 11 სხვა­დას­ხვა ძეგლ­ზე მოხ­სე­ნე­ბე­ბი მო­ამ­ზა­დეს.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „დიდ­გო­რე­ლის“ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, დღეს კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ. ჩემი ნაშ­რო­მი შე­ე­ხე­ბო­და, აქამ­დე ჩემ­თვის უც­ნობ ძეგლს - ჩხორ­თო­ლის ეკ­ლე­სი­ას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე და ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე.“– ლუკა ან­დი­აშ­ვი­ლი, დიდ­გო­რე­ლის სტი­პენ­დი­ან­ტი და კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე.

მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია პრო­ექტ "დიდ­გო­რე­ლის’’ ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტია. კონ­ფე­რენ­ცია მიზ­ნად ისა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი და მი­ვი­წყე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბას და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, აფხა­ზეთ­ში მდე­ბა­რე ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის, ამ­ბა­რას სა­მეკ­ლე­სი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის, ბე­დი­ის მო­ნას­ტრის და სხვა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის შე­სა­ხებ მო­ამ­ზა­დეს ნაშ­რო­მე­ბი.

"მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია, ეს არის დიდ­გო­რე­ლის ის ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი იფიქ­როს დიდ წუ­ხილ­ზე, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცია ქვია და გა­იც­ნონ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და თა­ვი­ანთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბულ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, ძა­ლი­ან მალე ბეჭ­დუ­რი სა­ხი­თაც გა­მო­ი­ცე­მა.“ - გა­ნა­ცხა­და "დიდ­გო­რე­ლის’’ ავ­ტორ­მა ლე­ვან ჟვა­ნი­ამ.

ის­ტო­რი­ის კონ­კურ­სი "დიდ­გო­რე­ლი’’",არემ­ჯის’’ მხარ­და­ჭე­რით 2019 წლი­დან იმარ­თე­ბა და ის კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტია, რო­მელ­მაც მთე­ლი ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნი და ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა მოს­წავ­ლე გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

"არემ­ჯის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა რე­გი­ონ­ში. „დიდ­გო­რე­ლის“ ფარ­გლებ­ში ეს პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­აა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვას და მათი თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას მი­ე­ძღვნა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლო­ბის იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.“ – გან­მარ­ტა გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძემ, „არემ­ჯის“ სპე­ცი­ა­ლის­ტმა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხებ­ში.

და­არ­სე­ბის დღი­დან პრო­ექტ „დიდ­გო­რელს“ არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და­ე­მა­ტა. წელს მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­და­ჭე­რით ერთ წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­სა და სკო­ლებ­ში, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

NS

რატი
0

საყდრისის ამფეთქებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ადარდებთ. ფარისევლობაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებითა და არემჯის მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.

მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და ისტორიის პედაგოგებთან ერთად 11 სხვადასხვა ძეგლზე მოხსენებები მოამზადეს.

,,მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ მონაწილეებმა, დღეს კონფერენციის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ნაშრომები წარვადგინეთ. ჩემი ნაშრომი შეეხებოდა, აქამდე ჩემთვის უცნობ ძეგლს - ჩხორთოლის ეკლესიას, რომლის შესახებაც უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და ბევრი რამ შევიტყვე.“– ლუკა ანდიაშვილი, დიდგორელის სტიპენდიანტი და კონფერენციის მონაწილე.

მოსწავლეთა კონფერენცია პროექტ ,,დიდგორელის’’ ახალი კომპონენტია. კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული უნიკალური და მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსწავლეებისთვის გაცნობას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონფერენციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, ამბარას სამეკლესიანი ბაზილიკის, ბედიის მონასტრის და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ მოამზადეს ნაშრომები.

,,მოსწავლეთა კონფერენცია, ეს არის დიდგორელის ის ახალი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ და ზოგადად საზოგადოებამ ბევრი იფიქროს დიდ წუხილზე, რომელსაც ოკუპაცია ქვია და გაიცნონ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებულ ბიბლიოთეკებში თვეების განმავლობაში იმუშავეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, ძალიან მალე ბეჭდური სახითაც გამოიცემა.“ - განაცხადა ,,დიდგორელის’’ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი’’, ,,არემჯის’’ მხარდაჭერით 2019 წლიდან იმართება და ის კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და ათასობით ახალგაზრდა მოსწავლე გააერთიანა.

,,არემჯის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა რეგიონში. „დიდგორელის“ ფარგლებში ეს პირველი კონფერენციაა, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის კვლევას და მათი თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მიეძღვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფელობის იდეის პოპულარიზაციას.“ – განმარტა გიორგი კობახიძემ, „არემჯის“ სპეციალისტმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.

დაარსების დღიდან პროექტ „დიდგორელს“ არაერთი განსხვავებული კომპონენტი დაემატა. წელს მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ერთ წიგნად გამოიცემა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში, ყველა დაინტერესებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

NS