საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი
კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პო­პუ­ლა­რულ უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, დმიტ­რი გორ­დონს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად ჰყავ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, ამ­ჟა­მად კი ვა­შინგტონ­ში კა­ტო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის გლო­ბა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი, ან­დრეი ილა­რი­ო­ნო­ვი, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სა და მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფხე­ნი­ან­ში ვი­ზი­ტი, სა­დაც არ­ნა­ხუ­ლი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი ნახა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ილა­რი­ო­ნოვს ჰკი­თხა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზეც, მათ შო­რის, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, რა­ზეც რუს­მა მკვლე­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მა იყო.

  • "ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ყოფ­ნი­სას, სა­დაც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვმარ­თავ­დით, რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ყო­ფილ წვე­უ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­წია დას­წრე­ბა და შევ­ხვდი მე­ო­რე კიმს, კიმ ჩენ ირს.

წე­სით, ტრა­დი­ცი­ულ ევ­რო­პულ ენა­ზე რომ ვთქვათ, ეს "ვახ­შა­მი" უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ­სად არას­დროს მი­ნა­ხავს იმ­დე­ნი და­ლე­ვა, რაც იქ ვნა­ხე. ეს იყო გრან­დი­ო­ზო­უ­ლი ორ­გია", - იხ­სე­ნებს ილა­რი­ო­ნო­ვი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რას გუ­ლის­ხმობს "ორ­გი­ა­ში", მხო­ლოდ სვამ­დნენ თუ გო­გო­ნე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რეს­პონ­დენ­ტი პა­სუ­ხობს - "ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი. ალ­ბათ, მად­ლო­ბე­ლი უნდა ვიყო ბე­დის, რო­მელ­მაც ასე­თი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ალ­ბათ, წარ­მოდ­გე­ნაც გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, რომ ოდეს­მე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არას­დროს მო­მე­ცე­მო­და. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი დღე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა", - ამ­ბობს ილა­რა­ი­ო­ნო­ვი.

  • მი­სი­ვე თქმით, ფხე­ნი­ან­ში ნახა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­თან:

"სტა­ლი­ნიზ­მის ეპო­ქა­ში არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ვიცი და მო­მის­მე­ნია, რა ხდე­ბო­და იქ. ის ყვე­ლა­ფე­რი ფხე­ნი­ან­თან ახ­ლოს მა­ინც ვერ მივა. ვახ­შმის სუფ­რა­ზე 26 და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი იყო, მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას არ მი­ნა­ხავს, მაქ­სი­მუმ 5-6 და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი ყო­ფი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა არ გა­მი­სინ­ჯავს.

ეს არის სა­ში­ში ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნა, რად­გან ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვის თვა­ლებ­ში სა­შინ­ლად ღრმა შიში და და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა იკი­თხე­ბო­და, იმის გამო, რაც მათ და მათ ახ­ლობ­ლებს შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს და­ე­მარ­თოთ. ამ შიშს ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა, მათი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ის ტე­რო­რი, რო­მე­ლიც იქ ხდე­ბა და ხდე­ბო­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუნ­დაც, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის აე­რო­პორ­ტში გა­ცი­ლე­ბი­სას რაც ვნა­ხე, რო­დე­საც ჩვენს კორ­ტეჟს აცი­ლებ­დნენ.

არ ვიცი აე­რო­პორ­ტამ­დე რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რია, შე­საძ­ლოა, 15 ან 20, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ორი­ვე მხა­რეს ალ­ბათ, მი­ლი­ო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი იდგა, ყვე­ლა ქალი, არც ერთი მა­მა­კა­ცი არ ერია. მათ ტრა­დი­ცუ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ და რამ­დე­ნი­მე რი­გად იყ­ვნენ ჩამ­წკრი­ვე­ბულ­ნი. რო­დე­საც კორ­ტე­ჟი უახ­ლოვ­დე­ბო­დათ, ბრძა­ნე­ბა ჰქონ­დათ, ეყ­ვი­რათ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ულ ენა­ზე, ალ­ბათ, რა­ღაც თბი­ლი ფრა­ზე­ბი, "კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა", ან რა­ღაც მსგავ­სი.

ყვი­რი­ლი­სა და სიმ­ღე­რის გარ­და, ისი­ნი კორ­ტე­ჟის­კენ იწევ­დნენ, ესეც ბრძა­ნე­ბის ნა­წი­ლი იყო. რა­ღაც მო­მენ­ტში კორ­ტე­ჟი გა­ჩერ­და, ორი­ვე მხა­რეს ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ყვი­როდ­ნენ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ჩერ­დე­ბოდ­ნენ და შევ­ნიშ­ნე, რომ უზო­მოდ მშივ­რე­ბი იყ­ვნენ - ძა­ლი­ან გამ­ხდრე­ბი იყ­ვნენ, სი­გამ­ხრდის­გან მი­წის­ფე­რი ედოთ, ალ­ბათ, ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბი დიდი ხა­ნია არც ენა­ხათ. ვერც მიხ­ვდე­ბო­დი მათ ასაკს. რა­ღაც მოძ­რა­ო­ბის შემ­დეგ, ისი­ნი იღ­ლე­ბოდ­ნენ, ერთ-ერთი ქალი, საკ­მა­ოდ მაღ­ლა შეხ­ტა, რის გა­მოც, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ფი­ზი­კუ­რად კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ­მა, სა­ხე­ში ძლი­ე­რად და­არ­ტყა", - გა­იხ­სე­ნა ილა­რი­ო­ნოვ­მა.

გორ­დო­ნის კი­თხვას, ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ფხე­ნი­ან­ში ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას, ილა­რა­ი­ო­ნო­ვი პა­სუ­ხობს, რომ ეს იყო ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი.

  • ამის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლასტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც და­უს­ვა კი­თხვა - რას ფიქ­რობ­და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ეცო­დე­ბო­და თუ არა ის, რა­ზეც ილა­რი­ო­ნოვ­მა უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით შეც­დო­მა და­უშ­ვა.

"თუ გახ­სოვთ, რო­დე­საც მას ბო­ლოს შევ­ხვდით, ვურ­ჩი­ეთ კი­დეც, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს, არ წა­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, ეს შეც­დო­მა იყო. იმ რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­გო­რიც არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, პა­ტიმ­რო­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს ილა­რი­ო­ნო­ვი.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რია მისი მო­ლო­დი­ნი, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ თუ არა სა­ა­კაშ­ვილს და კი­დევ სჭირ­დე­ბა თუ არა ის ვინ­მეს უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, ის პა­სუ­ხობს, რომ არ იცის, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ თუ არა; ხოლო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის.

ილა­რა­ი­ო­ნო­ვი კი­დევ ერთხელ დას­ძენს, რომ პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, თა­ვის ხალ­ხს, ქვე­ყა­ნას, კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს, სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს, ამას აკე­თებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, "პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნით ის ვე­რა­ვის ეხ­მა­რე­ბა, პი­რი­ქით, პრობ­ლე­მებს ამ­წვა­ვებს... ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა ის, მაგ­რამ ასე მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო, რუ­სე­თი, ბე­ლა­რუ­სი, არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ჩვე­ნი სი­სუს­ტით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მივ­ცეთ", - ამ­ბობს ილა­რი­ო­ნო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაჩო
1

განაპოლსკიც აქებდა მუშას, სანამ აქ დიდ გასამრჯელოს უხდიდნენ. წავიდა და მერე სხვანაირად აჭიკჭიკდა.

ამერიკის ფანი
0

ცხოვრება ნამდვილად საოცარია. ეს ილარიონოვი ერთერთ ამერიკულ უნვერსიტეტიდან გაუშვეს იმის გამო, რომ პატარა მოკრძალებული ეჭვი გამოთქვა ტრამპის არჩევნებში დამარცხებასთან თუ რაღაც მსგავსთან დაკავშირებით და ახლა უკვე უკრაინასი, რომელსაც იგი ალბათ დემოკრატიის და თავისუფლების ოაზისად მიიჩნევს, რუსეთის ლანღვას განაგრძობს და ჩრდილოეთ კორეას ადარებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

კიმ ჩენ ირისა და ვლადიმერ პუტინის "ორგია" ფხენიანში - "იქ გატარებული სამი დღე სულ მემახსოვრება" - რა ისტორიას იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პოპულარულ უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს გადაცემაში სტუმრად ჰყავდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მკვლევარი, ანდრეი ილარიონოვი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნისა და მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ფხენიანში ვიზიტი, სადაც არნახული ტოტალიტარიზმი ნახა. ჟურნალისტმა ილარიონოვს ჰკითხა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასა და დაპატიმრებაზე, რაზეც რუსმა მკვლევარმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება სააკაშვილის შეცდომა იყო.

  • "ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, სადაც მოლაპარაკებებს ვმართავდით, რამდენიმე ნაწილად დაყოფილ წვეულებაზე მოგვიწია დასწრება და შევხვდი მეორე კიმს, კიმ ჩენ ირს.

წესით, ტრადიციულ ევროპულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს "ვახშამი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსად არასდროს მინახავს იმდენი დალევა, რაც იქ ვნახე. ეს იყო გრანდიოზოული ორგია", - იხსენებს ილარიონოვი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს "ორგიაში", მხოლოდ სვამდნენ თუ გოგონებიც მონაწილეობდნენ, რესპონდენტი პასუხობს - "ზუსტად ამას ვგულისხმობდი. ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო ბედის, რომელმაც ასეთი ისტორიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომცა. ალბათ, წარმოდგენაც გამიჭირდებოდა, რომ ოდესმე ჩრდილოეთ კორეაში მოვხვდებოდი. ამის შესაძლებლობა არასდროს მომეცემოდა. იქ გატარებული სამი დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება", - ამბობს ილარაიონოვი.

  • მისივე თქმით, ფხენიანში ნახა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ტოტალიტარიზმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე რუსეთსა და ბელარუსთან:

"სტალინიზმის ეპოქაში არ მიცხოვრია, მაგრამ ვიცი და მომისმენია, რა ხდებოდა იქ. ის ყველაფერი ფხენიანთან ახლოს მაინც ვერ მივა. ვახშმის სუფრაზე 26 დასახელების კერძი იყო, მსგავსი რაოდენობის საკვები არც ერთ ქვეყანაში ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნისას არ მინახავს, მაქსიმუმ 5-6 დასახელების კერძი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ყველა არ გამისინჯავს.

ეს არის საშიში ქალაქი და ქვეყანა, რადგან ყველა ადგილობრივის თვალებში საშინლად ღრმა შიში და დაუცველობის განცდა იკითხებოდა, იმის გამო, რაც მათ და მათ ახლობლებს შეიძლება ნებისმიერ წუთს დაემართოთ. ამ შიშს ვერავინ გაექცევა, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს საშინელებაა. ის ტერორი, რომელიც იქ ხდება და ხდებოდა, წარმოუდგენელია. თუნდაც, რუსეთის დელეგაციის აეროპორტში გაცილებისას რაც ვნახე, როდესაც ჩვენს კორტეჟს აცილებდნენ.

არ ვიცი აეროპორტამდე რამდენი კილომეტრია, შესაძლოა, 15 ან 20, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს ალბათ, მილიონი ჩრდილოეთ კორეელი იდგა, ყველა ქალი, არც ერთი მამაკაცი არ ერია. მათ ტრადიცული სამოსი ეცვათ და რამდენიმე რიგად იყვნენ ჩამწკრივებულნი. როდესაც კორტეჟი უახლოვდებოდათ, ბრძანება ჰქონდათ, ეყვირათ ჩრდილოეთ კორეულ ენაზე, ალბათ, რაღაც თბილი ფრაზები, "კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება", ან რაღაც მსგავსი.

ყვირილისა და სიმღერის გარდა, ისინი კორტეჟისკენ იწევდნენ, ესეც ბრძანების ნაწილი იყო. რაღაც მომენტში კორტეჟი გაჩერდა, ორივე მხარეს ქალები იყვნენ, რომლებიც ყვიროდნენ, თუმცა ზოგჯერ ჩერდებოდნენ და შევნიშნე, რომ უზომოდ მშივრები იყვნენ - ძალიან გამხდრები იყვნენ, სიგამხრდისგან მიწისფერი ედოთ, ალბათ, ცხოველური საკვები დიდი ხანია არც ენახათ. ვერც მიხვდებოდი მათ ასაკს. რაღაც მოძრაობის შემდეგ, ისინი იღლებოდნენ, ერთ-ერთი ქალი, საკმაოდ მაღლა შეხტა, რის გამოც, დაცვის თანამშრომელმა, ფიზიკურად კარგად მომზადებულმა, სახეში ძლიერად დაარტყა", - გაიხსენა ილარიონოვმა.

გორდონის კითხვას, ვინ ხელმძღვანელობდა ფხენიანში ოფიციალურ დელეგაციას, ილარაიონოვი პასუხობს, რომ ეს იყო ვლადიმირ პუტინი.

  • ამის შემდეგ, ჟურნალასტმა მიხეილ სააკაშვილზეც დაუსვა კითხვა - რას ფიქრობდა ამ სიტუაციაზე, ეცოდებოდა თუ არა ის, რაზეც ილარიონოვმა უპასუხა, რომ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებით შეცდომა დაუშვა.

"თუ გახსოვთ, როდესაც მას ბოლოს შევხვდით, ვურჩიეთ კიდეც, არ გაეკეთებინა ეს, არ წასულიყო თბილისში, ეს შეცდომა იყო. იმ რანგის პოლიტიკოსი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, პატიმრობაში ვერაფერს გააკეთებს, თუმცა ბევრის გაკეთება შეუძლია თავისუფლებაში", - ამბობს ილარიონოვი.

კითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი, გაათავისუფლებენ თუ არა სააკაშვილს და კიდევ სჭირდება თუ არა ის ვინმეს უკრაინის ხელმძღვანელობაში, ის პასუხობს, რომ არ იცის, გაათავისუფლებენ თუ არა; ხოლო უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის საჭიროებაში დარწმუნებული არ არის.

ილარაიონოვი კიდევ ერთხელ დასძენს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, თავის ხალხს, ქვეყანას, კოლეგებს, მეგობრებს, სარგებელი მოუტანოს, ამას აკეთებს თავისუფლებაში ყოფნისას, "პატიმრობაში ყოფნით ის ვერავის ეხმარება, პირიქით, პრობლემებს ამწვავებს... ძალიან მებრალება ის, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, არ შეიძლება ხელისუფლებებს ჩვენი სისუსტით სარგებლობის უფლება მივცეთ", - ამბობს ილარიონოვი.