სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო" - სააკაშვილი
"ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო" - სააკაშვილი

"7 ნო­ემ­ბრის კად­რებს რომ ატ­რი­ა­ლებთ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია და მე დღემ­დე ცუ­დად ვი­გო­ნებ ამას, გუ­შინ არ გქონ­დათ 20 ივ­ნი­სი?!" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ საქ­მე­ზე ვერ­დიქ­ტი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას მა­ლე­ვე უკვე გა­მო­ი­ტა­ნა.

"შე­ა­და­რეთ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20 ივ­ნისს და 7 ნო­ემ­ბერს. გუ­შინ არ გქონ­დათ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც წა­ა­ხა­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პირ­მა თა­ვი­სი მო­წო­დე­ბით?! მაგ­რამ მე მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო იმა­ზე, რა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი იყო მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო მი­დი­ო­და ნა­ტოს­კენ. 2006 წელს პუ­ტინ­მა მი­თხრა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­როს. იმ წელს ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ მი­თხრა, ვინ არის ეს არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩემ­თან უნდა ჩა­მოს­ვლა და ითხოვს ჩემ­თან შეხ­ვედ­რის ნე­ბარ­თვა­სო. მე ვუ­თხა­რი, რომ რო­გორც გინ­და ისე მო­ი­ქე­ცი, არა­ფე­რი მაგ საქ­მის­გან არ გა­მო­ვა -მეთ­ქი. მერე პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მა­ინც ჩა­დის მინ­სკში და მერე მიყ­ვე­ბა ლუ­კა­შენ­კო - და­მი­რე­კა პუ­ტინ­მა და მი­თხრაო, მოვ­ლე­ნო და ისა­უბ­რე­ბენ პა­ტა­რა­კა­ციშ­ვილ­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის შენ­თვის მისი ნახ­ვაო. ლუ­კა­შენ­კოს­გან ვიცი, რომ "ეფეს­ბეს“ სამი გე­ნე­რა­ლი ჩა­ვი­და და პა­ტარ­კა­ციშ­ვილს შეხ­ვდა, შემ­დეგ კი ლუ­კა­შენ­კოს გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი. ეს ხდე­ბა 2007 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. ამის შემ­დეგ იწყე­ბა კამ­პა­ნია, რომ უნდა იყოს დიდი გა­მოს­ვლე­ბი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფული იყო მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი ფული.

2007 წლის ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, ჩა­მო­ვი­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ამე­რი­კის ელჩი ნა­ტო­ში და პრაქ­ტი­კუ­ლად ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­და­წყდა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­ღე­ბა. წა­ვიდ­ნენ 30 ოქ­ტომ­ბერს, 2 ნო­ემ­ბერს კი მოხ­და დიდი გა­მოს­ვლა. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ყვე­ლა ვინც ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და, ან რუ­სე­თის დაკ­რულ­ზე ცეკ­ვავ­და ან იცო­და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ეს იყო რთუ­ლი პე­რი­ო­დი, იმი­ტომ, რომ ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი და ხალ­ხს ჰქონ­და ობი­ექ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვენ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი­ყო.

მარ­თლაც იყო დიდი მი­ტინ­გი, მე ეს მი­ვი­ღე დიდ სიგ­ნა­ლად. ამ მი­ტინგზე მო­ვი­და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და წარ­მოს­თქვა სი­ტყვა, შემ­დეგ გაგ­რძელ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. 7- ში დი­ლას მაღ­ვი­ძე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შე­ტა­კე­ბა იყო და და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი რა­ღაც მოხ­და, რაც დღეს სა­სა­მარ­თლოს წინ, ვი­ღა­ცებს გაზი რომ შე­ას­ხეს და და­ა­კა­ვეს. ამის შემ­დეგ ბევ­რად მეტი ხალ­ხი გა­მო­ვი­და. ამ პრო­ცესს შს მი­ნის­ტრი მარ­თავ­და, მე ტე­ლე­ვი­ზო­რით ვუ­ყუ­რებ­დი და არა­ვის­თვის დი­რექ­ტი­ვა არ მი­მი­ცია. ისი­ნი იქ­ცე­ოდ­ნენ ისე, რა გა­მოც­დი­ლე­ბაც ჰქონ­დათ და მა­შინ ჩვე­ნი პო­ლი­ცია იყო ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა და ძა­ლი­ან გა­მო­უც­დე­ლი. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­რა და არა­ვინ და­ი­ღუ­პა ამ შე­ტა­კე­ბე­ბის დროს. ეს ხდე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და არა­ვის მოს­დის აზ­რად ამა­ზე საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა, გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ნი­ა­კე­ბი­სა. ამის შემ­დეგ მე გა­ვა­კე­თე ის, რა­საც მსოფ­ლი­ო­ში ცოტა ლი­დე­რი აკე­თებს, მე გა­დავ­დე­ქი და ჩემი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა 1.5 წლით შე­ვამ­ცი­რე. წა­ვე­დი ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბით, მაგ­რამ მო­ვი­გეთ, რათა მი­მე­ღო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან ახა­ლი მან­და­ტი. ეს გა­ვა­კე­თე იმი­ტომ, რომ ჩა­მე­შა­ლა რუ­სუ­ლი გეგ­მე­ბი და ამ მი­ტინ­გი­სა და გა­მოს­ვლე­ბის გამო არ დაგ­ვბლოკ­ვო­და ჩვენ ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია. შემ­დეგ მი­მიწ­ვია პრე­ზი­დენ­ტმა ბუშ­მა და მი­თხრა, ამი­ტომ ხარ აქ, რომ გა­და­დე­ქი და შენ არ ეპო­ტი­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სო. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, ამ საქ­მის­გან, რა­საც აქ გვე­და­ვე­ბი­ან, ვერ­დიქ­ტი გა­მო­ი­ტა­ნა,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო ხო
3

ასამართლებენ მიშას იმაზე რასაც თვითონაც სჩადიან.სამართალს ვერც ნაცებში და ვერც ქოცებში ვერ იპოვით ხალხო.მიშამ წააგო არჩევნები და გადასცა ხელისუფლება,მაგრამ ესენი თუ იზამენ იგივეს?

ალექს
3

მიხომაც სისტემა ერთი გავქსთო , ლიდერები სხვადასხვა და შემსრულებლები იგივეო ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო" - სააკაშვილი

"ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო" - სააკაშვილი

"7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი საპრეზიდენტო არჩევნებისას მალევე უკვე გამოიტანა.

"შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც ჩემთან უნდა ჩამოსვლა და ითხოვს ჩემთან შეხვედრის ნებართვასო. მე ვუთხარი, რომ როგორც გინდა ისე მოიქეცი, არაფერი მაგ საქმისგან არ გამოვა -მეთქი. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო - დამირეკა პუტინმა და მითხრაო, მოვლენო და ისაუბრებენ პატარაკაციშვილთან, აუცილებელი არ არის შენთვის მისი ნახვაო. ლუკაშენკოსგან ვიცი, რომ "ეფესბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა, შემდეგ კი ლუკაშენკოს გამოუცხადეს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული.

2007 წლის ოქტომბერს თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი ნატოში და პრაქტიკულად ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი გამოსვლა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები და ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა ჩვენზე გაბრაზებულიყო.

მართლაც იყო დიდი მიტინგი, მე ეს მივიღე დიდ სიგნალად. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოსთქვა სიტყვა, შემდეგ გაგრძელდა საპროტესტო აქციები. 7- ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ შეტაკება იყო და დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, ვიღაცებს გაზი რომ შეასხეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია. შემდეგ მიმიწვია პრეზიდენტმა ბუშმა და მითხრა, ამიტომ ხარ აქ, რომ გადადექი და შენ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა, ამ საქმისგან, რასაც აქ გვედავებიან, ვერდიქტი გამოიტანა,“- განაცხადა სააკაშვილმა.