სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში... "ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის პრინციპებთან" - ვახტანგ კალოიანი
"ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში... "ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის პრინციპებთან" - ვახტანგ კალოიანი

"ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ყა­რებთ ან­ტირ­ე­კორ­დებს პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში" - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რი­ცხვი არ შემ­ცირ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­წყვეტს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში. აქვე იგი ასა­ხე­ლებს გარ­კვე­ულ გეგ­მას, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ეპი­დე­მი­ის მარ­თვა.

"სამ­წუ­ხა­როდ ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ყა­რებთ ან­ტირ­ე­კორ­დებს პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში. ახლა ერთ-ერთი ლი­დე­რე­ბი ვართ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხრივ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს დი­ნა­მი­კა არ შე­წყდე­ბა. არ შემ­ცირ­დე­ბა არც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და არც გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­ა­ნე­ბებს თავს პო­პუ­ლის­ტურ, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სას­წრა­ფოდ არის გა­და­სად­გმე­ლი რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ჯერ კი­დევ მარ­ტი­დან მო­უ­წო­დებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: პირ­ვე­ლი, ეს არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, მე­ო­რე, ეს არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მა­ღალ რისკ ჯგუ­ფებ­ში, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ვაქ­ცი­ნე­ბის მი­ტა­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნია. რო­გორც ჩანს, პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ან­ტი­ვაქ­სე­რებ­თან უფრო გრძნობს სუ­ლი­ერ სი­ახ­ლო­ვეს, ვიდ­რე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­თან, ამი­ტომ მთე­ლი მისი პო­ლი­ტი­კა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კა ეპი­დე­მი­ის მარ­თვა­ში, არის ერ­თგვა­რი კვე­რის დაკ­ვრა და სი­ა­მოვ­ნე­ბა ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სა, რის ფას­საც ვიხ­დით ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად 80 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და უამ­რა­ვი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

აქვე, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი არის დატ­ვირ­თვის ზღვარ­ზე.

"ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი საკ­მა­ოდ გა­და­ძა­ბუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ად­გი­ლე­ბი არის, თუმ­ცა ეს არის დატ­ვირ­თვის ზღვარ­ზე, რაც ზრდის შეც­დო­მე­ბის, შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ებს და პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა­ში პრობ­ლე­მებს. ჩვენ თით­ქმის 100%-იან დატ­ვირ­თვა­ზე ვმუ­შა­ობთ მა­შინ, რო­დე­საც 75%-ზე მეტი დატ­ვირ­თვა ჰოს­პი­ტალ­ში ით­ვლე­ბა მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლო­ი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
0

მაინც რა უბედურებაა ნაცობა, რამდენ სიბრიყვეს გათქმევინებს

კ.
0

ეს ვიღას დაკარგვია. ან აზრს ეკითხებოდეს ვინმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში... "ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის პრინციპებთან" - ვახტანგ კალოიანი

"ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში... "ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის პრინციპებთან" - ვახტანგ კალოიანი

"ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი რიცხვი არ შემცირდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვაში. აქვე იგი ასახელებს გარკვეულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეპიდემიის მართვა.

"სამწუხაროდ ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ შეწყდება. არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც "ევროპული საქართველო“ ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას: პირველი, ეს არის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, მეორე, ეს არის სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალ რისკ ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზება და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია. როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, ამიტომ მთელი მისი პოლიტიკა, "ქართული ოცნების" პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში, არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული, აგრესიული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით“, - განაცხადა კალოიანმა.

აქვე, ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები არის დატვირთვის ზღვარზე.

"ჰოსპიტალური სექტორი საკმაოდ გადაძაბულია, ჯერჯერობით ადგილები არის, თუმცა ეს არის დატვირთვის ზღვარზე, რაც ზრდის შეცდომების, შიდა ჰოსპიტალური ინფექციებს და პაციენტების მართვაში პრობლემებს. ჩვენ თითქმის 100%-იან დატვირთვაზე ვმუშაობთ მაშინ, როდესაც 75%-ზე მეტი დატვირთვა ჰოსპიტალში ითვლება მაღალი რისკის შემცველად. სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა კალოიანმა.