სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვვარაუდობ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად" - ომბუდსმენი
"ვვარაუდობ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად" - ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ვერ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მარ­თვა­ზე, თუმ­ცა, ჩვენ პრო­ცეს­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით ჩა­ვერ­თვე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ წარ­დგე­ნილ კონ­სი­ლი­უმს ომ­ბუდსმე­ნის კონ­სი­ლი­უ­მი ე.წ. მე­ო­რე მო­საზ­რე­ბას წა­რუდ­გენს.

“გუ­შინ მი­ვი­ღეთ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თხოვ­ნის წე­რი­ლი, რომ ჩვე­ნი ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ჩა­ერ­თოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ე.წ. მე­ო­რე მო­საზ­რე­ბის წარ­დგე­ნის გზით, რა­საც ჩვენ ვუ­პა­სუ­ხეთ. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი ვერ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მარ­თვა­ზე, თუმ­ცა, ჩვენ პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თვე­ბით პრო­ცე­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით. ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ წარ­დგე­ნილ კონ­სი­ლი­უმს ჩვე­ნი კონ­სი­ლი­უ­მი წა­რუდ­გენს ე.წ. მე­ო­რე მო­საზ­რე­ბას, რაც სა­მე­დი­ცი­ნო სივ­რცე­ში მო­საზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნის მხრივ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზაა“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ცე­მულ დრო­ე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბას, ნინო ლომ­ჯა­რი­ას ვა­რა­უ­დით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­და, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მე­ო­რე დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბო­და.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ მაქვს და არ ვიცი, რო­დის მი­ი­ღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს­გან, თუმ­ცა, ვვა­რა­უ­დობ, მათ იცოდ­ნენ, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ემ­ზა­დე­ბო­და მე­ო­რე დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ცე­მად. რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებს წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა იყო იმი­სა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ. რე­ა­ლუ­რად, იცოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ეყ­რდნო­ბო­და“,-გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

გადადექი და აიღე ნაც პარტიის ბილეთი. ესე უფრო სამართლიანია.

ალექს
0

ნაცმოს რუპორია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვვარაუდობ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად" - ომბუდსმენი

"ვვარაუდობ, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ომბუდსმენის კონსილიუმი ე.წ. მეორე მოსაზრებას წარუდგენს.

“გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ ვუპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც სამედიცინო სივრცეში მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენის მხრივ აპრობირებული გზაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცემულ დროებით ღონისძიებას, ნინო ლომჯარიას ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა.

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ.